პარასკევი, მაისი 16, 2025

გია ვოლსკი – საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს

საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „ამ მოგონილი თემების უკან ბოროტი გეგმა და სტრატეგიაა“.

„დიდ ბრიტანეთში დავით კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება. აქეთ ზურაბ ადეიშვილია, რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავეა და გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში გადაადგილდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, რათა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, გონება აურიონ. ამის უკან ბოროტი გეგმა და სტრატეგიაა, რაც საქართველოში ისეთი ხელისუფლების მოყვანას გულისხმობს, რომელიც მათი მორჩილი იქნება. ზოგადად, ჩვენს ოპოზიციას მარიონეტიზმი სჭირს. ეს არის დაავადება, რომელიც განუკურნებელია. საქართველოს მიმართ ეს რეალობაა, მაგრამ მაინც წინ ვართ და ეკონომიკური ზრდა არ შემცირებულა. სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს. კეზერაშვილი და ადეიშვილი თავიდან ბოლომდე სისხლში იყვნენ გასვრილები. მათ არათუ ადამიანის უფლებები დაარღვიეს, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტი გაძარცვეს. კეზერაშვილი მულტიმილიონერი ასე გახდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რუსტემ უმეროვი – ჩვენი პრიორიტეტი იყო ხალხი, სწორედ ამიტომ, მივაღწიეთ შეთანხმებას ტყვეების გაცვლაზე, ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა

ჩვენი პრიორიტეტი იყო ხალხი. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ტყვეების გაცვლაზე. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ფოკუსირებული ვართ ომის დასრულებაზე, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, მოლაპარაკებებზე მეორე მიზანი იყო ცეცხლის შეწყვეტის საკითხის განხილვა. „ჩვენი გუნდები იმუშავებენ დეტალების გაცვლაზე“, – განაცხადა რუსტემ უმეროვმა.ამასთან, უმეროვი მიიჩნევს, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება ლიდერების დონეზე შეხვედრის ორგანიზება.„ჩვენი პრეზიდენტი აქ მაღალი დონის განხილვებს ელოდებოდა. ვფიქრობ, შემდეგი ნაბიჯი იქნება ლიდერების დონეზე შეხვედრის ორგანიზება. ამ ეტაპზე, კიდევ ერთხელ გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ უკრაინას სურს მშვიდობა, უკრაინა ფოკუსირებულია ხალხზე. ჩვენ შეგვიძლია, გვაქვს უნარი, განვაგრძოთ ბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ, ჩვენ გვჭირდება ამ ომის დასრულება“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.ცნობისთვის, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთი და უკრაინა „1000/1000-ზე ფორმულით“ ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე – დღევანდელი მოლაპარაკებების სავარაუდო წარმატება ჯერ კიდევ განსამტკიცებელია, ეს ნიშნავს, რომ ზეწოლა რუსეთზე უნდა გაგრძელდეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, სერგეი კისლიცამ განაცხადა, რომ დღევანდელი მოლაპარაკებების შესაძლო წარმატებას ჯერ კიდევ მყარი საფუძველი სჭირდება.„დღევანდელი მოლაპარაკებების სავარაუდო წარმატება ჯერ კიდევ განსამტკიცებელია. ეს ნიშნავს, რომ ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ნამდვილად არ უნდა მოვდუნდეთ“, – აღნიშნა კისლიცამ.მისი თქმით, ბევრი საკითხი მხოლოდ ლიდერების პირისპირ შეხვედრის შემთხვევაში გადაწყდება, „იმის გათვალისწინებით, რომ საკითხები კომპლექსურია და რუსეთის ფედერაციის ბუნების გათვალისწინებით, სადაც პრაქტიკულად თითოეული საკითხი, რომელიც დგას, მხოლოდ პრეზიდენტი წყვეტს“.

