ხუთშაბათი, აპრილი 3, 2025

გია ვოლსკი: რასაკვირველია რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხელს არ მოაწერდა!

რასაკვირველია, რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხელს არ მოაწერდა! ყველა მხარე მოგებული დარჩა, პირადად სააკაშვილის ჩათვლით, წააგეს ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა, ზოგადად, საქართველომ! – წერს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი.

მისივე თქმით, სად დაიწერა სცენარი – ეს შეკითხვა ღიად რჩება.

„და კიდევ ერთხელ! საქმე მარტო იმაში კი არაა, თუ რატომ არ გამოიყვანეს ხალხი გარდაუვალი განსაცდელის ზონიდან ინტერვენციამდე, არამედ არ გამოყვანის ახსნაა მთავარი “ვერ გავაფრთხილეთო” და მორჩა. არ მორჩა! ამასთან დაკავშირებულ მთავარ შეკითხვას არ სცემენ პასუხს – რატომ აცხადებდნენ საგარეო საქმეთა და სახელმწიფო მინისტრები 4, 6 და 8 აგვისტოს დილამდე, რომ ინტერვენცია არაა მოსალოდნელი? რატომ უბრძანეს უწყებებს არ გამოსულიყვნენ? რატომ გვაჯერებდნენ, რომ მოსკოვი გაოცებულია სეპარატისტების პროვოკაციების გამო? შესაბამისად, არც აგვისტოს დასაწყისში, ინტენსიური სროლების დროს და არც შემდგომ, არ ატეხეს განგაში, არ მიმართეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეკრების მოთხოვნით!

ჯერ 9 აგვისტოს ბრძანებულებაში მიუთითა სააკაშვილმა, რომ შემოჭრა 8 აგვისტოს მოხდა, ხოლო ოქტომბერში კი ოფიციალურად მოაწერა ხელი იმაზე, რომ რუსეთმა საქართველოს აგრესიის საპასუხოდ იმოქმედა!

ან სრულ საინფორმაციო ვაკუუმში იყვნენ, რაც გამორიცხულია, ან განზრახ ჩაიდინეს დანაშაული.

გამაოგნებლად ცინიკურია ამის განმარტებაც – არ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ომისთვის ვემზადებოდითო! დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ჯერ კიდევ ივლისიდან იყო დაზვერვის წერილობითი შეტყობინება ინტერვენციის მზადებაზე. ან რა დაზვერვა სჭირდებოდა შემოჭრის გარდაუვალობას თუკი სარაკეტო შეტევას დაიწყებდი, თანაც გადაიღებდი და იმავე ღამეს მთელ მსოფლიოს მოსდებდი ამ ამბავს.

და ბოლოს, მთავარი კითხვა – რა კონსპირაციულმა გეგმამ იმოქმედა ასეთი გარემოების შექმნაზე?! ან რა ნამუსით ეფარებიან ბრძოლის ველზე დაცემული და მიტოვებული სამხედროების გმირობას?! კიდევ კარგი მოვედით და საერთაშორისო სასამართლოები მოვიგეთ, თორემ ჩვენი ჯარიც დამნაშავედ ჰყავდათ გამოცხადებული!

რასაკვირველია, რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხელს არ მოაწერდა! ყველა მხარე მოგებული დარჩა, პირადად სააკაშვილის ჩათვლით, წააგეს ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა, ზოგადად საქართველომ!

სად დაიწერა სცენარი? ეს შეკითხვა რჩება ღიად. ან იქნებ ორი სცენარი დაიწერა და სააკაშვილი ორივეს მოერგო?…”, – წერს გია ვოლსკი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ანა დოლიძე – მურუსიძე-ჩინჩალაძის დასანქცირება დიდი ბრიტანეთის მხრიდან არის ნაბიჯი ხალხისთვის, ვინც „კლანმა“ დააზარალა – ისინი მოხვდნენ სიაში, სადაც ტერორისტები და „თალიბანის“ ლიდერები არიან

მურუსიძე/ჩინჩალაძე მოხვდა იმ სიაში, სადაც არიან ტერორისტები და „თალიბანის“ ლიდერები. ეს არის სამარცხვინო ფაქტი, - ამის შესახებ კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ დიდი ბრიტანეთის მიერ მოსამართლეების: ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.დოლიძის თქმით, სანქციები ნიშნავს, რომ ბრიტანეთი ამზადებს გადაწყვეტილებებს სხვა პირებთან მიმართებაშიც.,,დიდმა ბრიტანეთმა დღეს დაასანქცირა მურუსიძე და ჩინჩალაძე. ბრიტანეთის სანქციები არის მთავარი წერტილი ფინანსური გარიგებების - ეს არ არის ვიზა, ეს არის ფინანსური სანქცია. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი საბანკო სისტემა, ნებისმიერ კომპანიას შეეშინდება ამ სახელთან იყოს დაკავშირებული, რადგან მათ დაემუქრებათ მეორადი სანქციები.მათ გაუჭირდებათ საერთაშორისო მგზავრობა. ეს ნაბიჯი იმ ხალხისთვის არის, ვინც დააზარალა კლანმა წლების განმავლობაში, კონკრეტულად ამ ორი ადამიანის მმართველობამ. ბრიტანეთში არის ოფშორული ზონები, კაიმანის და ვირჯინიის კუნძული, სადაც არის რეგისტრირებული ასეულობით კომპანია, რომლებიც ცდილობენ გაექცნენ, მათ შორის საქართველოს საგადასახადო სისტემას.საქმე იმაშია, რომ ბრიტანეთში არის რეგისტრირებული „იმედი“, შემდეგ რეგისტრირებულია ნიდერლანდებში და ახლა ვმუშაობ, რომ მსგავსი პროცესი დაიწყოს „იმედთან მიმართებაში“. ასევე, ეს სანქციები ნიშნავს, რომ ბრიტანეთი ამზადებს გადაწყვეტილებებს სხვა პირებთან მიმართებაში. მურუსიძე/ჩინჩალაძე მოხვდა იმ სიაში, სადაც არიან ტერორისტები და "თალიბანის" ლიდერები. ეს არის სამარცხვინო ფაქტი“, - განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

📽️„ფრთხილად, თაღლითები! გააზიარეთ, რომ ყველამ გაიგოს! არავითარ შემთხვევაში, არ უკარნახოთ…“ – გაფრთხილება სოცქსელის მომხმარებლებს

ბლოგერი და ჟურნალისტი უჩა პირმისაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, რომლითაც სოციალური ქსელის მომხმარებლებს ინტერნეტთაღლითობის შესახებ აფრთხილებს.ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

იმ წლებში, როცა თითქოს კრიმინალურ სამყაროს ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმი, სწორედ ამ სამყაროს წარმომადგენლების მეშვეობით საპატიმროებში ტერორს ახორციელებდა – სოზარ სუბარი

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომაზე, სადაც საკუთრების უფლების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები განიხილებოდა, კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს საპატიმროებში პატიმართა რაოდენობასა და იქ არსებულ პირობებზე ისაუბრა.მისივე თქმით, მაშინ როცა იმდროინდელი ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული კრიმინალურ სამყაროსთან, პატიმრებზე ტერორი სწორედ ამ სამყაროს წარმომადგენლების მეშვეობით ხორციელდებოდა.„იმ წლებში, როცა იმდროინდელი ხელისუფლება თითქოს ებრძოდა „კრიმინალურ სამყაროს“, სწორედ მათი ხელით ტერორს ახორციელებდა სხვა პატიმრებზე.2004 წლის დასაწყისში იყო 6 ათასი პატიმარი. რამდენიმე წელიწადში კი, პატიმართა რაოდენობამ გადააჭარბა 24 ათასს, ანუ პატიმართა რაოდენობა რამდენიმე წელიწადში ექვსჯერ გაიზარდა. მაგალითად, მეხუთე საპყრობილეში იყო საკნები, სადაც 18 ან 20 საწოლი იდგა და 120-125 პატიმარი ჰყავდათ შესახლებული. ამ საკანში იყო ღია საპირფარეშო, არ იყო განიავების და დაბანის საშუალება,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.მან აღნიშნული რეპლიკა მას შემდეგ გააკეთა, რაც ჯემალ წიკლაურმა ე.წ. „შავი სამყაროს“ წარმომადგენლების მხრიდან მასზე ზეწოლაზე ისაუბრა. ჯემალ წიკლაურმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ საკნის ე.წ. „მაყურებლები“ მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ, რომ ხელი მოეწერა სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემაზე.„მაგარ ბიჭებს“ რომ ვეძახით, ზოგი საკნის მაყურებელი იყო, რომლებიც ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე, რომ როგორმე მომეწერა ხელი იმ დოკუმენტზე, რომლითაც ჩემს ქონებას სახელმწიფოს გადავცემდი. თავისუფლებაზე გამოსვლის შემდეგ, როცა მათ შევხვდი, ვკითხე, რას მერჩოდით-თქო და მიპასუხეს, ასე რომ არ მოგქცეოდით, კარცერიდან თავს არ გამოგვაყოფინებდნენო“, - განაცხადა წიკლაურმა.

თბილისში, მტკვარში გადავარდნილ ახალგაზრდა ქალს  ეძებენ

თბილისში, მტკვარში გადავარდნილ ქალს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მდინარეში მშვიდობის ხიდიდან გადავარდა.შემთხვევა პირველ აპრილს მოხდა.

კიტ კელოგი – უკრაინა და რუსეთი ცეცხლის სრულად შეწყვეტასთან ახლოს არიან, ამისთვის საჭიროა ორივე მხარის მიერ კომპრომისზე წასვლა

უკრაინა და რუსეთი ცეცხლის სრულად შეწყვეტასთან ახლოს არიან, ამისთვის საჭიროა ორივე მხარის მიერ კომპრომისზე წასვლა, – ამის შესახებ უკრაინის საკითხში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა Fox Business-თან ინტერვიუში განაცხადა.„ჩვენ გვსურს, მივაღწიოთ ყოვლისმომცველ, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას. როგორც კი ამას მივაღწევთ, ომის განახლება ძალიან რთული იქნება. აი, რისი მჯერა მე“, – განაცხადა კელოგმა.კელოგის თქმით, ახლა აუცილებელია შეთანხმების პირობების ჩამოყალიბება, სადაც მკაფიოდ იქნება მითითებული უკრაინისა და რუსეთის მოთხოვნები ომის დასრულებისთვის. კელოგის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განაგრძობს კონტაქტს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.მისივე თქმით, ტრამპი შეძლებს ორ ქვეყანას შორის შეთანხმების მიღწევას.„ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის ზღვარზე ვართ, მაგრამ ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისზე წასვლა. ვერც ერთი მხარე ვერ მიიღებს ყველაფერს, რაც სურს. საჭირო იქნება რაღაც დათმობა, რომ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. მაგრამ პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია ამის გაკეთება“, – აღნიშნა კელოგმა.

ბოლო სიახლეები