სამშაბათი, ივნისი 24, 2025

გიორგი გახარიას მოუწევს 2 ივლისისთვის საქართველოში ჩამოვიდეს, წინააღმდეგ შემთვევაში, ეს იქნება პროკურატურაში საქმის გადაგზავნის აშკარა საფუძველი – თეა წულუკიანი

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თეა წულუკიანის განმარტებით, ონლაინ ჩართვის დროს გიორგი გახარიამ შეიძლება მიკროფონი გამორთოს და შემდეგ ექსპერტიზა იქნება საჭირო რეალურად მან გამორთო თუ ტექნიკური ხარვეზი იყო, შესაბამისად, მათ იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ონლაინ ჩართვა არ იქნება მიზანშეწონილი.

როგორც თეა წულუკიანმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, გიორგი გახარიას მოუწევს 2 ივლისისთვის საქართველოში ჩამოვიდეს, წინააღმდეგ შემთვევაში, ეს იქნება პროკურატურაში საქმის გადაგზავნის აშკარა საფუძველი.

“როდესაც პირველ ჯერზე გახარია იყო მოსული, მე არ ვიცი რამდენად ჩანდა ეს ეკრანზე, მაგრამ კომისიის წევრები ვინც იქ ვიყავით, ჩვენ მრავალჯერ ვნახეთ, რომ მან ხან მიკროფონს დაარტყა, ხან წასვლა უნდოდა და გათიშა, ხან საათზე ირტყამდა ხელს და მეუბნებოდა, რომ აქ როდემდე უნდა ვიჯდეო. იყო რამდენიმე მომენტი, როდესაც ის რომ არ შემეკავებინა, რადგან სხდომის წაყვანაზე პასუხს მე ვაგებ, ერთი სული ჰქონდა დარბაზს როდის დატოვებდა. შესაბამისად, იმიტომ, რომ პროკურატურას აქვს კითხვები, იმიტომ, რომ მას არ აქვს ჩვენთან პირდაპირი ურთიერთობის სურვილი, რაკი თან ქვეყნიდან გაიქცა, არის შანსი, რომ ის ჩაგვერთოს, რათა არ იყოს დანაშაულის შემადგენლობა სახეზე, მერე გათიშოს მიკროფონი და მერე ჩვენ უნდა ვატაროთ ექსპერტიზა, ნამდვილად მან გათიშა თუ ხარვეზი იყო. ამიტომ, ჩვენ ვართ აბსოლუტურად თავისუფალი, კომისია არის აბსოლუტურად თავისუფალი კანონის ფარგლებში თვითონ ჩამოაყალიბოს მოთხოვნები, რომლის შეუსრულებლობა არის 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ჩვენ ვართ თავისუფალი ამაში, შესაბამისად, კანონის ფარგლებში ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ არ იქნება მიზანშეწონილი. ჩვენ სათამაშო ბავშვთა ცენტრში ხომ არ ვმუშაობთ, ეს არის პარლამენტი. ამიტომ, მას მოუწევს 2 ივლისისთვის ჩამოსვლა. მანამდე არის ძალიან ბევრი დრო, შეუძლია ბილეთი იყიდოს, ჩამოფრინდეს და უკან გაბრუნდეს. თუ არადა, ეს რა თქმა უნდა, იქნება პროკურატურაში საქმის გადაგზავნის აშკარა საფუძველი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ქრისტინე ქარდავა – უდანაშაულოდ მომიკლეს მამა, ეს არ აკმარეს, არ აკმარეს, რომ ოჯახს არ დაგვიტოვეს გვამი, გადააგდეს შუა ზღვაში და კიდევ დააბრალეს, რომ იყო...

