ორშაბათი, სექტემბერი 15, 2025

გია ვოლსკი – უკრაინის შემდეგ, საქართველო ყველაზე დიდი საფრთხის მქონე ქვეყანაა რუსეთის მხრიდან, იმის მიუხედავად, კარასინი გაგახარებთ თუ არა თავისი განცხადებით, ჩვენ ვართ ნომერი პირველი სამიზნე

საქართველოს სახელით მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე არავინ ყოფილა წარმოდგენილი, იქ თავის კერძო ინიციატივით ჩავიდა რამდენიმე ექსპერტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა მოსკოვში, გონჩაკოვის ფონდში გამართულ შეხვედრაზე გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „საერთაშორისო სანქციებზე საქართველოს პოზიცია შეუმჩნეველი არ დარჩება“.

„საქართველოს სახელით იმ შეხვედრაზე არავინ ყოფილა წარმოდგენილი. იქ თავის კერძო ინიციატივით ჩავიდა რამდენიმე ექსპერტი. ყველას გვარი არ მახსოვს. მნიშვნელოვანი არის ის, რომ კარასინი და რუსეთის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებას, რომელიც მათ სჭირდებათ იმისთვის, რათა შემდეგ კითხვა დასვათ. იმათ თავისი ხედვა და პოზიცია აქვთ და ამ თემაზე ჩვენს სივრცეში კამათიც არ ღირს. რაც შეეხება საექსპერტო ჯგუფის იქ მოგზაურობას, რასაკვირველია, ამას მხარს ვერ დავუჭერ, რადგან ეს არის იმ პრინციპებზე და იმ ინტერესებზე წინ გადახტომა, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, არც სარგებლიანია და უფრო უარყოფითად შეიძლება, იყოს განხილული, თუმცა მათი დონე არ განაპირობებს სახელმწიფო პოზიციის ჩამოყალიბებას, ან ცვლილებას, ან ერთი ან მეორე მიმართულებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, რატომ აქებს რუსეთი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებს, გია ვოლსკიმ აღნიშნა:

„რეალურად, ის შეკითხვა და არგუმენტი – კი მაგრამ, რუსეთის ფედერაცია თუ თბილისს ბომბებით არ ესხმის თავს, ე.ი. თქვენ პრორუსულები ხართ და არ ხართ პროდასავლურები, ეს საკმაოდ უბადრუკი არგუმენტია და ამ არგუმენტს თავისი სტრატეგიული ინტერესი და მიმართულება აქვს. მიმართულება გარკვეულწილად გამოიხატება ხშირ შემთხვევაში, მათ შორის პოლიტიკური წარმომადგენლების განცხადებებისგან. დღეს რუსეთს ასე სჭირდება. ხვალ შეიძლება, სულ სხვანაირად დასჭირდეს, მაგრამ მინდა, ერთი რამ ვთქვა ყველას გასაგონად, როგორი პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა ჰქონდეს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო უკრაინის შემდეგ არის ყველაზე დიდი საფრთხის მქონე ქვეყანა, სწორედ რუსეთის მხრიდან. იმის მიუხედავად, კარასინი გაგახარებთ თავის განცხადებით თუ არა, ჩვენ ვართ ნომერი პირველი სამიზნე, ეს გვახსოვდეს ყველას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოს, მის საზოგადოებას სამიზნის რეალიზაცია როგორმე თავიდან ავაცილოთ. არსებობს პოლიტიკური ძალები, რომელთა მიზანია, სამიზნე რეალურად ვიქცეთ და ამ სიტუაციაში შეიძლება, შემდეგ პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, საფრთხეების განსახილველად რატომ არ ტარდება უშიშროების საბჭოს სხდომა გაფართოებულ ფორმატში, ვოლსკიმ განაცხადა, რომ ოპოზიციის მონაწილეობით მსგავსი შეხვედრების გამართვა შეიძლება, უფრო საფრთხის შემცველი გახდეს.

„ოპოზიციის როლი, ამ შემთხვევაში, იმდენად ნეგატიური და დესტრუქციულია, ყოველ შემთხვევაში, ძირითადი ძალის, რომელიც უპირისპირდება ნებისმიერ იდეას, წამოწყებას, აზრს და პრაქტიკულად ოპოზიციონერობიდან დესტრუქციულობის აქტიურ ფაზაში უკვე გადავიდა, რომ მათთან ერთად, თუნდაც, დახურულ ფორმატში საკითხის განხილვა შეიძლება, უფრო საფრთხის შემცველი გახდეს და მოამრავლოს საფრთხეები ჩვენს გარშემო. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს სხდომას, მე არ ვიცი, თქვენ რატომ არ კითხულობთ, ტარდება თუ არა ყოველდღიურად ინტენსიური სამუშაო შეხვედრები იმ სტრუქტურების მონაწილეობით, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები არიან. ტარდება მათ შორის, ეკონომიკურ გუნდთან და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან. მიუხედავად ამხელა შიდა დესტრუქციული ძალის მოქმედებისა, ასე თუ ისე, ქვეყანა უკვე დიდი ხანია, ინარჩუნებს სტაბილურობას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – ჩვენი პოლიტიკა არის პროქართული, ქართველობა მეამაყებოდა მაშინ, როდესაც ევროპაში ვცხოვრობდი და მეამაყება დღეს, როცა მმართველ გუნდთან ერთად ვმონაწილეობ ქვეყნის განვითარებაში

