ევრონესტის კრიტიკაზე ცალკე კითხვა ქმნის განცდას, თითქოს, საქართველოს მიმართ ცეცხლი სხვადასხვა მიმართულებებიდან არის გახსნილი, ყველა სტრუქტურა „სახალხო პარტიას“ ექვემდებარება და ყველა სტრუქტურას ერთი ხელმძღვანელი ჰყავს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს სიტუაციას ბრიუსელის ბიუროკრატია მართავს, რომელშიც საქართველო ჩამოყალიბებული სამიზნეა იმისთვის, რომ მათი დიდი გლობალური ამოცანები შესრულდეს.
„საქართველო პროქსი ომში არ ერთვება და ყველა მიმართულებიდან საკმაოდ ინტენსიურ შეტევას უნდა მოველოდეთ. ეს შეტევები ბოლო პერიოდში გაძლიერდა და ფიზიკური დაპირისპირებების სახე 4 ოქტომბერს მიიღო. თუ ამას არ გაითვალისწინებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან არავის გაუკვირდება, მაგრამ კიდევ ერთი სერიოზული თემაა – მათ შეიძლება საზოგადოების დასჯაზე დაიწყონ საუბარი, რომელიც ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს არ დაეთანხმა და ხმა “ქართულ ოცნებას” მისცა. პრაქტიკულად, ეს სასჯელი შანტაჟის მექანიზმია. აქამდე დაცემას ვერ წარმოვიდგენ, რომ საზოგადოებას “ქართული ოცნების” მხარდაჭერისთვის დაუპირისპირდნენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

