პარასკევი, ნოემბერი 14, 2025

გიორგი გახარია აცხადებს, რომ გამოყოფილი ორი მილიარდი ლარი მიმართული იქნება როგორც სამუშაო ადგილების, ისე კომპანიების მიმდინარე წარმოების შესანარჩუნებლად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით თბილისელებს, მადლობას უხდის იმ გაგებისთვის, რომლითაც ისინი მოეკიდნენ განსაკუთრებით გუშინდელი დღის ღონისძიებებს, საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით 21:00 საათის შემდგომ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ​კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს აჩვენებს, თუ როგორ აქვთ მოქალაქეებს აღქმული საერთო პასუხისმგებლობა.

„ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ აჩვენებს, თუ როგორ გვაქვს ჩვენ ერთობლივად აღქმული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, არა მხოლოდ მთავრობის, არამედ, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის და პირველ რიგში, ეს გახლავთ პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ, ჩვენი მშობლების, ჩვენი უფროსი თაობის მიმართ. ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც ჩვენ შევძლებთ, სწრაფად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიღებულია ეკონომიკის მხარდასაჭერად.
მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეის მდგომარეობით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით ორი მილიარდი ლარი გამოიყო.

პრემიერის შეფასებით, ეს არის ის დახმარება, რომელიც მიმართული იქნება, როგორც სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ასევე კომპანიების შესანარჩუნებლად, კომპანიების მიმდინარე წარმოების, მიმდინარე ბიზნესების შესანარჩუნებლად.

„პირველ რიგში, გვესმის, რომ ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ მიიღო პირდაპირი ეკონომიკური ზიანი იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც, მთავრობა იძულებულია, გაატაროს, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად. ეს ზიანი, ხშირ შემთხვევაში არის პირდაპირი და ხელშესახები. ხშირ შემთხვევაში, ადამიანებმა დაკარგეს შემოსავალი და სამუშაო ადგილები. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე და იმის გათვალისწინებით, რომ ეს კრიზისი, ყველა სხვა კრიზისისგან განსხვავდება იმით, რომ შეუძლებელია ზუსტი პროგნოზი, როგორც ხანგრძლივობის, ისევე, ეკონომიკაზე მიყენებული ზიანის სწორი შეფასების თვალსაზრისით, იძულებული ვართ და ყველა სხვა აქტორისგან განსხვავებით, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმალურად ეფექტურად და რაციონალურად გამოვიყენოთ ჩვენი ეკონომიკის თუნდაც ის მწირი შესაძლებლობები, რომელიც დღეს გვაქვს“, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რათა კრიზისის დაძლევის ფაზისთანავე, ქართული ეკონომიკა იყოს მზად, სწრაფად განვითარდეს და აღიდგინოს ის სასტარტო პოზიციები, რომელიც წლის დასაწყისში ჰქონდა.

„ამ მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად, ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ მაქსიმალურს გავაკეთებთ, რათა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის პირობებში შევინარჩუნოთ მსხვილი, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, ისევე, როგორც მხარი დავუჭიროთ და მივცეთ საშუალება სისტემურ წარმოებებს, გააგრძელონ მუშაობა და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სისტემურ დარგებს. ამ მიმართულებით, ჩვენ დღეის მდგომარეობით ბიუჯეტში მობილიზებული გვაქვს ორი მილიარდი ლარი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი და პირველი ეტაპი იმ მონაცემებით, რომელიც დღეს გვაქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გარკვეულ ეტაპზე, გარკვეული დროის შემდგომ, შესაძლებელია, ქვეყანა აღმოჩნდეს ისეთი გამოწვევების წინაშე, რომ ეს დახმარება იყოს კიდევ უფრო გასაზრდელი.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ორი მილიარდი არ მოიცავს ჯანდაცვის თვალსაზრისით ბიუჯეტიდან პირდაპირ მიმართულ და გამოყოფილ თანხას ახალი კორონავირუსის (Covid 19) წინააღმდეგ, რომელიც 351 მლნ ლარს შეადგენს.

