21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 18 წლის ლუკა შენგელიას, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლო სხდომა ცოტახნის წინ დასრულდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა გიორგი ახალაია თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.