არა მგონია მოსმენილის და დაწერილის აღქმის უნარი არ გქონდეთ, დაგავალეს და იტყუებით! – ასე მიმართავს პოლიტიკოსი გიგი უგულავა ტელეკომპანია “იმედს”
“TV Imedi რატომ წვალობთ, აწვალებთ რესპოდენტებს და ატყუებთ მაყურებელს? უკვე მესამე დღეა კოლეგები მეუბნებიან იმედის ჟურნალისტები დაგვსდევენ და უგულავას “ქოლგა პარტიაზე” რას იტყვითო – ყველას რომ ენმ-ში გაწევრიანებისკენ მოგიწოდებსო. რაც, ცხადია, მე არც მითქვავს და არც დამიწერია.
არ მგონია, რომ ვინმეს მოსმენილის ან დაწერილის აღქმის უნარი არ გქონდეთ. უბრალოდ გინდათ, გაწყობთ, დაგავალეს და თქვენც იტყუებით. ღმერთმა შეგარგოთ. ამით რამე კი არ დამიშავდება?
პ.ს. კომენტარში დავდებ ჩემს ტექსტს. თუ გნებავთ წაიკითხეთ, საკუთარ ჟურნალისტურ სინდისთან რომ იყოთ მართალი. თუ არა და არც მაგაზე ვიდარდებ,” – წერს გიგი უგულავა.