სამშაბათი, იანვარი 13, 2026

გია ცაგარეიშვილი: სააკაშვილმა თავისი მხედართმთავრული ნიჭი თბილისში, 7 ნოემბერს გამოავლინა, როცა პარლამენტის ნებართვის გარეშე ყაზარმებიდან გამოიყვანა ჩვენი შეიარაღებული ძალები და პირდაპირ დაუპირისპირა მომიტინგეებს

რომ არა ჩვენი სამღვდელოება, რომელსაც ახლა ნახევარი ოპოზიცია ლანძღავს და აგინებს, მიცვალებულებს ვერ გამოვიყვანდით, დეზერტირებს, პირტიტველა ბიჭებს დასდევდნენ ვაშლის პლანტაციებში, იჭერდნენ და გადაავსეს ციხეები ამ ბავშვებით, მათი მშობლები შემდეგ ჩემთან მოდიოდნენ პარლამენტში, შვილების შეწყალებას მთხოვდნენ და მეთაურები გაიქცნენ, გორში ფორთხავდნენ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მანამდე სააკაშვილმა თავისი მხედართმთავრული ნიჭი თბილისში, 7 ნოემბერს გამოავლინა, როცა პარლამენტის ნებართვის გარეშე ყაზარმებიდან გამოიყვანა გენშტაბის უფროსის გოგავას დუმილის ქვეშ, თუ უშუალო დახმარებით ასევე ჩვენი შეიარაღებული ძალები და პირდაპირ დაუპირისპირა მომიტინგეებს და პროტესტანტებს.

„ეს გავიწყდებათ? რატომ არ იხსენებთ ამას, არ გსიამოვნებთ ხომ ასეთი რამეების გახსენება, გამგები გაიგებს. რა თქმა უნდა არ გსიამოვნებთ. ვინ მისცა მიხეილ სააკაშვილს მაგის უფლება, რომ ჯარი გამოეყვანა და პროტესტანტებისთვისდაეპირისპირებინა? ყოველ მომენტში იქ ვიყავი. ახლა ვიღაც-ვიღაცები რომ დგანან ყელმოღერებული, ენები დაუგრძელებიათ და 7 ნოემბერზე რომ ლაპარაკობენ, გვარს და სახელს არ დავასახელებ, იქ ვიყავი ყოველ წამს და ყოველ წუთს, იმ უბედური დღის ყოველი ნაბიჯი, გაელვება მახსოვს. ვინ გამოიყვანა სამხედრო ძალები პარლამენტის ნებართვის გარეშე? ვინ შემოიღო საგანგებო მდგომარეობა? ვინ გააყალბა 2008 წლის 5 იანვრის არჩევნები? ვინ გაუპრავა ეს ყველაფერი სააკაშვილს და მერე ვინ მოიტანა ეს უბედურება, ყველაფერი? მე აღვადგინე სერგო ორჯონიკიძის, ნაძირალა ბოლშევიკების შექმნილი ოლქი? ბოკერიას აღდგენილი არ არის? ბეჟაშვილის აღდგენილი არ არის? ჩემი აღდგენილია? მოვედით 2012 წელს ხელისუფლებაში და დაგვხვდა ეს უბედურება. რა უნდა გვექნა, ლაშქრობა დაგვეწყო? რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი? მარტივია ბრტყელ ბრტყელი ფრაზებით საუბარი, წავიდეთ, იქ შევიჭრათ, იქ გადავიდეთ, შემდეგ რა მოხდება? მეორე, მესამე დღეს რა მოხდება? ვინმე ამაზე პასუხს აგებს? არავინ, გარდა საქართველოს ხელისუფლებისა და ჩვენ რომ ვაგებთ ამ ყველაფერზე პასუხს და ამ უბედურებას, პირდაფჩენილ საზიზღრობას, რასაც რუსეთის ფედერაცია ჰქვია, ყოველდღე ვუყურებთ, იმიტომ ვართ ასე ფრთხილად, თორემ გავიწევით, კი ბატონო, მობრუნდეს სააკაშვილი, გამოუშვით ციხიდან და ნახავთ, რა მოხდება მეორე დღეს ამ ქვეყანაში. ჩემზე უფრო არავის უნდა არც ცხინვალის, არც სოხუმის, არც ლესელიძის დაბრუნება, ფეხდაფეხ მაქვს სხვებისგან განსხვავებით მოვლილი სამაჩაბლოც და აფხაზეთიც, როცა პატარა ბავშვი ვიყავი და დავდიოდი ყველგან, მახსოვს ძალიან კარგად ეს ყველაფერი, თქვენგან განსხვავებით სამწუხაროდ“ – განუცხადა ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვიკა ფილფანი – დრო მოჭამეს იმ პარტიებმა, რომლებმაც ჯერ 4 ოქტომბერი მოაწყვეს, შემდეგ სხვებს შეახოცეს ხელები, ახლა რაღაცას ფაფხურობენ და სხვას ლანძღავენ

საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, „ნაცმოძრაობის“ ფორმალური მმართველი ვინ იქნება, რადგან ვიცით, რომ ყველა გადაწყვეტილებას იღებს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მითითებებს იღებს ბიძინა ივანიშვილისგან, – ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ვიკა ფილფანმა განაცხადა.„კიდევ არსებობს „ნაცმოძრაობა?“ მეგონა, ბიძინამ უკვე აკრძალა. მგონი, ამ პარტიისგან არაფერი დარჩა, გარდა ბიძინას ხელის კაცისა, მიხეილ სააკაშვილისა, რომელიც საათში ერთხელ წერს პოსტებს ციხიდან.  პროპაგანდას თუ რამე დახმარება სჭირდება, მაშინვე მიხეილ სააკაშვილისგან იდება პოსტი პოსტზე და შემდეგ ამაზე იგება მთელი პროპაგანდა. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ამ პარტიის ფორმალური მმართველი ვინ იქნება, რადგან ვიცით, რომ ყველა გადაწყვეტილებას იღებს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მითითებებს იღებს ბიძინა ივანიშვილისგან. ბოლო წლების განმავლობაში იმდენი სარგებელი „ქართული ოცნებისთვის“ არავის მოუტანია, რამდენიც მოუტანა მიხეილ სააკაშვილმა. კითხვაზეც გაგვცენ პასუხი: ჯერ ოთხი წელი სასტუმროში ჰყავდათ, ახლა გადაიყვანეს, ახლა საათში ერთხელ ინტერნეტთან აქვს წვდომა, რანაირად? სხვა პატიმრებს არ აქვთ არაფერი სათქმელი? რა თქმა უნდა, აქვთ, უბრალოდ მიხეილ სააკაშვილი პრივილეგირებული ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, რადგან მას აწყობს. ასე რომ, ახლა ორი სახელი გადანაცვლდება თუ გადმონაცვლდება, გარეთ რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მაინც ყველა იმ მითითებას შეასრულებს, რასაც მიხეილ სააკაშვილი მისცემს, სააკაშვილი კი იმ მითითებას მისცემს მათ, რასაც ბიძინა ივანიშვილი მისცემს“, – განაცხადა ფილფანმა.ფილფანის თქმით, მხარს უჭერს ახალი პარტიების გააქტიურებას და ახალი პარტიების შექმნასაც, სადაც იქნებიან კეთილსინდისიერი ადამიანები, განვითარებული ახალგაზრდები, რომლებიც ძალიან კარგად ხვდებიან, რა არის დემოკრატია.როგორც ფილფანმა აღნიშნა, „დრო მოჭამეს იმ პარტიებმა, რომლებმაც ჯერ 4 ოქტომბერი მოაწყეს, შემდეგ სხვებს შეახოცეს ხელები, ახლა რაღაცას ფაფხურობენ და სხვას ლანძღავენ“.„გავმიჯნოთ ჩვენი პარტია და ჯგუფი „4 ოქტომბრელები“. 4 ოქტომბრის მერე საერთაშორისო მხარდაჭერა ოპოზიციის მიმართ შემცირდა, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან არავის უნდა ისეთი ხალხის მხარდაჭერა, რომელიც ქვეყანას ისეთ ზიანს აყენებს, როგორი ზიანიც ამ ადამიანებმა 4 ოქტომბერს მოუტანეს თავიანთი დაუფიქრებლობით, ზოგიერთმა შეგნებულადაც კი. შესაბამისად, მათ ადგილას საერთოდ გავაქტიურდებოდი კი არა, ყოველდღიურად ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ის დაჭერილი ხალხი გარეთ გამოსულიყო და მერე დავიხურავდი ქუდს, წავიდოდი სახლში და აღარასდროს გავეკარებოდი პოლიტიკას, ისეთი რამ დამართეს ქვეყანას თავიანთი სიშლეგით. 7 იანვრის მერე კი ველოდებოდით რაღაც ახალ გეგმებს, მაგრამ ჯერ, ეტყობა, გადაიწია ამ გეგმების გამოქვეყნებამ, ველოდებით.რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, ჩვენ ვართ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, სადაც გამოვიყენებთ ყველანაირ ბერკეტს და ტრიბუნას, რომ ქართველი ხალხის და ამ ქვეყნის ინტერესი დავიცვათ“, – განაცხადა ფილფანმა.

ავიაკატასტროფას ცნობილი მომღერალი და მისი გუნდის წევრები ემსხვერპლნენ

კოლუმბიაში, პაიპას აეროპორტიდან აფრენიდან მალევე, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.dailymail-ის ინფორმაციით, 6 დაღუპულს შორის 34 წლის კოლუმბიელი ცნობილი მომღერალი, იესონ ხიმენესია, რომელიც თვის ჯგუფთან ერთად კონცერტის ჩასატარებლად მიფრინავდა.მედიის ცნობით, თვითმფრინავმა სიმაღლის აკრეფა ვერ შეძლო და ჩამოვარდა. დაღუპულია ორივე პილოტი და 4 მგზავრი."სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც საგანგებო სიტუაციების სამსახურები და ეროვნული პოლიცია ავიაკატასტროფის ადგილზე მივიდნენ, დადასტურდა თვითმფრინავში მყოფი ექვსივე ადამიანის დაღუპვა", - განაცხადეს კოლუმბიის სამოქალაქო ავიაციის სამსახურში.

ლოცვა, რომელიც უდიდესი მადლის მატარებელია

ოპტელი ბერების ლოცვა, რომელიც უდიდესი მადლის მატარებელია, წაიკითხეთ ყოველდღე და ნახავთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება – მადლით აივსებით.ოპტელი ბერების ლოცვა უფალო, მომეც მე ძალა, რათა სიმშვიდითა სულიერითა მივიღო ყოველივე, რასაცა მომიტანს დღეი ესე, მომეც მე ძალა, რათა სრულიად მინდობილ ვექმნე წმიდასა ნებასა შენსა. ყოვლითურთ მიწინამძღვრე და შემეწიე მე თვითოეულსა ჟამსა დღისასა. რაიცა რა ამბავი მესმას დღესაცა ამას, მასწავე მიღებად მისსა სულითა სიმშვიდისათა, რწმენითა მტკიცითა, რამეთუ ყოველივე ნებითა შენითა წმიდითა ქმნილ არს.შენ ექმენ მარადის წინამძღვარ აზრთა და გრძნობათა ჩემთა ჟამსა შრომისა და უბნობისა, ჟამსა ყოვლისა უცებისა საქმის მოწევნისასა.ნუ მიმცემ მე დავიწყებად, რამეთუ ყოველივე შენ მიერ მოვლინებულ არს. მასწავე მე კეთილგონიერებითა და წრფელად ცხოვრება ჩემდათანა ყოვლისა სახლობისაითა, არა წყინებად და არცა აღშფოთებად ვინმესა. უფალო, მომეც მე ძალა, რათა დავითმინო დაშრომაი მდგომარისა დღისაი და ყოვლისა შემთხვევისაი განმავლობასა შინა მისსა. ექმენ წინამძღვარ ნებასა ჩემსა და მასწავე მე ლოცვაი, სასოებაი, რწმენაი, სიყვარული, მოთმინებაი და მიტევებაი, ამინ.

მექსიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ქვეყანაში ნარკოკარტელების წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ჩარევას გამორიცხავს

მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ქვეყანაში ნარკოკარტელების წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ჩარევას გამორიცხავს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.კლაუდია შეინბაუმმა აღნიშნა, რომ ტრამპი დაჟინებით სთავაზობდა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას აშშ-ის ძალების მონაწილეობით, თუმცა, შეინბაუმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მოლაპარაკების საგანი არ არის და ნებისმიერი თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემის ჩარჩოებში გაგრძელდება.ამასთან, შეინბაუმმა განაცხადა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფენტანილის რაოდენობა დაახლოებით 50 პროცენტით შემცირდა.„ჩვენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად ვისაუბრეთ უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი მუშაობის შესახებ. ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვანი შედეგები მივიღეთ. მაგალითად, ფენტანილის რაოდენობა ერთ წელიწადში 50 პროცენტით შემცირდა. ზოგადად, ის დაჟინებით მოითხოვს აშშ-ის ძალების მონაწილეობას. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს აუცილებელი არ არის და ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვიცავთ ტერიტორიულ მთლიანობას და არსებობს თანამშრომლობა, რომელიც მუშაობს. ასე რომ, ეს აუცილებელი არ არის“, – განაცხადა შეინბაუმმა.მისი თქმით, ტრამპმა ჰკითხა ვენესუელასთან დაკავშირებით მექსიკის პოზიციის შესახებ, რაზეც მექსიკის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ქვეყანა კონსტიტუციის თანახმად, სამხედრო ჩარევებს ეწინააღმდეგება.ამასთან, შეინბაუმის თქმით, მექსიკა მზადაა, თხოვნის შემთხვევაში, დაეხმაროს კუბასა და შეერთებულ შტატებს შორის კომუნიკაციაში.

დავით მხატვრიშვილი-კაცმა რომელმაც რუსეთისკენ კურსი არ აღიარა. კაცმა არომელმაც რუსული კანონის მიღებაზე უარი თქვა და გადადგა თანამდებობიდან. იმიტომ რომ ამერიკის კონგრესში სიტყვა მისცა, რომ...

,,კაცმა რომელმაც რუსეთისკენ კურსი არ აღიარა. კაცმა არომელმაც რუსული კანონის მიღებაზე უარი თქვა და გადადგა თანამდებობიდან. იმიტომ რომ ამერიკის კონგრესში სიტყვა მისცა, რომ ევროპაში უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ ამ კანონს აღარ გამოიტანდა დღის წესრიგში. აი, მაგიტომ არის თურმე( მოღალატე.)?!გაუმარჯოს ირაკლის ძირს რუსეთი და დღევანდელი მთავრობა!!!❤️-წერს სოციალურ ქსელში დავით მხატვრიშვილი

ბოლო სიახლეები