უდანაშაულოდ მომიკლეს მამა. ეს არ აკმარეს, არ აკმარეს, რომ ოჯახს არ დაგვიტოვეს გვამი, გადაგდეს შუა ზღვაში და კიდევ დააბრალეს, რომ ის იყო მოღალატე, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელის, პაატა ქარდავას შვილმა, ქრისტინე ქარდავამ განაცხადა.საგამოძიებო კომისია პაატა ქარდავას მკვლელობის საქმეს განიხილავს.„ძალიან მიჭირდა აქ მოსვლა და ამ ყველაფრის მოყოლა, მაგრამ რომ ვუყურე დავით ცინდელიანის დედას, თავს უფლება ვერ მივეცი, არ მოვსულიყავი და მამაჩემზეც იგივე არ მეთქვა. მამა, რომელიც ნამდვილად იყო გმირი, მამა, რომელიც ასე უდანაშაულოდ მომიკლეს. ეს არ აკმარეს, არ აკმარეს ის, რომ ოჯახს არ დაგვიტოვეს გვამი, გადააგდეს შუა ზღვაში, კიდევ დააბრალეს, რომ ის იყო მოღალატე და ასე გავუსწორდით“, – აღნიშნა ქრისტინე ქარდავამ.ქრისტინე ქარდავას თქმით, დილის საათებში გაუჩინარებული მამის შესახებ დღის ბოლოს შეიტყო, რომ მანქანა, რომლითაც პაატა ქარდავა გადაადგილდებოდა, სოფელ ხურჩის საზღვართან იპოვეს.„დღის ბოლოს შეგვატყობინეს ინფორმაცია, რომ მანქანა, რომლითაც მამა გადაადგილდებოდა, იყო ხურჩის საზღვართან. ბიძაჩემი მაშინვე წავიდა, იქ, თუ სწორად მახსოვს, დარჩელის პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ და უთხრეს, რომ შეგვატყობინეს, ეს მანქანა დატოვებულია საზღვართანო – ზუსტად ხიდთან იყო მანქანა მიყენებული. მანქანაში იდო მამას ყველანაირი დოკუმენტაცია, თავდაცვის სამინისტროს საბუთი, მისი პირადობა და სხვა დოკუმენტები, სამსახურებრივი ჩანაწერები და ა.შ. ყველაფერი მანქანაში იდო. ბიძაჩემს ისე გამოატანეს მანქანა, ექსპერტიზაც არ ჩაუტარებიათ, პაატას შემდეგ შეეხო ამ მანქანას ვინმე, იყო თუ არა ძალადობის კვალი. იმავე დღეს მივმართეთ პოლიციას თხოვნით, იქნებ ექსპერტიზა ჩაეტარებინათ და გამოეკვლიათ ეს ინფორმაცია, იყო თუ არა მანქანაში კვალი, რაც რაღაც ინფორმაციამდე მიგვიყვანდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი მოთხოვნა მეორე თუ მესამე დღემდე არ დაკმაყოფილდა“, – აღნიშნა ქრისტინე ქარდავამ.ქრისტინე ქარდავას განმარტებით, ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან ახსოვს სიტყვები, როგორ სცემდა მამას რომან შამათავა.„სადისტი, არაადამიანი, და აიძულებდა, რომ რაღაც ეღიარებინა. არ ვიცი, რის აღიარებას სთხოვდა, ალბათ რაღაც აბსურდი რომ დაებრალებინათ მამისთვის. შემდეგ მიიყვანეს ბათუმში ნავმისადგომთან, ჩასვეს კატერში, გაიყვანეს დიდ სიღრმეში ზღვაში. მამა თურმე სთხოვდა, არ გადაეგდოთ ზღვაში, რადგან ცურვა არ იცოდა. ალბათ კიდევ იმედი ჰქონდა, რომ არ მოკლავდნენ. იცნობდა რამდენიმე ადამიანს, ვინც იჯდა იქ კატერზე და ჰქონდა მათთან კვეთა, იქნებოდა ეს სამსახურებრივი, პოლიციაში როცა მუშაობდა, და ალბათ ჰქონდა იმედი, რომ ისინი რაღაც სიტყვას შეაწევდნენ“, – განაცხადა ქრისტინე ქარდავამ.ქრისტინე ქარდავამ დაასახელა პიროვნებები, ვინც, მისი განმარტებით, კატერში იჯდა.„რომან შამათავა, ალექსანდრე დანელია, ეს არის პიროვნება, მამიკოს ტელეფონები რომ ედო სამსახურში; ბახვა ჩიქობავა, რომელიც დღეს თურმე გმირია და მამაჩემი – მოღალატე, კატერს მართავდა გიორგი ჩიქოვანი, იგივე მაიმუნა“, – აღნიშნა ქრისტინე ქარდავამ.ქრისტინე ქარდავას განმარტებით, გარდაცვლილია კატერში მყოფი ორი ადამიანი – ალექსანდრე დანელია და ბახვა ჩიქობავა.„ალექსანდრე დანელიამ თავი მოიკლა, წავიკითხე სოციალურ ქსელში, და ბახვა ჩიქობავა მოკლეს უკრაინაში. ზუსტად ბახვას და ალექსანდრეს მიმართავდა მამა, რადგან მაგათ იცნობდა, მიმართავდა, რომ არ გადაეგდოთ ზღვაში, ვინაიდან ცურვა არ იცოდა. ალბათ ჰქონდა იმედი, რომ ისინი მაინც დაინდობდნენ და ასე სასიკვდილოდ არ გასწირავდნენ მამაჩემს. დიდება უფალს, ღმერთი მაღალია“, – განაცხადა ქრისტინე ქარდავამ.

დონალდ ტრამპი – მადლობა ირანს იერიშის შესახებ ადრეული გაფრთხილებისთვის, შესაძლოა, ირანი ახლა გადავიდეს მშვიდობასა და ჰარმონიაზე რეგიონში, ამავეს მოვუწოდებ ისრაელს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მიერ კატარში მდებარე ამერიკულ ბაზებზე იერიშს ძალიან სუსტს უწოდებს. დონალდ ტრამპი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.„ირანმა ოფიციალურად უპასუხა ჩვენი მხრიდან მათი ბირთვული ობიექტების განადგურებას ძალიან სუსტი პასუხით, რასაც ველოდით და ძალიან ეფექტურად ვუპასუხეთ“, – წერს ტრამპი.აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კატარის მიმართულებით ირანმა 14 რაკეტა ისროლა, აქედან 13 ჩამოაგდეს, ხოლო ერთი თავისუფლად გაუშვეს, რადგან არავის საფრთხე არ ემუქრებოდა.„სიამოვნებით ვაცხადებ, რომ არცერთი ამერიკელი არ დაშავებულა და თითქმის არანაირი ზიანი არ მოგვადგა. რაც ყველაზე მნშვნელოვანია, მათ ეს ყველაფერი „ამოიღეს თავიანთი სისტემიდან“ და იმედი მაქვს, რომ სიძულვილი აღარ იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო ირანს ადრეული გაფრთხილებისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ არავინ დაღუპულიყო და დაშავებულიყო. შესაძლოა, ირანი ახლა გადავიდეს მშვიდობასა და ჰარმონიაზე რეგიონში და მე ენთუზიაზმით მოვუწოდებ ისრაელს ამავეს გაკეთებისკენ“, – წერს ტრამპი.შეგახსენებთ, „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანმა გააფრთხილა კატარი და აშშ საპასუხო თავდასხმის შესახებ.

დონალდ ტრამპი – გილოცავ, მსოფლიო, ახლა მშვიდობის დროა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელზე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა. ტრამპი წერს, რომ ახლა მშვიდობის დროა.„გილოცავ, მსოფლიო, ახლა მშვიდობის დროა“, – წერს ტრამპი.მანამდე აშშ-ის ლიდერმა დაწერა, რომ ბირთვული ობიექტების განადგურებაზე ირანის პასუხი ძალიან სუსტი იყო, რასაც აშშ ელოდა და ძალიან ეფექტურად უპასუხა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ირანს იერიშის შესახებ ადრეული გაფრთხილებისთვის. „შესაძლოა, ირანი ახლა გადავიდეს მშვიდობასა და ჰარმონიაზე რეგიონში, ამავეს მოვუწოდებ ისრაელს“, – განაცხადა ტრამპმა.

სალომე ზურაბიშვილი მარტა კოსს მიმართავს – სად არის გვერდით დგომა და მხარდაჭერის გაძლიერება?

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.როგორც მარტა კოსი წერს, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსაც შეეხო და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.„საქართველოს შესახებ გამოვხატე მკაცრი შეშფოთება ქვეყნის დემოკრატიული საფუძვლების უწყვეტი ეროზიის გამო. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და ვაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი“, – წერს მარტა კოსი.სოციალურ ქსელში მარტა კოსის პოსტს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.„სად არის გვერდით დგომა და მხარდაჭერის გაძლიერება?“ – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა მარტა კოსის პოსტის კომენტარში. 

ირანის სულიერი ლიდერი განცხადებას ავრცელებს

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ნებისმიერ აგრესიას უპასუხებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.ხამენეის თქმით, ირანი არ ყოფილა მხარე, რომელმაც ეს კონფლიქტი დაიწყო და არცერთ შემთხვევაში არ შეეგუება რომელიმე მხარის სამიზნეში ყოფნას.„ჩვენ არავის აგრესიას არ დავემორჩილებით; ეს არის ირანელი ერის ლოგიკა“, – აცხადებს ირანის სულიერი ლიდერი.ეს არის ხამენეის პირველი კომენტარი ირანის მიერ კატარში მდებარე ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის შემდეგ.

ბოლო სიახლეები