შაბათი, ნოემბერი 8, 2025

გიორგი ბარამიძე – „გამარჯვების პლატფორმის“ პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ არა დასახელებული, ეს თავად მასზეა დამოკიდებული – ეს იურიდიული სტატუსი არ არის, ეს პოლიტიკური განაცხადი იქნება

გიორგი ბარამიძე – „გამარჯვების პლატფორმის“ პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ არა დასახელებული, ეს თავად მასზეა დამოკიდებული – ეს იურიდიული სტატუსი არ არის, ეს პოლიტიკური განაცხადი იქნება

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი საერთაშორისო სტუდენტებს შეხვდა

„კარგად გვესმის, რომ უცხო ქვეყანაში ცხოვრება და სწავლა მარტივი არ არის. ეს მოითხოვს გამბედაობას, ერთგვარ მოქნილობას და მიზანსწრაფულობას. სწორედ ეს თვისებები - შერწყმული შემეცნების, ფიქრის, კვლევისა და ახალი აღმოჩენებით სამყაროს შევსების სურვილთან - აყალიბებს პროფესიონალიზმს, აწრთობს ნამდვილი მკვლევრის ხასიათს. სტუდენტური ცხოვრების პერიოდში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან თქვენ მუდამ გექნებათ მხარდაჭერა განათლების მიღებისა და კვლევების პროცესში, პროფესიულ განვითარებაში, თქვენს მისწრაფებებში, რაც უსათუოდ წარმატებისკენ გაგიკვალავთ გზას. გმადლობთ, რომ ხართ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოების ნაწილი. გისურვებთ საინტერესო აღმოჩენებს და წარმატებულ ნაბიჯებს თქვენი პროფესიული მომავლისკენ”, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ საერთაშორისო სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. სტუ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025/2026 აკადემიურ წელს ჩარიცხული პირველკურსელი საერთაშორისო სტუდენტებიც ესწრებოდნენ. თამარ ლომინაძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, საერთაშორისო სტუდენტებს წარმატება უსურვა. ვიცე-რექტორის თქმით, მშენებლობა, არქიტექტურა, ენერგეტიკა, ინფორმატიკა, დიზაინი და ბიზნესტექნოლოგიები - ის ძირითადი მიმართულებებია, რომელთა შესწავლის მზარდი ინტერესი სტუ-ში ჩარიცხულ საერთაშორისო სტუდენტებს შორის იკვეთება, რაც თავის მხრივ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე მიუთითებს. „გულითადად მივესალმებით ჩვენს საერთაშორისო სტუდენტებს, მათ შორის არიან წელს ჩარიცხული საერთაშორისო პირველკურსელები - მადლობას გიხდით, რომ არჩევანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე შეაჩერეთ! გვინდა რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით წარმატება და ნაყოფიერი აკადემიური წელი გისურვოთ. დარწმუნებული ვართ, სასწავლო აუდიტორიებში, ლაბორატორიებსა და კვლევით ჯგუფებში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მოგიწევთ სხვადასხვა კულტურისა თუ მრწამსის ახალგაზრდებთან, ასევე საქართველოს მოქალაქეებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან, რაც სასწავლო პროცესს თქვენთვის ორმაგად საინტერესოს გახდის. ეს იქნება არა მხოლოდ აკადემიური და კვლევითი წარმატებისკენ მიმავალი გზა, არამედ - საფუძველიც ახალი მეგობრების შეძენისა და მომავალი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. ჩვენი დიდი სურვილია აქტიურად ჩაერთოთ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, შეიძინოთ პროფესია, დაინტერესდეთ მეცნიერებით, შეიგრძნოთ ქართული კულტურა, გაეცნოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას და საკუთარი წვლილი შეიტანოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალფეროვან აკადემიურ და სამეცნიერო გარემოში” ,- აღნიშნა ვიცე-რექტორმა. საერთაშორისო სტუდენტებს მიესალმნენ და წარმატება უსურვეს სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სტუდენტთა რეკრუტინგისა და მათი უნივერსიტეტის აკადემიურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის კოორდინატორმა ლელა ჩიქოვანმა, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა დავით ლეშკაშელმა და მარკეტინგისა და კომუნიკაციების საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელმა ანანო მჭედლიშვილმა. როგორც ლელა ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ძალისხმევას არ იშურებს საერთაშორისო სტუდენტების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ინტეგრაციის მიმართულებით. მან საერთაშორისო სტუდენტებს მოუწოდა, გამოიყენონ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც მათ უნივერსიტეტი აძლევს. „თქვენ მუდამ მიიღებთ საჭირო რჩევას, დახმარებას და იგრძნობთ ჩვენს მხარდაჭერას მთელი სტუდენტური ცხოვრების მანძილზე. ახალ გარემოსთან ადაპტაცია მოითხოვს დიდ ძალისხმევას, თვითდისციპლინას, მაგრამ გახსოვდეთ, თქვენ არ ხართ მარტონი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი ყოველმხრივ შეგიწყობთ ხელს და წარმატებისკენ გაგიძღვებათ. თქვენი ცხოვრება სავსეა ახალი შესაძლებლობებით, საინტერესო აღმოჩენებით. ჩვენი სურვილია, სწავლისა და კვლევების პარალელურად, გამოიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც უნივერსიტეტი გაძლევთ: ჩაერთოთ სტუდენტურ ცხოვრებაში, საუნივერსიტეტო აქტივობებში, იპოვოთ რაც შეიძლება მეტი მეგობარი, გაუზიაროთ გამოცდილება თანატოლებსა და პედაგოგებს, აღმოაჩინოთ საქართველო - მისი ისტორია, კულტურა და ადამიანები. დარწმუნებული ვართ, თითოეული თქვენგანი გახდებით თქვენი ფაკულტეტის და საუნივერსიტეტო საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები“, - აღნიშნა ლელა ჩიქოვანმა. სტუ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო სტუდენტებთან შეხვედრა დასრულდა კონცერტით, რომელშიც საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.

8 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში გარკვეული ცვლილებები შევა

8 ნოემბრიდან კრწანისისა და სამგორის რაიონებში მიკროავტობუსის თითო ახალი მარშრუტი დაიწყებს მგზავრთა მომსახურებას.თბილისის მერიის ინფორმაციით, N544 მიკროავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან იალბუზის ქუჩის, ორთაჭალჰესის ხიდისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩის გავლით, კრწანისის ქუჩის №65-მდე.N559 მარშრუტი სამგორის რაიონს მოემსახურება. მიკროავტობუსი სვლას გივი ამილახვარის ქუჩის №17-ის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებს და კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩების გავლით მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ იმოძრავებს. შემდეგ იმავე მარშრუტით გივი ამილახვრის ქუჩას დაუბრუნდება.„ახალი მარშრუტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას და კიდევ უფრო კომფორტულს და ხელმისაწვდომს გახდის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას.გარდა ამისა, სამგორის რაიონში, N295 მარშრუტზე მოძრავი მცირეგაბარიტიანი ავტობუსები MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება.ახალი ავტობუსები ბევრად მეტ მგზავრს მოემსახურება და გააუმჯობესებს გადაადგილებას ბესარიონ ჭიჭინაძისა და ქინძმარაულის ქუჩებზე, ასევე, მოსკოვის გამზირიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმართულებით.ასევე, მთაწმინდასა და გლდანში მიკროავტობუსების მარშრუტები დაგრძელდება. კერძოდ, მთაწმინდის რაიონში, მიკროავტობუსის – N481 მარშრუტი, რომელიც დაბა წყნეთიდან კიკეთის მიმართულებით გადაადგილდება და გზად სოფელ დიდებას გაივლის, ამჯერად სოფელ დიდებაში მდებარე დიდების ქუჩის გარდა, სამპანტების I შესახვევსაც მოემსახურება.გარდა ამისა, დაგრძელდება გლდანის რაიონში მოძრავი N508 მიკროავტობუსის მარშრუტიც. აღნიშნული მიკროავტობუსი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის” მიმდებარე ტერიტორიიდან (გობრონიძის ქუჩა) მომსახურებას უწევს ავშნის ქუჩისა და ავშნის III შესახვევის მცხოვრებლებს. ახალი მარშრუტის მიხედვით, მიკროავტობუსი ავშნის III შესახვევიდან სვლას ვახტანგ ფირცხალავას ქუჩის გავლით მიხეილ ვაშაკიძის ქუჩის კვეთამდე გააგრძელებს.მთაწმინდისა და გლდანის რაიონებში განახლებული მარშრუტები 8 ნოემბრიდან ამოქმედდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რიკოთის გზაზე ძროხას ავტომობილი დაეჯახა, მეორე ძროხა იდგა ასე და უყურებდა 

,,რიკოთის გზაზე ძროხას ავტომობილი დაეჯახა !მეორე ძროხა იდგა ასე და უყურებდა მაგისტრალზე ძროხების პრობლემა ხშირადაა, რაც აშკარად ვერ მოაგვარა შესაბამისმა სამსახურმა.განვითარებულ ქვეყნებში ავტომაგისტრალები ტყეებს კვეთენ, რომელიც შეღობილია და ვერც ერთი ცხოველი ვერ გადმოვა გზაზე!და ჩვენთან რაც ხდება კი ხედავთ სურათზე- ამის შესახებ ჩემი ქალაქი მკლავს წერს.

დიმიტრი ცქიტიშვილი – არ არის ეს რეჟიმი ძლიერი, ჩვენი სისუსტე არის მათი სიძლიერე – რაც 4 ოქტომბერს მოხდა, ის აღარ უნდა მოხდეს, ერთი ქმედება...

არჩევნებით არანაირი შედეგი არ დაიდო, ბოიკოტი ვერ შედგა, რევოლუცია ისეთი ცარიელი აღმოჩნდა, რომ უბრალოდ შარში გახვია ადამიანები და მეტი არაფერი. არცერთი არ აღმოჩნდა გამარჯვების ფორმულა, არანაირი შედეგი არ მოიტანა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, აღნიშნულმა პროცესებმა საზოგადოებაში „შოკი მოიტანა“, ხოლო „ქართული ოცნება“ „შიგნიდან გაძლიერდა, რიხი მიეცა“.„როდესაც სამი სხვადასხვა სტრატეგიით მიდიხარ, ბოიკოტით, არჩევნებით და რევოლუციით, რა თქმა უნდა, დაბნეულობას იწვევს. არცერთი არ აღმოჩნდა გამარჯვების ფორმულა, არცერთმა არანაირი შედეგი არ მოიტანა. არჩევნებით არანაირი შედეგი არ დაიდო, ბოიკოტი ვერ შედგა, რევოლუცია ისეთი ცარიელი აღმოჩნდა, რომ უბრალოდ შარში გახვია ადამიანები და მეტი არაფერი. მართლა წარმოუდგენელი რაღაც მოხდა და მე ვფიქრობ, რომ ამან ძალიან დიდი შოკი მოიტანა საზოგადოებაში. ვიღაცები არ გატყდნენ და ქუჩაში პროტესტს აგრძელებენ, მაგრამ „ქართული ოცნების“ დღევანდელ ხელისუფლება შიგნით აშკარად გაძლიერდა, ფაქტია, რომ მას შემდეგ უფრო მკვეთრი ნაბიჯები გადადგეს, რიხი მიეცათ“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ოპოზიციამ წარმატების მისაღწევად ერთი სტრატეგიით უნდა იმოქმედოს „ერთი ქმედება უნდა იყოს და არა სამი, როგორც 4 ოქტომბერს იყო“.„შიდა პროცესებში უფრო შოკური ვითარებაა, ვიდრე სტაგნაციური და არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება. ქვეყნის შიდა და გარე ფაქტორების თანხვედრაში არის წარმატების ფორმულა. ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის, თითოეული ადამიანი, ვინც ვართ მძევლები, ეს მდგომარეობა არის მძიმე და ვინც პატიმარია, ყველაზე მძიმე. რომ ელოდები, რომ ერთ თვეში უკვე გარეთ უნდა გახვიდე და ამ დროს გეუბნებიან, რომ შეიძლება 15 წლით უნდა დარჩე, ძალიან მძიმეა. ასეთი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვიქნებით, სანამ არ მოხდება გარკვეული კონფიგურაციის ისეთი ჩამოყალიბება, რომ ამ რეჟიმს შევეწინააღმდეგოთ.არ არის ეს რეჟიმი ძლიერი, ჩვენი სისუსტე არის მათი სიძლიერე. რაც 4 ოქტომბერს მოხდა, ის აღარ უნდა მოხდეს. იქ თუ იყო 4 სტრატეგია, უნდა იყოს ერთი. ალბათ ვერ გავერთიანდებით, რაც არ უნდა ვიძახოთ, გაერთიანების წინაპირობა არ ჩანს. ოპოზიციაში ერთიანობის არანაირი წინაპირობა არ ჩანს და მგონია არარეალისტური, მაგრამ მგონია, რომ შესაძლებელია ერთიან სტრატეგიაზე გადასვლა. ერთი ქმედება უნდა იყოს და არა სამი, როგორც 4 ოქტომბერს იყო“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ვასილ მაღლაფერიძე – მიხეილ სააკაშვილის ახალი დოქტრინის მიხედვით საქმე გვაქვს სოციალურ დარვინიზმზე დაფუძნებულ, ნაცისტურ იდეოლოგიის პარტიასთან

