გივი მიქანაძე: დიმიტრი გუდკოვი პირველ რიგში არის კანონის დამრღვევი და პატივის არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამიტომ მისი არ შემოშვება იყო აბსოლუტურად კანონიერი

Read Time:42 Second

დიმიტრი გუდკოვი პირველ რიგში არის კანონის დამრღვევი და პატივის არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამიტომ მისი არ შემოშვება იყო აბსოლუტურად კანონიერი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

„2007 წელს დიმიტრი გუდკოვი აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ხვდებოდა აფხაზეთის დე ფაქტო ე.წ. პრეზიდენტს და ხელს აწერდა რუსეთის მოქმედი ახალგაზრდული პარტიის სახელით ხელშეკრულებასა და მემორანდუმს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ და თავის ღია მხარდაჭერას გამოხატავდა აფხაზეთის შემდგომი აღიარებისა და დამოუკიდებლობის კუთხით. ეს ყველაფერი მე მგონი ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანი არის პირველ რიგში, კანონის დამრღვევი და პატივის არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამიტომ მისი არ შემოშვება იყო აბსოლუტურად კანონიერი“,- აღნიშნა გივი მიქანაძემ.

2007 წელს დიმიტრი გუდკოვი, რომელიც მაშინ რუსეთის ახალგაზრდული პალატის თავმჯდომარე და „რუსეთის სახალხო პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იყო, პალატის დელეგაციასთან ერთად სოხუმში ჩავიდა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს შეხვდა და დამოუკიდებლობისადმი აფხაზეთის მისწრაფებებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: თუ „ომიკრონის“ ტალღის შეჩერება, შეკავება და პანდემიიდან შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოსვლა გვინდა, ივლისამდე, მოსახლეობის 70% უნდა აიცრას
Next post ირაკლი ზარქუა: ყველაზე მაღალი ინფლაცია 2011 წელს იყო – 34%, თუმცა მაშინ ტელევიზიები ერთხმად საუბრობდნენ და ამ საკითხზე არავინ ამოიღებდა ხმას