კვირა, ივნისი 29, 2025

გიორგი გახარია აცხადებს, რომ გერმანიაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონგრესს ესწრება

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონგრესს ესწრება.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ჰქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდა ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, იოჰანეს შრაპსს.

„გერმანიაში ვესწრები გერმანიის სოციალ-დემოკრატიული (SPD) პარტიის კონგრესს, რომელიც იმართება საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის კრიზისის ფონზე. მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი კოლეგებს, მათ შორის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, იოჰანეს შრაპსს. განვიხილეთ „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების სასწრაფო აუცილებლობა, აგრეთვე პარტია „საქართველოსთვის“ გეგმები – გახდეს ევროპის სოციალისტური პარტიის (PES) ოჯახის წევრი, რისი განხილვაც შემოდგომაზე იგეგმება. მადლიერები ვართ ჩვენი გერმანელი პარტნიორების, მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – დაწერა გიორგი გახარიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კვარა მთელს მსოფლიოში პირველია – რა მაჩვენებლით ლიდერობს ხვიჩა

საფეხბურთო პორტალმა Givemesport-მა მსოფლიოში საუკეთესო დრიბლიორების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგი მოტყუებული მეტოქეების სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა და ასახავს იმ მოთამაშეების უნარებს, რომლებიც ბურთის ფლობისას მოწინააღმდეგეებს ყველაზე ეფექტურად სცდებიან.მიუხედავად მრავალი ვარსკვლავის არსებობისა, ყველაზე მაღალი პოზიცია, პირველი ადგილი – ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ერგო. ამჟამად პარი სენ-ჟერმენის რიგებში მოასპარეზე ხვიჩა რეიტინგში არაერთ ისეთ ცნობილ მოთამაშეს უსწრებს, როგორებიც არიან ლეო მესი, კილიან მბაპე, ჯამალ მუსიალა და ვინისიუს ჟუნიორი.კვარაცხელიას უნიკალური სტილი – სწრაფი წყვეტები, მჭიდრო ბურთის კონტროლი და პირდაპირი თამაშისადმი მიდრეკილება – მას გამოარჩევს თანამედროვე ვინგერებისგან. საფეხბურთო წრეებში ხშირად ამბობენ, რომ ის „ძველი სკოლის“ მოთამაშეა, რომელიც თანამედროვე ტაქტიკაში განსაკუთრებულად ანათებს.სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:1. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) 2. რაიან შერკი (ლიონი) 3. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი) 4. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი) 5. უსმან დემბელე (პსჟ) 6. ლეო მესი (ინტერ მაიამი) 7. ლამინ იამალი (ბარსელონა) 8. დეზირე დუე (პსჟ) 9. ნიკო უილიამსი (ბილბაო) 10. კილიან მბაპე (რეალი) 11. როდრიგო (რეალი) 12. ფლორიან ვირტცი (ბაიერი) 13. ჟერემი დოკუ (მანჩესტერ სიტი) 14. სავინიო (მანჩესტერ სიტი) 15. ჯეიმი გიტენსი (დორტმუნდი)

ილია მეორემ ახალი ბრძანება გამოსცა, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების (326წ.) 1700 წელთან დაკავშირებით 1 ივლისიდან საქართველოს საპატრიარქოს კომისია შეიქმნება.შესაბამისი ბრძანება, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გამოსცა.კომისიას ევალება, შეიმუშაოს საიუბილეო წლის პროგრამა.„ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების (326წ.) 1700 წელთან დაკავშირებით ა.წ. 1 ივლისიდან შეიქმნას საქართველოს საპატრიარქოს კომისია შემდეგი შემადგენლობით:საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი),სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე),ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი),ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია),მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე),ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი),აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე),ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი),ახალქალაქისა კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი),ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია),ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე),გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა),ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი),ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი),ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი),თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი,საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.კომისიას ევალება, შეიმუშაოს საიუბილეო წლის პროგრამა“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

გია ფერაძის უფროსი ვაჟი გარდაიცვალა

გია ფერაძის უფროსი ვაჟი, ბიძინა ფერაძე გარდაიცვალა.გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია

,,ტრაქტორი გადაბრუნდა და შიგ მსხდომი მამა-შვილი მოიყოლა…“ – ტრაგედია კახეთში

დედოფლისწყაროში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ  ზემო ქედიდან შირაქის მიმართულებით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა ტრაქტორს შეეჯახა.შეჯახების შედეგად, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ტრაქტორი გადაბრუნდა და შიგ მსხდომი  მამა-შვილი მოიყოლა.სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანა.ექიმების განმარტებით, უახლოეს საათებში მათ შესაბამისი კვლევებისათვის, კატასტროფის ბრიგადა სხვა საავადმყოფოში გადაიყვანს.მომხდარ ფაქტებზე გამოძიება უკვე დაიწყო.

🎥 „მთელი ჩემი 30 წლის სიცოცხლე მხოლოდ მისთვის ღირდა“ – ნუცა ცისკარიშვილი იუბილეს აღნიშნავს

ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის შვილიშვილის მეუღლე, ბლოგერი ნუცა ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ვიდეოებს.ნუცა უკვე 30 წლის გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კი მან სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებული ვიდეო გაავრცელა:„დიდი ხნის წინ გადავიღე, მინდოდა ჩემს 30 წელს პატარა ჩანახატით შევხვედროდი, თუმცა კი გახსოვთ რა სევდიან ამბავში აღმოვჩნდი.. სამახსოვროდ შემოვინახავ, დაჩი დიდი ბიჭი რომ გაიზრდება ეცოდინება, რომ მთელი ჩემი 30 წლის სიცოცხლე მხოლოდ მისთვის ღირდა“, - წერს ნუცა ცისკარიშვილი. 

ბოლო სიახლეები