ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025

გიორგი აბდალაძე – საკანში იყო ფსიქოლოგიური წნეხი, რომ შვილს მოგიკლავო, მაჩვენებდნენ ჩემი ძმების სურათებს, რომ ეს უკვე სამსახურიდან გაგდებულია, იცოდე, გაგანადგურებთ ოჯახის წევრებიანადო

საკანში ყოველ ღამეს მიდიოდა ფსიქოლოგიური წნეხი, რომ შვილს მოგიკლავ, ჩემი ძმების სურათებს მაჩვენებდნენ, რომ ეს უკვე სამსახურიდან გაგდებულია, იცოდე, გაგანადგურებთ ოჯახის წევრებიანადო, ეს მიმდინარეობდა რამდენიმე დღე, – ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.

„საკანში არ ქრებოდა შუქი არასდროს. ყოველ ღამეს გავყავდით საკნიდან, მიდიოდა ფსიქოლოგიური წნეხი, რომ შვილს მოგიკლავ, იმას ვიზამთ, ამას ვიზამთ. ჩემი ძმების სურათებს მაჩვენებდნენ, რომ ეს უკვე სამსახურიდან გაგდებულია, ახლა მივყვებით ყველა დანარჩენს – შენი ბავშვი დღეს სკოლიდან რომ გამოვიდა, გეტყვი, ზუსტად სად იარაო. მე ვუთხარი, რად მინდა, რომ მეუბნები მაგას-მეთქი? იცოდე, გაგანადგურებთ ყველანაირად, ოჯახის წევრებიანადო. ეს მიმდინარეობდა რამდენიმე დღე“, – განაცხადა აბდალაძემ.

როგორც გიორგი აბდალაძემ აღნიშნა, გლდანის ციხეში პატიმრებს საჭმელში უფურთხებდნენ, რომ არ ეჭამათ.

„ხუთი დღე საჭმელს არ ვჭამდი. პატიმარს საჭმელში ჩაუფურთხეს. გლდანის ციხეში პატიმრებს ასე ეპყრობოდნენ ეს არაადამიანები, რომ პატიმრებს არ ეჭამათ საჭმელი. პატიმარს ეუბნება, ეს თუ შიმშილობს, შენ რატომ ჭამო. აიღო და ჩაუფურთხა საჭმელში, დაუდო და მე რომ გამოვთქვი ამაზე პროტესტი, ამ პატიმარმა მთხოვა, გეხვეწები, ხმა არ ამოიღოო, მოგვკლავენ ცემაში, გაგვიყვანენ და საშინელ დღეში ჩაგვაგდებენო. საკანში წყალი არ გვქონდა და მაისურით ვიწმენდდით“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რასა იუკნევიჩიენე – საქართველოს დებიძინიზაცია არის ჩვენი ინვესტიცია ჩვენს მომავალსა და უსაფრთხოებაში

საქართველო გახლავთ უძველესი ქრისტიანული ერი ჩვენს კონტინენტზე. ახლა ჩვენ ვდგავართ ევროპული საქართველოს კრემლის სტილის საქართველოდ დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ვალენსიაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.იუკნევიჩიენეს თქმით, „ყველა ქვეყანამ, რომელსაც ანაღვლებს ევროპის მომავალი, უნდა დაუწესოს სანქციები ივანიშვილსა და იმ პირებს, ვინც პასუხისმგებელი არიან გაყალბებულ არჩევნებსა და რეპრესიებზე“.„საქართველო მრავალი წლის განმავლობაში შორდებოდა ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში, თუმცა უკანასკნელმა საპარლამენტო არჩევნებმა, რომელიც 2024 წელს ჩატარდა, სათავე დაუდო საქართველოს დაღმასვლას, სასტიკ რეპრესიებს, ძალადობას, დაკავებებს – ეს ყველაფერი კრემლის სახელმძღვანელოდანაა. ერთ დროს ევროპის სანდო მოკავშირე საქართველო გარდაიქმნება პუტინის მარიონეტად.ეს უდიდესი დანაკარგია არა მხოლოდ თავისუფლების მოყვარე ქართველებისთვის, არამედ ეს ნიშნავს სტრატეგიული მოკავშირის დაკარგვას შავი ზღვის რეგიონში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის. საქართველოში დღეს მოქმედი რეჟიმი არის კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან წარმატებით მიტაცების მაგალითი და ეს შეიძლება მოუვიდეს ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც, თუ ჩვენ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ. საქართველოს დებიძინიზაცია გახლავთ ჩვენი ინვესტიცია ჩვენს მომავალსა და უსაფრთხოებაში. ყველა ქვეყანამ, რომელსაც ანაღვლებს ევროპის მომავალი, დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და ყველა იმ პირს, ვინც პასუხისმგებელი არიან გაყალბებულ არჩევნებსა და რეპრესიებზე“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