6 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა, ფაქტობრივად, იდეოლოგიური დოქტრინა, რომელიც მხოლოდ ერთი კაცის თავში აღმოცენებულს არ ჰგავს, და ინტერნაციონალური ნააზრევის შთაბეჭდილებას ტოვებს. არ არის გამორიცხული, რომ გეგმავდნენ პოლიტიკური ველის გადატვირთვას, პოლიტიკური ცენტრის ისევ სააკაშვილთან დაბრუნებას და ბრძოლის გაგრძელებისთვის ახალი კიდევ უფრო აგრესიული იდეოლოგიური საფუძვლის შექმნას, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.როგორც მაღლაფერიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ საქართველოს „პროგრესულ“ ნაწილს მიმართა, რომ თვალი უნდა გაუსწორონ სიმართლეს, არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს და უნდა დაიწყოს „დეგრუზინაზაციის“ პროცესი.„გუშინ, 2025 წლის 6 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა, ფაქტობრივად, იდეოლოგიური დოქტრინა, რომელიც შემდეგი პოსტულატებისგან შედგება:Mikheil Saakashvili :„არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს. არის ორი ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო… “Mikheil Saakashvili :„ახლა უნდა მივხვდეთ ერთ რამეს – ჩვენ და მათ (გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებს – ვ.მ.) ერთ ქვეყანაში არ დაგვედგომება. სახეზეა ძალიან ღრმა შეუთავსებლობა და ნამდვილი სამოქალაქო კონფლიქტი“.Mikheil Saakashvili :„საქმე იმაშია რომ ერთ მხარეს ვართ ცივილიზაცია და მეორეს მხრივ სრული ბარბაროსები“.Mikheil Saakashvili :„აქეთ მხარეს ვართ ევროპა იქით რუსეთი და აზია, აქეთ ვართ პროგრესი და იქით სრული ჩამორჩენილობა… აქეთ ვართ სიკეთე და იქით ბოროტება.Mikheil Saakashvili :„ჩვენ (გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებს – ვ.მ.) განვსხვავდებით ჩვენი საუბრის მანერით და ლექსიკით, ჟესტიკულაციით, მიხვრა მოხვრით. თვალების გამოხატულებით“.Mikheil Saakashvili :„განვსხვავდებით ანთროპოლოგიურად…“Mikheil Saakashvili :„ასე რომ მოვეშვათ საუბარს, რომ ერთნი ვართ ყველანი, ამ ეტაპზე ჩვენი და მათი შერიგება ვერ მოხდება“.Mikheil Saakashvili :„გამარჯვების შემდეგ წინ გვაქვს ხანგრძლივი დეგრუზინიზაციის პროცესი რათა აღარასდროს დავუშვათ მათი აღზევება“.მიზანი სრულიად მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული და, თუმცა, ამ მიზნის მიღწევის ფორმაზე პირდაპირ არაფერს ამბობს, მაგრამ თუ შინაარსს და ლექსიკას გავითვალისწინებთ, კუკარაჩასი არ იყოს, ქელეხის ხარჯების გარდა, ყველაფერი გასაგებად წერია.უკვე მივეჩვიეთ, რომ ადამიანების ერთი ნაწილი ღრმად არის დარწმუნებული საკუთარ განსაკუთრებულობაში და შეპყრობილია განცდით, რომ თვითონ, რატომღაც, უზენაეს ჭეშმარიტებას ფლობს და მთელმა ქვეყანამ მის ჭკუაზე უნდა იაროს! ვინც „ჯიუტობს“ და განსხვავებულ აზრებს გამოთქვამს, ის არასრულფასოვანი არსებაა, „გრუზინია“, „ბარბაროსია“, „ბნელია“ და „რუსია“, რომელიც ან „ახალ ადამიანად“ უნდა გადაადნო, ან, „ჩარეცხო“.