სამშაბათი, ივნისი 3, 2025

გიორგი ბარამიძე – მოგიწოდებთ, დავძლიოთ ჩვენს თავში სასარგებლო იდიოტობა, ნუ ვებრძვით მიხეილ სააკაშვილის ან ნებისმიერი სხვა ადამიანის პლაკატებს

მოგიწოდებთ, დავძლიოთ ჩვენს თავში სასარგებლო იდიოტობა, ნუ ვებრძვით მიხეილ სააკაშვილის პლაკატებს, ან ნებისმიერი სხვა ადამიანის პლაკატს, ვინც შეიძლება, არ მოგვეწონოს, ან რაღაც გამონათქვამს, ან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე ადამიანის რაღაც პოზიციას – ეს არ არის დღეს საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა, ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა და პრობლემაა მოღალატური კრიმინალური რეჟიმი, რომელიც დაუფლებულია ჩვენი ქვეყნის სადავეებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეუძლებელია რეჟიმთან ბრძოლაში გამარჯვება თუ პროტესტი არ დაეფუძნა სიმართლის თქმას და ასევე – ერთიანობას.

„ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს და ვაცნობიერებდეთ, რომ შეუძლებელია ამ ბრძოლაში გავიმარჯვოთ, თუ, სულ მცირე, ორ მთავარ პირობას არ დააკმაყოფილებს ჩვენი პროტესტი და საზოგადოების ძალისხმევა არ დაეფუძნება უპირველ ყოვლისა სიმართლის თქმას – გაცნობიერებას იმისას, რა არის სიმართლე, რა შავი და რა არის თეთრი, რა არის ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების წინაშე რეალური პრობლემა და რა არის მეორეხარისხოვანი და მეორე ეს არის ჩვენი ერთიანობა – ამ მოძალადე რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა მათ ზურგს უმაგრებს კრემლის პროპაგანდა, კრიმინალური სამყარო, შავი ფული და იყენებს ყველა იმ ბერკეტს, რომელიც უკანონოდ აქვს ჩაგდებული ხელში პროკურატურის, სუს-ის, შსს-ს და მისი სპეცდანიშნულების რაზმების და ქვეყნის ბიუჯეტის გამოყენების სახით. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, ერთმანეთს ვჭირდებით ის განსხვავებული ძალები, პოლიტიკური შეხედულების თვალსაზრისით სხვადასხვა ფლანგზე მყოფი ადამიანები, წარსულთან მიმართებით სხვადასხვა შეფასების მქონე ადამიანები. მთავარია, იყოს საქართველოს პატრიოტი მოქალაქე, უნდოდეს კეთილდღეობა, მშვიდობა ევროპული და ცივილიზებული განვითარება, ემიგრანტების საქართველოში დაბრუნება და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება, რომელიც შეუძლებელი იქნება, თუ ჩვენ ერთად არ ვიბრძოლებთ, ერთმანეთს არ დავაფასებთ და თუ ჩვენ ერთმანეთს არ ავიტანთ.

ყველა უნდა ვეცადოთ წინა პლანზე წამოვწიოთ ერთიანობა და ის პოზიტივი რაც გვაქვს – ესაა საქართველოს სიყვარული, ინტერესებისთვის ბრძოლა და ის, რომ ჩვენ ყველანი ვხედავთ – საქართველოს კონსტიტუცია და ეროვნული ინტერესები ფეხქვეშაა გათელილი, ვხედავთ, რომ ქვეყანას მართავს პუტინის მეხუთე კოლონა, რომელიც ცდილობს, საქართველო მოაქციოს იზოლაციაში, ჩამოაშოროს მეგობრები და დატოვოს რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ორბიტაზე“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისი თქმით, ახლა ყველასთვის მთავარი უნდა იყოს რეჟიმის მოცილება, შემდეგ კი შესაძლებელია დავის გაგრძელება სხვადასხვა თემაზე.

