იუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე წყლის დასხმა იყო ყოფილი პრემიერის გადადგომა, ვერც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან ასოცირებულმა განშტოებებმა შეძლეს ხელისუფლების რევოლუციური გზით დაბრუნების ყველა წინასწარ დადგმული სცენარის განხორციელება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
გივი მიქანაძის განცხადებით, ასევე ფუჭი აღმოჩნდა გიორგი გახარიას მცდელობა საზოგადოება დაერწმუნებინა რომ „ოცნება2“-ის პროექტია. „ყოფილი პრემიერის მცდელობა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ არის „ოცნება2“ პროექტი, წარუმატებელი და ჩანასახშივე განწირული აღმოჩნდა.