„ეს არის თანხა, რომელიც კრიზისულ ბიუჯეტში არის რეზერვირებული იმისთვის, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ხელი შევუშალოთ ინფექციის როგორც მასშტაბის, ისე გეოგრაფიული გავრცელების სწრაფ ზრდას. ეს თანხა უნდა იყოს უაღრესად რაციონალურად გამოყენებული“, – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ახერხებს მთავრობა თითოეული მოქალაქის პირდაპირ დახმარებას დღევანდელ ეტაპზე.

ამ მიზნით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში გადასახადები სრულად დაუფინანსდება.

„აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც. ეს დახმარება რომელზე გადაწყვეტილებაც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ, პირდაპირ არის მიმართული თითოეულ მოქალაქეზე. გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენს შემთხვევაში უკიდურესად მნიშვნელოვანია, რაციონალურად გამოვიყენოთ თითოეული ლარი, რომლის მობილიზებაც დღეის მდგომარეობით მოხერხდა ბიუჯეტში და ეს არის ორი მილიარდი ლარი ეკონომიკის, მოქალაქეების პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით, ხოლო 351 მლნ ლარი Covid 19-თან ჯანდაცვის თვალსაზრისით პირდაპირი ბრძოლის კონტექსტში“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, ყველაზე მნიშვნელოვანია კრიზისული ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც მთავრობა დღეს მუშაობს და მთავარია, რომ თანხები მიმართულია, რათა მაქსიმალურად ეფექტური ბალანსი იყოს შენარჩუნებული როგორც ინფექციასთან ბრძოლის, ისე ეკონომიკური პოტენციალის თვალსაზრისით.

„საბოლოო ჯამში ყველას გვესმის, რომ ჩვენი მიზანია, გავუმკლავდეთ ვირუსს ისე, რომ ჩვენს ეკონომიკას დარჩეს სწრაფი ზრდის პოტენციალი და გავუმკლავდეთ ვირუსს ისე, რომ ჩვენი ეკონომიკის ზიანი იყოს მინიმალური და სამუშაო ადგილების დანაკარგი იყოს მინიმალური. მინდა, თითოეულ უწყებას მოგიწოდოთ, ის რესურსები, რომლებიც დღეს არის მობილიზებული კრიზისულ ბიუჯეტში თქვენი უწყებების მიმართულებით, მაქსიმალურად რაციონალურად იყოს გამოყენებული. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ მიმდინარე ხარჯების რადიკალურ შემცირებაზე, რასაც ითვალისწინებს ასევე კრიზისული ბიუჯეტი და აქ ასობით მილიონზეა საუბარი. თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ძირითადი გამოწვევა მდგომარეობს შემდგომში, რომ რთულია კონკრეტული და ძალზედ მაღალი ხარისხის პროგნოზების გაკეთება. ამიტომ, ფაქტობრივად ყოველდღიურად ახალი გამოწვევების წინაშე გვიწევს ფუნქციონირება და ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა გახლდეთ რაციონალური, ეფექტური მოქმედება მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილში და ასევე, ეფექტური მოქმედება ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ბევრს ახსოვს, იმ სახლში რა ამბავი დატრიალდა… “ – ზოია წიკლაურის ტრაგიკული ისტორია

თბილისის ქუჩებში არა, სოციალურ ქსელებში, თუ ერთხელ მაინც მივხვდი ფოტოზე აღბეჭდილ ასაკოვან ქალს, რომელიც გამორჩეული გარეგნობით ყველას ყურადღებას იპყრობს. ფერად სამოსში გამოწყობილ მოხუცს ძველი სილამაზე კვლავ შემორჩა. ერთი შეხედვით უდარდელი ქალის მიღმა დგას ადამიანი, რომელსაც უმძიმესი წარსული აქვს.დღეს, 12 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ ზოია გარდაიცვალა.PS შენს დაბადების დღეზე ვაპირებ სურპრიზის მოწყობას... 17 ნოემბერს აქ ჩამოიარე, ყვავილებს და საჩუქარს დაგახვედრებოოო...“„პრაიმტაიმი“ 2023 წელს მომზადებულ სტატიას უცვლელად გთავაზობთ:ფოტოგრაფი ლაშალამბერიძე იყო ერთ-ერთი, პირველმა გაასაჯაროვა მისი სურათები, რამაც უფრო გაზარდა საზოგადოების ინტერესები ქალბატონის მიმართ.„პრაიმტაიმმა“ მოხუცის შესახებ რამდენიმე საინტერესო დეტალი გარკვია.70 წელს გადაცილებული, ზოია წიკლაური კახეთიდან, სოფელი შაშიანიდანაა. კლუბები გვიყვებიან, რაც ქალი დაახლოებით, ოცი წელია სოფელში აღარ გამოჩენილა.„ზოია (ნინო) წიკლაური გურჯაანის რაიონიდან, სოფელ შაშიანიდანაა. ახალგაზრდა ულამაზესი ქალი იყო. მასა და მის ქმარს (გვარად ანჩაბაძეს) სკოლაში გაიცნეს, კლასელები იყვნენ. ნინო ასევე, როგორც ყველა ჩვენგანი, თუმცა დანგრევის შემდეგ, მისი ცხოვრება რადიკალურად განსხვავებულად. ინფორმაცია, მეტი ნინოს ქმარმა უღალატა, მტკნარი სიცრუეა. ქმრის მშობლებს ნინო ძალიან უყვარდათ, მას უდიდეს პატივს სცემდნენ. ნინოს ერთი შვილი ჰყავდა, თამაზი, რომელიც მხედრიონობის დროს მოუკლეს. ულამაზესი და უკარგესი ვაჟკაცი იყო. მისი ქორწინება 12-15 წელში. ნინო ჩვენც გარდაცვლილი გვეგონა,მაგრამ რამდენიმე დღის წინ ფოტოებში ამოვიცანით. სხვათა შორის, მაია კაკაურიძის მოთხრობას „ციცინათელები“ საფუძვლად ნინოს ისტორია უდევს“,- უყვება „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთი ადგილობრივი.მაია კიკაურიძე მოთხრობაში „ციცინათელები“ ​​შემდეგ ინფორმაციას წერს:„ამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მეგობარმა ფოტო გამომიგზავნა, თუ იცნობ, აბა ვინ არისო. სურათზე არაბუნებრივად გამხდარი ქალი იყო ბეჭდილი; ღია ფერის ღია ფარფლებიანი ქუდი ეფარა, მაგრამ ღიად ჩანდა, რომ თმები არ აქვთ; ღია ყვითელი, მაქმანებით გაწყობილი კაბა ეცვა. მძივი და სამკაულები აესხა, რაც მიანიშნებდა, რომ თავის დროზე ეს სამკაულები მისი ერთგული, უღალატო მეგობრები იყვნენ და სხვები ერთგულობდნენ პატრონს - დახვეწილი სახის ნაკვთები, შემცირებული ფერის განსაზღვრა და ჯერ კიდევ ჩაუმქრალი ღიმილით. ფოტოდან ოდესღაც აუწერელი სილამაზის აჩრდილი მიცკერდა, ძვალზე გადაკრული ტყავის გამოსახულებით - ზოია- ჩვენი საბავშვო ბაღელი თეთრთმიანი ბიჭის დედა-ზოია. თამაზის გარდაცვალების შემდეგ, მეც და ძალიან ბევრს გვეგონა , რაც ზოიაც არის. თუმცა, სოციალური ქსელში განთავსებულ აღნიშნულ ფოტოს, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩანდა გადაღებული, ძალიან დიდი გამოხმაურება ჰნია, რადგან კომენტარებში ბევრს, სხვასაც ახალს ვკითხულობდი: ,,ამ ქალს შვილი მოუკლეს აფხაზეთის ომში და ამ მდგომარეობაში მას შემდეგ იმყოფება''. კი ბატონო, შვილის სიკვდილმა გადაიყვანა საბრალო ზოია ჭკუიდან, მაგრამ აზიის აფხაზ ომში არ მოუკლავთ... განცხადება ზეცაშია და ის უფალმა იცის.. რა დაუნდობელია ცხოვრება. რა ბედზე და ვარსკვლავზე დაბადებულან დედაც და შვილიც?! ზოიას მოძებნა რთული არ არის - რუსთაველის მეტრო მიმდებარე ტერიტორიაზე, ახლოს ვერ გაეკარებით, მაგრამ არავის ელაპარაკება.... ნეტავ, თუ მიცნობს?!“.

მოძრაობა 2 კვირით იზღუდება – ნახეთ, დეტალები

პეტრე სარაჯიშვილის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელ ესტაკადაზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.მათივე ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 14 ნოემბრიდან, ორი კვირის განმავლობაში, 00:00-დან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება, რა დროსაც ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში.თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!

გიორგი კახიანი: საქართველო განახორციელებს იმ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესშია

საქართველო განახორციელებს იმ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესშია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა მარკო რუბიოს განცხადების შეფასებისას.მისივე თქმით, საქართველო სხვის მითითებებს არასდროს შეასრულებს.„ჩვენ სხვის მითითებებს არასდროს შევასრულებთ, მითუმეტეს როდესაც ვხედავთ, რომ ეს მითითებები შეიძლება იყოს დამაზიანებელი ქვეყნისთვისაც და არ შედიოდეს საზოგადოების ინტერესში“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს არ ჰგონია, რომ ევროკავშირმა უნდა განსაზღვროს საერთაშორისო სამართალი. მისი განცხადებით, „ევროკავშირი ვერ გვასწავლის როგორ უნდა დაიცვას აშშ-მა საკუთარი ეროვნული უსაფრთხოება“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი რეიტინგის მქონე სტუდენტებმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პრემია და ყოველთვიური სტიპენდია მოიპოვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხი ფაკულტეტის უმაღლესი რეტინგის მქონე ოთხმა სტუდენტმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ყოველთვიური სტიპენდია მოიპოვა, ამასთან ერთად, წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდებით სტუ-ში ჩარიცხული უმაღლესი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტი, ამჟამინდელი აქტიური სტატუსის მქონე პირველკურსელი ბაკალავრი ფონდის პრემიის მფლობელი გახდა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ გასული სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ფონდის მხრიდან პრიორიტეტულად აღიარებული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრები: გულჯან ჯაფაროვა - სამშენებლო ფაკულტეტიდან, უჩა მჭედლიშვილი - არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან, მარიამ ბაქრაძე - სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტიდან და შოთა იველაშვილი - აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტიდან. ფონდის პრემია კი, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად უმაღლესი საკონკურსო ქულით ჩარიცხულ აბიტურიენტს - ლიკა-მარიამ შუბითიძეს გადაეცა, რომელიც არქიტექტურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველკურსელია.სტიპენდიანტ და პრემიის მფლობელ სტუდენტებს ჯილდოების დამადასტურებელი სერტიფიკატები უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პროექტების ხელმძღვანელმა, ცნობილმა ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე გადასცეს. დაჯილდოებას შესაბამისი ფაკულტეტების სტუდენტები, დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.როგორც გოგა ჩანადირმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხივე სტიპენდიანტი საგანმანათლებლო ფონდისგან, შემოდგომის სემესტრში, ხუთი თვის განმავლობაში, ყოველთვიურად, 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებს, ხოლო პრემიის მფლობელ სტუდენტს ფონდი ერთჯერად ჯილდოს - 1500 ლარს გადასცემს. უმაღლესი რეიტინგის მქონე სტუდენტებს ახალი წარმატება სტუ-ის ვიცე-რექტორმა მიულოცა. თამარ წერეთლის განცხადებით, საგანმანათლებლო ფონდის ბენეფიციარობა დიდ სტიმულს აძლევს არა მხოლოდ ჯილდოს მფლობელ ახალგაზრდებს, არამედ მოტივაციას ზრდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებშიც.„სტიპენდიების მოპოვება ძლიერი სტიმულია არა მხოლოდ ბენეფიციარი ახალგაზრდებისთვის, არამედ მათი პედაგოგებისა და უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებისთვისაც. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მადლობას ვუხდით თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს მნიშვნელოვანი ინიციატივისა და სწავლის წახალისებისთვის. სასიხარულოა, რომ სტუდენტების შრომა ასე ფასდება და მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ, გარანტირებული სახელმწიფო სტიპენდიის გარდა, დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ფონდიც აჯილდოებს. სტიპენდია მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა სწავლაზე ორიენტირებული ყველა ახალგაზრდისთვის. სწორედ მათ უნდა დაინახონ, რომ ჩვენს საზოგადოებაში სწავლა დაფასებულია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიზანია, თითოეულ ახალგაზრდას მიეცეს შესაძლებლობა საკუთარი შრომითა და შედეგით მიაღწიოს წარმატებას და მიღებული ცოდნა ქვეყნის განვითარებას მოახმაროს. ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს ამ დამსახურებულ აღიარებას და კიდევ უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებთ“, - აღნიშნა თამარ წერეთელმა.თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ჯილდოს მფლობელი სტუდენტების შეფასებით, მრავალმხრივ მნიშვნელოვანია, როდესაც ახალგაზრდებს მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის საგანმანათლებლო ფონდი სტიპენდიას უნიშნავს. როგორც ახალგაზრდებმა აღნიშნეს, ეს ერთ-ერთი საუკეთესო მხარდაჭერაა სტუდენტებისთვის, რომ მუდმივად ჰქონდეთ ახლის შემეცნების სურვილი, იგრძნონ, რომ კარგად სწავლა საზოგადოებაში დაფასებულია, რაც, მათი თქმით, აუცილებელია პროფესიონალად ჩამოყალიბების გზაზე.ჯილდოების გადაცემის შემდეგ, ფონდის წარმომადგენლებმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სასტიპენდიო პროგრამის მიზნებისა და მნიშვნელობის, ასევე, მიმდინარე სასწავლო წლის მანძილზე დაგეგმილი ღონისძიებებისა და განსახორციელებელი პროექტების შესახებ ესაუბრნენ.სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებთან, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი პრიორიტეტული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრებს, სემესტრულად, წამახალისებელ, ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, პარტნიორ უნივერსიტეტებში უმაღლესი საკონკურსო ქულით ჩარიცხულ აბიტურიენტებს, ყოველწლიურად, ერთჯერადი პრემიით აჯილდოებს.

ხვიჩა კვარაცხელია – ყოველთვის ბედნიერები ვართ, როდესაც ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთთან მატჩისთვის მზადებას აქტიუარდ განაგრძობს. შეხვედრა 15 ნოემბერს 21 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.გუნდმა 13 ნოემბერს მიხეილ მესხი 2-ზე ივარჯიშა.ტრავმის გამო მოახლოებულ მატჩებში ნაკრებს გაბრიელ სიგუა და ნიკა გაგნიძე ვერ დაეხმარებიან. ყვითელი ბარათების გამო შეხვედრას გიორგი ქოჩორაშვილი გამოტოვებს.ნოემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში გასამართი მატჩების შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი გოჩოლეიშვილმა ისაუბრეს.ხვიჩა კვარაცხელია (ეროვნული ნაკრების წევრი):„ესპანეთის წინააღმდეგ წლის ბოლო საშინაო მატჩს გავმართავთ. ყოველთვის ბედნიერები ვართ, როდესაც ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გვიწევს თამაში. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფიდან გასვლის ძალიან მცირე შანსი გვაქვს. მაგრამ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი თამაშებია ჩვენთვის, რადგან სწორედ ახლა უნდა დავიწყოთ მზადება მომავალი წლისთვის.ოქტომბრის შეკრებაზე, ტრავმის გამო, ასი პროცენტით მზად არ ვიყავი, თუმცა ნაკრებისთვის ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები. ჩემი ხალხისთვის და თანაგუნდელებისთვის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა უკეთეს ფორმაში ვარ, არაფერი მაწუხებს და ვეცდები, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. ბედნიერები ვართ, რომ კვლავ ერთად გვიწევს თამაში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დადებითი შედეგი დავაფიქისროთ“.გიორგი გოჩოლეიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი):„ოქტომბრის სანაკრებო პაუზა ისეთი არ გამოვიდა, როგორც გვინდოდა. ძალიან მოტივირებულები ვართ.  ესპანეთთან მატჩის მსგავსად, რთული შეხვედრა გველის ბულგარეთში – მეტოქე საკუთარ მოედანზე თამაშობს და ვეცდებით, რომ თამაში ჩვენ სასარგებლოდ დავასრულოთ“.14 ნოემბრის განრიგი | დინამო არენა 17:00 საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია17:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)19:00 ესპანეთის ნაკრების პრესკონფერენცია19:30 ესპანეთის ნაკრების ვარჯიში (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)

ბოლო სიახლეები