ამ ყაიდის ხალხი საკუთარ განსაკუთრებულობას დიდად არც არასდროს მალავდა, მაგრამ, ოფიციალურად, აქამდე, მაინც ჩვეულებრივ ადამიანებად რჩებოდნენ და პარტიასაც იმიტომ ერქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომ მთელი ქვეყნის გამაერთიანებლის პრეტენზია ჰქონდა.2025 წლის 6 ნოემბერს კი მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ საქართველოს „პროგრესულ“ ნაწილს მიმართა და უთხრა – თვალი გაუსწორეთ სიმართლეს, არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს, არის ორი ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო და ვისაც მიგაჩნიათ, რომ „პროგრესს“, „ცივილიზციას“ და ყველანაირ სიკეთეს განასახიერებთ, დავიწყოთ „დეგრუზინაზაციის“, ბარბაროსების ჩარეცხვის და უტილიზაციის პროცესიო… ეს დეგრუზიზაცია სწორედ თქვენ უნდა განახორციელოთ, რადგან თქვენ ყველაზე ჭკვიანები, მებრძოლები, კეთილები, პროგრესულები და თვალების მოხატულობითაც და მიხვრა-მოხვრითაც ძალიან სხვანაირები ხართო!ხოლო „გრუზინები“ ვინ არიან, მათი ცნობა ძნელი არ არის, ბნელები, ბარბაროსები და, ანთროპოლოგიურადაც განუვითარებლები!… (ამ „ანთროპოლოგიური სეგრეგაციის პასაჟს“ ზოგიერთი ელჩი, ცხადია, არ შეიმჩნევს, ისევე როგორც ჩვენმა ე.წ. უფლებადამცველებმა არ შეიმჩნიეს.)6 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე მის მიერვე შექმნილი პარტიის ოფიციალური მიზნები და იდეოლოგია ფაქტობრივად გადააფორმატა და თუ ამ გამოქვეყნებული დოქტრინით ვიმსჯელებთ, ამჯერად საქმე გვაქვს სოციალურ დარვინიზმზე დაფუძნებულ ნაცისტურ იდეოლოგიის მქონე პარტიასთან, რომელიც არსებულ პოლიტიკურ რეალობასთან ღია კონფქლიტში შედის, ცხადია, რომ უარს ამბობს არჩევნებზე და მიზნად ისახავს „დეგრუზინიზაციას“, რაც პირდაპირი მწვავე კონფლიქტის დაანონსებას ნიშნავს. ცხადია, ამ პროცესს გულხელდაკრეფილი არც მეორე მხარე შეხვდება და შეიძლება ამ დოქტრინის შემოგდების ერთ-ერთი მიზანი ისიც იყოს, რომ ადამიანები ურთიერთანგარიშსწორებისთვის წააქეზონ!თუმცა, ეს დოქტრინა მხოლოდ ერთი კაცის თავში აღმოცენებულს არ ჰგავს, და ინტერნაციონალური ნააზრევის შთაბეჭდილებას ტოვებს. არ არის გამორიცხული, რომ გეგმავდნენ პოლიტიკური ველის გადატვირთვას, პოლიტიკური ცენტრის ისევ სააკაშვილთან დაბრუნებას და ბრძოლის გაგრძელებისთვის ახალი კიდევ უფრო აგრესიული იდეოლოგიური საფუძვლის შექმნას.ამ დოქტრინამ უნდა გააერთიანოს ის ადამიანები, რომლებიც „სააკაშვილის სიმართლეს“ თვალს გაუსწორებენ და თავს დაირწმუნებენ, რომ: თვითონ არიან ცივილიზაცია, მეორე მხარეს არიან ბარბაროსები! თვითონ არიან პროგრესი, იქით არის ჩამორჩენილობა! აქეთ არის სიკეთე და იქით არის ბოროტება! ერთმანეთთან არაფერი აერთიანებთ, ერთმანეთისგან ანთროპოლოგიურადაც კი განსხვავდებიან, ამიტომ სამოქალაქოს დაპირისპირებას მწვანე შუქი აქვს ანთებული!