სასიამოვნო სიახლე-აზერბაიჯანული მედია ბაქო-თბილისი-ბაქოს სამგზავრო მატარებლის ამოქმედების სავარაუდო თარიღს ასახელებს

აზერბაიჯანული მედია ბაქო-თბილისი-ბაქოს სამგზავრო მატარებლის ამოქმედების სავარაუდო თარიღს ასახელებს.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პირველი მატარებელი თბილისიდან 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ბაქოდან 28 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს გავა.ორი ქვეყნის სარკინიგზო კომპანიას შორის შეთანხმების შესახებ აზერბაიჯანულ საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალ Minval-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.ამჟამად მხარეები რიგ ნიუანსებს, მათ შორის, სამგზავრო ტარიფებს განიხილავენ. გამოცემის ცნობით, სს „საქართველოს რკინიგზამ,“ თავის მხრივ, ცალმხრივი ბილეთის ფასი დაადგინა და ტარიფების ბადე თავის აზერბაიჯანელ პარტნიორებს გაუგზავნა. კერძოდ, საქართველო აზერბაიჯანულ მხარეს კუპეზე ბილეთის ფასად 50 ლარს, ხოლო საძილე ვაგონის ბილეთის ფასად 70 ლარს სთავაზობს. ჯერ უცნობია, რა ფასებს სთავაზობს აზერბაიჯანული მხარე.მანამდე ორივე ქვეყნის სატრანსპორტო უწყება სამგზავრო სარკინიგზო მომსახურების 1-ლი მაისიდან აღდგენას აანონსებდა, თუმცა მოგვიანებით მხარეებმა საზოგადოებას აცნობეს, რომ ეს თარიღი გაუქმდა, რისი მიზეზიც არ დასახელებულა.ცნობისთვის: ბაქოსა და თბილისს შორის სამგზავრო მიმოსვლა 2020 წლის მარტში, COVID-19-ის პანდემიის გამო შეჩერდა და დღემდე არ აღდგენილა. ამასთან, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან, დაკეტილი რჩება. ქვეყანაში კვლავ სპეციალური საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, რომლის ვადაც მიმდინარე წლის 1 ივლისს იწურება. ამ ეტაპზე აზერბაიჯანიდან გასვლა მხოლოდ თვითმფრინავით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში საავტომობილო ტრანსპორტითაც არის შესაძლებელი.

სალომე ზურაბიშვილი – ჩვენ ვიბარებთ 26 მაისს და ამისთვის მზადება უკვე დაწყებულია

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მორიგი ბრიფინგი გამართა, რომელზეც, მათ შორის, 26 მაისზე ისაუბრა.როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, 26 მაისისთვის მზადება უკვე დაწყებულია.„ჩვენი პლატფორმა აწყობს 26 მაისის მოსამზადებელ კომისიას, სადაც ყველანი შემოვლენ. ეს არ იქნება პლატფორმის კომისია, არამედ ყველა იმ ძალების, რომლებიც დღეს არიან წინააღმდეგობის ძალები, რამეთუ ჩვენ ვიბარებთ 26 მაისს და ამისთვის მზადება უკვე დაწყებულია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.მისი თქმით, ბოლო თვეების რეპრესიები იმის მაჩვენებელია, რომ რეჟიმი ვერ უმკლავდება სიტუაციას და მხოლოდ ამით ცდილობს თავის გამყარებას.„ჩხრეკები, რეიდები სრულიად წარმოუდგენელია ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ, დიდი ხანია, ჩვენ აღარ ვითვლებით ნორმალური ქვეყნების რიგებში. ბოლო თვეების რეპრესიები იმის მაჩვენებელია, რომ რეჟიმი ვერ უმკლავდება სიტუაციას და მხოლოდ ამით ცდილობს თავის გამყარებას. ყოველდღიურად ჩანს, რეჟიმი ვერც პროტესტის საბოლოო ჩქარობას აღწევს, ვერც ხალხის საბოლოო დაშინებას, ვერც იმას, რომ რეჟიმი შინაგანად გაამყაროს. ჩვენ ვხედავთ, რომ რყევები ძლიერდება. ადამიანები ტოვებენ, ადამიანები გადიან ამ რეჟიმის პირველი წრიდან სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ის, რომ ამ რეჟიმის უახლოესი პირები ამ ბოლო პერიოდში თამაშიდან გავიდნენ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანია, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ეს რყევები. ეს არის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც რეჟიმები თავიანთ დასასრულს უახლოვდებიან“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.სანქციების გავლენებზე საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ისინი ახდენენ გავლენას იმ ადამიანებზე, რომლებიც პირველი წრის ადამიანები არიან.„ადამიანებზე, რომლებსაც დიდი დოვლათი აქვთ დაგროვებული, მათზეა ყველაზე სერიოზული შედეგები, პირველ რიგში, იმ ადამიანზე, რომელიც დღეს არის თავისი სიმდიდრით იზოლირებული და პრაქტიკულად ვერ სარგებლობს ამ თანხებით. ამაზე ცალკე ინფორმაცია გვექნება, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შუქრუთის მაღაროს დირექტორს, რომელსაც მაღაროელთა ე.წ. საინიციატივო ჯგუფის წევრების დაესხნენ თავს, ოპერაცია ჩაუტარდა – თენგიზ კობერიძის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია

შუქრუთის მაღაროს დირექტორს ოპერაცია ჩაუტარდა, თენგიზ კობერიძის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ექიმ ლევან ტყებუჩავას განცხადებით, პაციენტი კლინიკაში თავის მძიმე ტრავმით იყო შეყვანილი.მაღაროელთა ე.წ. საინიციატივო ჯგუფის წევრები წინ გადაუდგნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორის, თენგო კობერიძის ავტომობილს, რომელიც მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მამუკა ხაზარაძის მფლობელობაში არსებული “თბილისი ცენტრალი” ადასტურებს, რომ ტერიტორია, სადაც ხანძარი გაჩნდა 49 წლიანი იჯარით აქვს აღებული, თუმცა შპს “ბაქანზე” აქვს გაქირავებული

დღეს, თბილისში, ბორჯომის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძარი გაჩნდა.ცეცხლი ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. დამწვარია სასაწყობე ფართები, სადაც განთავსებული იყო მეორეული ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი.ხანძრის გამო, ახლოს მდებარე საავადმყოფოებიდან პაციენტების ევაკუაცია გახდა საჭირო.როგორც საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტაციით ირკვევა, ტერიტორია, სადაც ხანძარი გაჩნდა, "თბილისი ცენტრალის" საკუთრებაა, რომელიც მამუკა ხაზარაძის მფლობელობაშია.ინფორმაციას ამის შესახებ, "თბილისი ცენტრალიც" ადასტურებს და თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ტერიტორია სადაც ხანძარი გაჩნდა, მას 49 წლიანი იჯარით აქვს აღებული. თუმცა ამდროისთვის შპს "ბაქანზე" აქვს გაქირავებული."თბილისი ცენტრალის" ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს."მიმდინარე წლის 30 აპრილს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, ვაგზლის მოედნის მიმდებარედ, ე.წ ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც სრულად დაიწვა დაახლოებით 12 000 მ2 სავაჭრო და სასაწყობო სივრცე. აღნიშნული ტერიტორია 49-წლიანი გრძელვადიანი იჯარით აღებული აქვს ს.ს "თბილისი ცენტრალს" საქართველოს რკინიგზისგან.არსებული საიჯარო ხელშეკრულების ქვეშ, ამ ტერიტორიაზე 2021 წლიდან ბაზრობის მოწყობას და ფუნქციონირებას ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს შპს "ბაქანი". ბაზრობის ოპერირებასთან დაკავშირებული ყველა იურიდიული, ტექნიკური და სავალდებულო რეგულაციების დაცვა ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს ბაზრობის უშუალო ოპერატორის პასუხისმგებლობას.ბაზრობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შპს "ბაქანი" უზრუნველყოფდა ადგილზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახანძრო და სხვა უსაფრთხოების ნორმების დაცვას. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ზარალის სრული შეფასება და ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა მოხდება საგამოძიებო ღონისძიებების დასრულებისა და შესაბამისი მოკვლევის შემდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები