პარასკევი, იანვარი 3, 2025

გია ვოლსკი – საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის ურთიერთობები არა თუ გაგრძელდება, არამედ გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის რეესტრში გადავა

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მისთვის არ არსებობს ისეთი თანხა, რამაც საქართველოს ინტერესები შეიძლება გადაწონოს, დე ფაქტოდ დაყადაღებულ თანხებთან დაკავშირებით მის ნათქვამს სხვაგვარი ინტერპრეტაცია ვერ ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის რეესტრში გადავა.

„ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება, სასაუბროდ დაჯდე მაშინ, როდესაც შენი ფინანსური რესურსი დე ფაქტოდ დაყადაღებულია, რადგან არავინ ჩათვალოს, რომ ფულზეა საუბარი და ფულის საკითხის განხილვა მიდის, რომ არავინ ფულზე ლაპარაკი არ დაუშვას. ბიძინა ივანიშვილმა თქვა ეს და გადმოთარგმნეთ ისე, რომ ვინმეს ფულის გამო არ შეხვდა. როდესაც ჩვენ შორის რაღაც თემაა, რაც ზედაპირზე არ ჩანს, არ შეიძლება, დავსხდეთ და სახელმწიფო ურთიერთობების საკითხებზე ვილაპარაკოთ, მაშინ როდესაც ჯიბეში გიდევს გარკვეული მექანიზმი, რითაც ზემოქმედებას ახდენ. მე და თქვენ თუ ერთმანეთს ვხვდებით და კითხვა-პასუხის რეჟიმში ვურთიერთობთ, ეს ვერასდროს შედგება, როდესაც თქვენ ისეთი თემა გაქვთ, რითაც ჩემზე გავლენის მოხდენის რესურსი გაგაჩნიათ. საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის ურთიერთობები არა თუ გაგრძელდება, არამედ გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის რეესტრში გადავა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ფოტო/ვიდეო: „გილოცავთ ახალ წელს“ – ნანუკა გუდავაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

ბერა ივანიშვილის მეუღლე ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს გვიზიარებს და ახალ წელს გვილოცავს. „გილოცავთ ახალ წელს“, – წერს ნანუკა.  

„საქართველოს გაუმარჯოს!“ – ილია თოფურია და მისი ოჯახი 2025 წელს გვილოცავენ

UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას მეუღლე „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს კადრებს, თუ როგორ აღნიშნა ოჯახმა ახალი 2025 წლის მოსვლა. როგორც გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, ოჯახმა დრო ბედნიერად გაატარა.

ირაკლი ჩიქოვანმა 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახალი 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანი ახალ წელს სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა. მათ პირად შემადგენლობას და ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ ირაკლი კალანდაძეს ახალი წელი მიულოცეს და სამხედროებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეოკონფერენციის საშუალებით სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადიდან მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.

თიკა ალავიძე და ზაზა ფაჩულია 2025 წლის დადგომას გვილოცავენ – ფოტოები

 კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას მეუღლე თიკა ალავიძე ფაჩულია სოციალურ ქსელში საოჯახო ფოტოებს გვიზიარებს და ახალი, 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა ფოტოებმა დიდ მოწონება, თიკამ და მისმა ოჯახმა კი უამრავი მილოცვა მიიღეს.

ნახეთ, გიორგი ძოწენიძის და მია მაჩაბლის საახალწლო ფოტოსესია

მომღერალი გიორგი ძოწენიძე მეუღლესთან, მია მაჩაბელთან და შვილებთან ერთად გადაღებულ საახალწლო კადრებს გვიზიარებს და ახალი 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა კადრებმა უამრავი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა.

ბოლო სიახლეები