რასაკვირველია, ამ პრიმიტიულ ფრაზებში არც არგუმენტებია და არც – ლოგიკა, მაგრამ მანიპულირების ოსტატები მასებზე ზემოქმედებას სწორედ ასეთი პრიმიტიული და ხშირად უაზრო ფრაზებით ახდენენ და ადამიანებს მიმართავენ როგორც უკიდურესად უღრესად ბრიყვებს – თქვენ ხართ ძალიან კარგები, იმიტომ რომ ძალიან კარგები ხართ, წინ დიდი ბედნიერება გელით, რაშიც ხელს გიშლიან ძალიან ცუდი ადამიანები, რომლებიც ცუდები არიან იმოტომ, რომ ცუდები არიან და ამიტომ საჭიროა, მათი განადგურება.ასეთი ხერხი ძალიანაც ჭრის. მსოფლიო ისტორია სავსეა იმის მაგალითებით, როდესაც დიდი ქვეყნების ცენტრალურ მოედნებზე შეკრებილი ათიათასობით ადამიანი ამაზე ბევრად უფრო პრიმიტიული ფრაზებით მოუხიბლავთ.სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა ქვეყანაში ამ ცუდ ადამიანებს სხვადასხვა დამამცირებელი სახელები ერქვათ, დღეს საქართველოში „გრუზინებს“ არქმევენ და ადამიანებს „დეგრუზინიზაციისკენ“ მოუწოდებენ. ნუთუ, ვინმეს ახსნა სჭირდება, ეს რას ნიშნავს და რისთვის კეთდება?!ლანძღვა-გინება, ადამიანების მორალური და ფიზიკური განადგურების მცდელობა, ისედაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად არის ქცეული და ამას „დეგრუზინიზაციას“ დავარქმევთ თუ დეადამიანიზაციას, სინამდვილეში ჩვეულებრივ კანიბალიზმთან გვაქვს საქმე.Mikheil Saakashvili თავის დოქტრინაში გვეუბნება:„განვსხვავდებით ანთროპოლოგიურად…“და იქვე გამოსავალს გვთავაზობს:Mikheil Saakashvili :„ერთ ქვეყანაში არ დაგვედგომება“,როდესაც სიტყვა მასობრივი განადგურების იარაღად არის გადაქცეული, ცხადია, ამ იარაღს აუცილებლად გამოიყენებენ პროფესიონალი მანიპულატორები, რომლებიც ვითარების უკიდურესად დაძაბვიდან ელიან სარგებელს და ამიტომ ყოველნაირად ეცდებიან საზოგადოების კიდევ უფრო გახლეჩვას, ერთმანეთზე გადაკიდებას და ადამიანების დარწმუნებას, რომ ვინც სხვაგვარად ფიქრობს, ის არის ბნელი, ბარბაროსი, მოღალატე, ტარტაროზი და ანთროპოლოგიურადაც დაბალგანვითარებული და მათთან ერთ ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელია. შემდეგ მეორე მხარეც დაიჯერებს, რომ განადგურებას უპირებენ, ისიც ხელს გამოიღებს და დაიწყება!თავისი დოქტრინის ბოლოთქმად სააკაშვილმა, თითქოს, პაწია იმედის დატოვება მაინც სცადა:Mikheil Saakashvili :„სინამდვილეში ერთადერთი, რაც გვაერთიანებს გრუზინებთან არის ალბათ ის, რომ მოგვწონს ერთნაირი კერძები…“მაგრამ კერძის სიყვარულმაც კი ვიღაცასთან რომ გაგაერთიანოს, სულ ცოტა, არ უნდა გეეჭვებოდეს, რომ იმ ვიღაცას კერძში ჩააფურთხება და ქვევრში ჩააფსმა შეუძლია!“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

ბოლო სიახლეები