„ჩვენთვის მთავარი ყველასთვის უნდა იყოს ამ რეჟიმის მოცილება – როდესაც მშვიდობიანად ყველანი ამას მოვახერხებთ, მერე შეგვიძლია, ძალიან ბევრ რამეზე გავაგრძელოთ დავა და კამათი; ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დავძლიოთ ჩვენს თავში სასარგებლო იდიოტობა, ნუ ვებრძვით მიხეილ სააკაშვილის პლაკატებს, ან ნებისმიერი სხვა ადამიანის პლაკატს, ვინც შეიძლება, არ მოგვეწონოს, ან რაღაც გამონათქვამს, ან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე ადამიანის რაღაც პოზიციას – ეს არ არის დღეს საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა, ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა და პრობლემაა მოღალატური კრიმინალური რეჟიმი, რომელიც დაუფლებულია ჩვენი ქვეყნის სადავეებს. არცერთი ჩვენგანისთვის არაფერია იმაზე მიუღებელი, ვიდრე ეს კრიმინალური რეჟიმი, რომელიც ღალატობს ქვეყანას“, – განაცხადა ბარამიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

4 ორსიტყვიანი ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს

მამა გიორგი თევდორაშვილი გვასწვალის 4, ორსიტყვიან ლოცვას, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს მაშინ, როცა ძალიან გვეჩქარება, დაღლილები ვართ და გამოუვალი მდგომარეობაა: • ღმერთო, მაკურთხე; • უფალო, შეგვიწყალე (შეიწყალე); • ღმერთო, დამეხმარე; • მადლობა, შენდა ღმერთო; ვრცლად ↓

იოსებ ჭელიძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

იოსებ ჭელიძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. სხვა დეტალები უცნობია. იოსებ ჭელიძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. შეგახსენებთ, შს მინისტრად გელა გელაძე მიმდინარე წლის 28 მაისს დაინიშნა, მან პოსტზე ვახტანგ გომელაური ჩაანაცვლა, რომელიც უწყებას ასევე 2019 წლიდან ხემძღვანელობდა.

🎥ხაზარაძემ თბილისი როგორ უნდა წაართვას ვინმეს?! მაგას შეუძლია მხოლოდ თბილისელებისთვის სახლების და ბინების წართმევა… – თაკო ჩარკვიანი

ხაზარაძემ თბილისი როგორ უნდა წაართვას ვინმეს?! მაგას შეუძლია მხოლოდ თბილისელებისთვის სახლების და ბინების წართმევა... - განაცხადა „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცე“.„თბილისის არჩევნების წართმევა არავის შეუძლია, თუკი ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ მიტაცებულია ეს არჩევნები და მიტაცებულია სახელმწიფო. ჩემთვის სახელმწიფო ბერკეტი მიტაცებულია“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ დაემშვიდობა – აქ 19 წლის ბიჭი ჩამოვედი, თქვენი დახმარება გადამწყვეტი იყო ჩემი განვითარებისთვის

გიორგი ქოჩორაშვილი ემოციური სიტყვებით დაემშვიდობა „ლევანტეს“, რომელმაც ლა ლიგა 2-ის 2024/2025 წლის სეზონი გამარჯვებით დაასრულა. 25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გუნდის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებაში დიდი წვლილი შეიტანა. ის ახალი სეზონიდან ლისაბონის „სპორტინგში“ ითამაშებს.ქოჩორაშვილმა მადლიერება გამოხატა „ლევანტეს“ გულშემატკივრებისა და კლუბის მიმართ:„გამარჯობა, გულშემატკივრებო. უპირველესად, მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, რომლებმაც ვარჯიშის დროს ჩემი ვარდნები აიტანეს. მადლობა მწვრთნელსა და მთელ ტექნიკურ პერსონალს ბოლომდე მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, მადლობა ჩემს ოჯახს – მათ გარეშე ჩემი წინსვლა შეუძლებელი იქნებოდა.მადლობა ყველას, ვინც „ლევანტესთან“ არის დაკავშირებული – 19 წლის ასაკში პატარა ბიჭი ჩამოვედი და კაცი მივდივარ. თქვენი დახმარება გადამწყვეტი იყო ჩემს განვითარებაში. ეს არ არის დამშვიდობება, აუცილებლად შევხვდებით მომავალში“, – აღნიშნა ქოჩორაშვილმა.აღსანიშნავია, რომ 2025/2026 წლის სეზონში გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგთან“ ერთად უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი ღიაა სტამბოლში ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად

აშშ-ის პრეზიდენტი ღიაა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად სტამბოლში. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ღიაა შესახვედრად, თუ ეს საჭირო იქნება, მაგრამ მას სურს, რომ ორივე ლიდერი და ორივე მხარე ერთად დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. დღეს ვნახეთ, როგორ შეძლო ორივემ მხარემ ამის გაკეთება“, – თქვა ლევიტმა.შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა, რომ ვლადიმერ პუტინს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამიტი თურქეთში გაიმართოს. აღნიშნულზე, მზადყოფნა გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმაც.

ბოლო სიახლეები