უკვე მე-13 წელიწადია, საჯაროდ ვითხოვ ამ რეჟიმისგან, რომ ერთხელ მაინც გამოკითხვაზე დამიბარონ, სასამართლოში მივიდე, ამდენი ჭორი გაავრცელეს ჩემზე, ამდენი უბედურება, მთელი პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძის თქმით, გამოკითხვაზე სასამართლოში მივა.
„რამდენი საათიც იქნება საჭირო, დეტალურად მოვყვები ყველაფერს, რაც ვიცი, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, რა დავინახე, როცა ჩავფრინდი სპეცოპერაციის შემდეგ ვანო მერაბიშვილთან ერთად სოფელ ეცერში, რა გარემოება იყო. მერე გადავფრინდით მესტიაში, რა დავალება მივეცით პოლიციას და სპეცრაზმს, რა იყო ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ არ ესროლათ, რა მოხდებოდა. რომ ისროლეს, რატომ მოხდა ორი ადამიანის ლიკვიდაცია, როგორ მოხდა სამი ადამიანის დაპატიმრება, როგორ დავიცავით იმ ოჯახის წევრები, ქალები და ბავშვები და დანარჩენი სოფელიც, ყველაფერს დეტალურად მოვყვები. ამ „ჯალათებს“ ვეახლო და მისი პოლიტიკური შოუ ღალატის კომისიაში გავამართლო, არის აბსოლუტურად არასწორი. ვიცი, რომ მეც დამიბარებენ და ვიცი, რომ წინასწარ შექმნეს კანონი, რომ ამის გამო ციხეში უნდა მოვხვდე, მზად ვარ“, – განაცხადა ბარამიძემ.