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას შეხვდა, მოისმინა მათი მოსაზრებები და გააცნო სამომავლო გეგმები.ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.დედაქალაქის მერის თქმით, ბოლო წლებში განხორციელებული მასშტაბური პროექტებისა და თბილისის მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგი სახეზეა, რასაც მოსახლეობა კარგად ხედავს და აფასებს, თუმცა რჩება ბევრი გამოწვევა, რის დასაძლევად მზად არის თავის გუნდთან ერთად.„ჩემთვის დიდი პატივია, მომავალშიც ვემსახურო თბილისს და თბილისელებს. ძალიან ვუფრთხილდები თქვენს ნდობას და სიყვარულს. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მოტივაციის მთავარი წყარო ხართ თქვენ, რიგითი თბილისელები, ადამიანები, რომელთა ცხოვრების სასიკეთოდ გარდაქმნაში თუნდაც მცირე წვლილი გვაქვს შეტანილი. გვაბედნიერებს ყოველი გახარებული ადამიანის ნახვა, თუმცა ილუზიაში არ ვიმყოფები და ვიცი, რომ პრობლემა ბევრია, რასაც სჭირდება გამკლავება.ახლა ვიმყოფები თბილისის გულში, მთაწმინდის რაიონში, ჩვენი დედაქალაქის ისტორიულ არეალში. აქ არაერთ ოჯახს აქვს ავარიული საცხოვრებლის პრობლემა. 2026 წლიდან ჩვენ ავამოქმედებთ ახალ პროგრამას ისტორიულ არეალში მდებარე ავარიული შენობების ჩასანაცვლებლად. ამ თემაზე მე უკვე ვისაუბრე მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერია გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან ისტორიულ არეალში არსებულ უძრავ ქონებას, რაც შეფასდება საბაზრო ღირებულებით და დაიცავს მოსახლეობის ეკონომიკურ ინტერესებს. ისტორიულ ზონაში გათავისუფლებული არეალები კი მომზადდება საინვესტიციო მიზნებისთვის ისე, რომ ქალაქის ისტორიული იდენტობა შენარჩუნდეს, მაგრამ პარალელურად გაჩნდეს განვითარების ახალი შესაძლებლობები“, – განაცხადა კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღიურ შეხვედრებზე მოსახლეობის მხრიდან ერთსულოვნებას და მხარდაჭერას გრძნობს, დარწმუნებულია არჩევნებში გამარჯვებაში.„ჩვენი პოლიტიკა არის პროქართული, ჩვენი მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესების დაცვა. საქართველო ჩვენი სამშობლოა და ის ერთადერთია. ქართველობა მეამაყებოდა მაშინ, როდესაც ევროპაში ვცხოვრობდი და მეამაყება დღეს, როდესაც ამ ქვეყნის განვითარებაში მმართველ გუნდთან ერთად ვმონაწილეობ.ამ ერთსულოვნებით, რასაც ვხედავთ, რაც მთელ ქალაქშია, რასაც მოსახლეობასთან შეხვედრებზე ვგრძნობთ, დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბერს ყველანი გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს თბილისი, ჩვენი ქვეყანა. დღეს, ისე როგორც არასდროს, ქვეყანაში გვჭირდება მშვიდობის შენარჩუნება. ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, როდესაც მოსახლეობას ვხვდები, ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ისინი ჩვენი გაკეთებული პროექტებით მადლიერები არიან, თუმცა ჩვენ წინაშე უამრავი პრობლემა დგას. მე არ მეშინია ამ გამოწვევების, რადგან ძალიან ძლიერი გუნდი მიმაგრებს ზურგს. თქვენ ჩემი თანაგუნდელები ხართ, ჩემთან ერთად იბრძვით ყოველდღიურად, რომ ერთად რაღაც კარგი გავუკეთოთ ამ ქალაქს, მშვიდობა შევუნარჩუნოთ ჩვენს ქვეყანას. მჯერა, თქვენი მხარდაჭერით, 4 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.მთაწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრას დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი დაესწრნენ.

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად არის მოშლილი, არის განხეთქილება ოპოზიციის შიგნით, ასეთ ფონზე, არავის უკვირს, რომ ჩვენი რეიტინგი იმატებს, ხოლო ოპოზიციის რეიტინგი რადიკალურად მცირდება

ოპოზიცია მთლიანად არის მოშლილი და ეს პირდაპირ აისახება რეიტინგებშიც, არის განხეთქილება ოპოზიციის შიგნით, ასეთ ფონზე, არავის უკვირს ის, რომ ჩვენი რეიტინგი იმატებს, ხოლო ოპოზიციის რეიტინგი რადიკალურად მცირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობაიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.პრემიერის თქმით, რადიკალურ ოპოზიციის დასუსტება არის ერთადერთი გზა, რაც ქვეყანას მიიყვანს დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებამდე.„ოპოზიცია მთლიანად არის მოშლილი და ეს პირდაპირ აისახება რეიტინგებშიც. არის განხეთქილება ოპოზიციის შიგნით. ასეთ ფონზე არავის უკვირს ის, რომ ჩვენი რეიტინგი იმატებს, ხოლო ოპოზიციის რეიტინგი რადიკალურად მცირდება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენი ამოცანა იყო რადიკალური ოპოზიციის დასუსტება, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რაც ჩვენ მიგვიყვანს დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებამდე. კვლევები აჩვენებს იმას, რომ ეს პროცესები სწორი მიმართულებით მიდის“, – განაცხადა პრემიერმა.

„რაღაც სერიოზული გჭირს… ეს უბრალოდ ავადმყოფობაა“ – ვის მიმართავს ნიკოლოზ ბასილაშვილი

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში  ამერიკელი კონსერვატორი კომენტატორის ჩარლი  კირკის მკვლელობას ეხმაურება.„თუ ჩარლი კირკის გარდაცვალებას ზეიმობ, რაღაც სერიოზული გჭირს. არ მაინტერესებს, მემარჯვენე ხარ, მემარცხენე, ზემოთ, ქვევით, თუ სადღაც შუაში - ეს უბრალოდ ავადმყოფობაა...“, - წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.ცნობისთვის, ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი 10 სექტემბერს, იუტის შტატის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ყელის არეში დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 22 წლის ტაილერ რობინსონი თავდასხმიდან 33 საათის შემდეგ დააკავეს.კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო, მის პოდკასტს მილიონობით გამომწერი ჰყავს.

გიორგი ვოლსკი: როდესაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მისცეს, იგი ყველა მონაცემით იმსახურებდა ამას და დღესაც არ დავცილებივართ იმ პრინციპებს, რაზედაც თავიდან შევთანხმდით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ საკითხის მიღწევა პროცედურულად საკმაოდ რთულია.„როდესაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მისცეს იგი ყველა მონაცემით იმსახურებდა ამას და დღესაც არ დავცილებივართ იმ პრინციპებს, რაზედაც თავიდან შევთანხმდით, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით.არ არსებობს რეიტინგი, რომლითაც რომელიმე კანდიდატ ქვეყანას ჩამოვრჩებით. წინ ვუსწრებთ ევროკავშირის არაერთ ქვეყანას. აქედან გამომდინარე ამ გადაწყვეტილების მისაღებად ევრობიუროკრატიის მხოლოდ პოლიტიკური ნება არ კმარა, რათა დაისაჯოს საქართველო იმისათვის, რომ ყველა არ გამოდის და არ ებრძვის იმ ხელისუფლებას, რომელიც სტაბილურობას ინარჩუნებს. ქვეყნების გარკვეულ რაოდენობას, ამ გზაზე შედგომა არ აწყობს, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც ყველამ ვიცით“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.მისი თქმით, ადგილი აქვს სერიოზულ, ინტენსიურ და გეგმაზომიერ პოლიტიკურ ზეწოლას საქართველოზე კონკრეტული მიზნით.„სურთ, საქართველო ჩაერთოს იმ დაპირისპირებაში, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. ეს არ არის ახალი თემა და ამას არც მალავენ. ასე, რომ ამ ვითარებაში განიხილო საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი, აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რითიც ამაყობს ევროკავშირი“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელია – ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ

14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელიწადია. ეს დღე, უფლის მიერ დადგენილ წმინდა დღესასწაულია. ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა – ანუ მარტიდან, (ქვეყნის შესაქმის თვიდან) მეშვიდე თვე – სექტემბერი.ტარადიცულად ყველა ტაძარში ამ დღეს იხდება სამადლობელი და სასწავლო პარაკლისი. ეკლესია მადლობას სწირავს უფალს, გასულ წელს მიღებული მოსავლისათვის და სამომავლოდაც ევედრება, ქვეყანამ გამოსცეს ნაყოფი თვისი.ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ:ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა სიტკბოებითა შენითა უფალო, დაიცევ მეფე და სამწყსო შენი, რომელი გევედრებიან ღმრთის-მშობელისა მიერ, დიდისაებრ წყალობისა შენისა.14 სექტემბერს არის ასევე ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „შენ ხარ ვენახის“ ხსენების დღე.ამ ხატის წინაშე აღესრულება უამრავი სასწაული – უშვილოებს შვილი მისცემიათ, სნეულთ კურნება მიუღიათ. ხშირია ხატიდან მირონდენა..

ბოლო სიახლეები