ირაკლი კობახიძე – საქართველოს სამხრეთ კავკასიაში საკვანძო როლი აქვს, ასევე ვახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტებს ევროკავშირისა და ჩვენი რეგიონის ერთმანეთთან დაკავშირებისთვის

საქართველოს აქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონში საკვანძო როლი, ჩვენ, მთელი ამ წლების განმავლობაში, დადებითი წვლილი შეგვაქვს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში და მომავალში, სწორედ, ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,  ირაკლი კობახიძემ ალბანეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, საქართველო ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებთან ერთად, რომელიც დაკავშირებადობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.„ჩვენ ევროპასთან ვაკავშირებთ ორ მეზობელ ქვეყანას – აზერბაიჯანსა და სომხეთს. ასევე, საქართველო ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებთან ერთად, რომელიც დაკავშირებადობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპისთვის, ევროკავშირისთვის, ევროკავშირისა და ჩვენი რეგიონის ერთმანეთთან დაკავშირებისთვის. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია თანამშრომლობისთვის ამ მიმართულებით, ამას ემსახურება იგივე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, სხვა პროექტები, რომლებიც დაკავშირებადობას აუმჯობესებს და მომავალშიც აქტიურად ვიქნებით დაკავებულები მსგავსი პროექტების განხორციელებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ორ მეცნიერ-მკვლევარსა და ორ თანამშრომელს საპატიო დიპლომები გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ენერგეტიკის ფაკულტეტის ორი მეცნიერ-მკვლევარი და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ორი თანამშრომელი სტუ-ის საპატიო დიპლომებით დააჯილდოვა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, რექტორმა აკადემიური საბჭოს სხდომაზე საპატიო დიპლომები ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, პროფესორ ლალი ხუნწარიას, ელექტროენერგეტიკისა და ელექტრომექანიკის დეპარტამენტის ლაბორანტ ნიკოლოზ ავლოხაშვილს, სტუ-ის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორ თამაზ ურთმელიძესა და სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, დოქტორ ლევან ფიფიას გადასცა.როგორც რექტორმა აკადემიური საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, ლალი ხუნწარიას, ნიკოლოზ ავლოხაშვილს, თამაზ ურთმელიძესა და ლევან ფიფიას მრავალი წელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობაში დიდი წვლილი შეაქვთ, შედეგად აკადემიურმა საბჭომ მათი საპატიო დიპლომებით დაჯილდოების გადაწყვეტილება მიიღო.„აკადემიური საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, დააფასოს ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ჩვენი უნივერსიტეტის მიმართ განსაკუთრებული ერთგულებითა და პროფესიონალიზმით. მათი საქმიანობა მაღალ შეფასებას იმსახურებს და მიმართულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარებისა და წარმატებისკენ. აკადემიური საზოგადოების სახელით, გულითადად ვულოცავ მათ და წარმატებებს ვუსურვებ”, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

ირაკლი კობახიძე – სამიტის ფარგლებში მქონდა 30-მდე ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, მრგვალი მაგიდის ფორმატში კი ხაზი გავუსვი, რომ საქართველოს მიმართ გარკვეული უსამართლობა უნდა შეიცვალოს

EPC-ის სამიტის ფარგლებში, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, ყოველთვის ვეხებით იმ თემებს, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ალბანეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მრგვალი მაგიდის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება დაუთმო იმ უსამართლობას, რომელიც საქართველოს მიმართ არის და რომელიც უნდა შეიცვალოს.„სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ აქ გვაქვს მოსაზრებების გაცვლისა და ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობა. ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და, ასევე, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების საშუალება. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვეხებით იმ თემებს, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის, საქართველოს თანამშრომლობისთვის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან.ასევე, მრგვალი მაგიდის ფორმატში გვქონდა გამოსვლის საშუალება. სიტყვით გამოვედი სხვადასხვა თემაზე, ვისაუბრე ევროპის განვითარების პერსპექტივებზე საქართველოს გადმოსახედიდან, ასევე საუბარი მქონდა უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩვენს შეხედულებებზე და საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე. ხაზი გავუსვით იმას, რომ არის გარკვეული მნიშვნელოვანი უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები