გია ცაგარეიშვილის ევროკავშირის წარმომადგენლობას ყოფილი სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან კითხვები აქვს. ამ თემაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე „იმედის კვირას“ ესაუბრა.
„ბატონი ტუღუშის საქმიანობაზე კითხვის ნიშანი არ ჩნდება? საერთოდ არ გიჩნდება კითხვა, რას აკეთებდა მაშინ, როცა ხალხი იხოცებოდა, როცა ქუჩაში არბევდნენ მიტინგებს, როცა არჩევნებს აყალბებდნენ ტოტალურად, როცა პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიდნენ. შენ ეს არ იცოდი? ეს დავიჯერო? არ მჯერა ამის. და თუ იცოდი და მაინც გინდა რომ ამ რეჟიმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ვინმე ტუღუში მოავლინო ახლა სახალხო დამცველის მრჩევლად, რატომ აკეთებ ამას? კითხვა მიჩნდება“, – აცხადებს ცაგარეიშვილი.