ორშაბათი, აპრილი 28, 2025

გია ვოლსკი – პრობლემა ის უსამართლობაა, რასაც საქართველოს მიმართ ახორციელებენ, ამიტომ ვართ შეშფოთებული, თორემ ნებისმიერ სანქციას უნდა გაუძლო, როცა ქვეყნის ნგრევაზეა ლაპარაკი

სანქციები უსამართლოა და რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია. ხელისუფლებაში გამწარებული არიან, ასეთ კნინობით ფორმაში კახი კახიშვილისგან საუბარი მოულოდნელი იყო, თუმცა ეს ხასიათის სიმდაბლეზე მიუთითებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის კითხვა დაუსვეს სანქციებთან დაკავშირებით კახა კახიშვილის იმ განცხადებაზე, სადაც კახიშვილი ამბობს: „ვიღაცას აქვს მყარი ნერვები და სანქციებს გაუძლებს, საჯარო მოხელეებზე ვსაუბრობ, ხოლო ვიღაცას ოჯახი ეტყვის – კარგი შენ კიდე, რა გინდა? ბოლო-ბოლო ნუ გადაგვაყოლე ამ „ქართულ ოცნებას“, მოდი, წამოდი აქედან“.

ვოლსკის თქმით, სანქციები არავისთვის არ არის სასიამოვნო, თუმცა პრობლემა ის არ არის, რასაც კახიშვილი ამბობს.

„არ ვიცი, ამას რატომ და რა მოტივით აკეთებს. პრობლემა ის უსამართლობა და ბნელი კონსპირაციაა, რასაც საქართველოს მიმართ ახორციელებენ. სწორედ ამიტომ ვართ შეშფოთებული, თორემ ნებისმიერ სანქციას უნდა გაუძლო, როცა ადამიანებისა და ქვეყნის ნგრევაზეა ლაპარაკი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გიორგი ნემსაძე – სააკაშვილმა მითხრა, სასწრაფოდ გამოაცხადე ფედერაციის ახალი ყრილობა, მაქვს შიდა დაპირისპირება და თავზე დამენგრევა ყველაფერიო, დიდი დარტყმა მივიღე, მუშაობის საშუალება არ მომეცა

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გიორგი ნემსაძემ ისაუბრა, 2007 წელს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რა მიზეზით მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.როგორც გიორგი ნემსაძემ განაცხადა, მასთან მივიდა დავით კირკიტაძე და დაალაპარაკა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც სთხოვა, დაეტოვებინა თანამდებობა.„გავიმარჯვე ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში. ყრილობა დამთავრდა გამარჯვებით, მილოცვებია, პრესა, ინტერვიუები. აღმასკომის სხდომა უნდა ჩავატარო და მოდის ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ დათო კირკიტაძე არის მოსული, თქვენთან უნდა გასაუბრებაო. მე და დათო კირკიტაძე ფეხბურთიდან ვმეგობრობთ, ის მხარს მიჭერდა და ძალიან მედგა გვერდით. ყველაფერს აკეთებდა, რათა დიდი დახმარება გაეწია რეგიონებში, საორგანიზაციო საკითხებში. ძალიან გამიკვირდა, რადგან ყრილობაზე პოლიტიკური სახე, პოლიტიკური პირი არ უნდა ყოფილიყო, ეს ერთგვარად ირიბ ჩარევას ნიშნავდა. კატეგორიულად მთხოვა მეგობარმა, ახლავე გადიო. ბოდიში მოვიხადე, ყრილობა გადავდეთ ნახევარი საათით, შესვენება გამოვაცხადე. გავედი ოთახში, სადაც დამხვდა დათო კირკიტაძე, დათო ნამგალაურთან ერთად, რომელიც სპორტის განხრით ხელმძღვანელი იყო. სპორტისა და კულტურის მინისტრი იყო გოკა გაბაშვილი და სპორტის განხრით ხელმძღვანელი იყო დათო ნამგალაური. მეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილმა დამირეკა, სასწრაფოდ უნდა შენთან დაკავშირებაო, დაგვახურა, გადაგვიარა, გადმოგვიარაო. ძალიან შეურაცხყოფილი იყო დათო კირკიტაძე. შენთან უნდა აუცილებლად გასაუბრება და ლაპარაკიო. ამ საუბარში ვართ, რომ გამერკვია, რა ხდებოდა და რეკავს ტელეფონი. დათო ელაპარაკება, გისმენთ ბატონო პრეზიდენტოო, გიორგისთან ვარ და ახლავე დაგალაპარაკებთო. ტელეფონი გადაიყვანა ხმოვანზე და ვციტირებ: „ორი სათხოვარი მაქვს, ნემსა, ძალიან გთხოვ, სასწრაფოდ გამოაცხადე ახალი ყრილობა. გთხოვ, სამსაათიან „კურიერს“ მოუსწრო და უკვე მოხდეს თქვენი ამ განცხადების გაშვება“. შიდა პოლიტიკური დაპირისპირება მაქვს და თავზე დამენგრევა ყველაფერი, თუ რამე გინდა ქვეყნისთვის სასიკეთო ფეხბურთით, გააკეთე ის, რაც გთხოვეო, ფეხბურთით ნუ დაიწყებ ქვეყნის ნგრევასო.ისეთი დილემის წინაშე დავდექი, ფაქტობრივად, ქვეყანაა და შემდეგ ვართ ჩვენ. სხვა გადაწყვეტილების მიღების საშუალება არც დამიტოვა. ვუთხარი, არ არის პრობლემა, რაც ქვეყანას და მის კეთილდღეობას შეეხება, მზად ვარ ყველანაირად ვემსახურო ჩემს ქვეყანა, არ იქნება პრობლემა-მეთქი. გამიმეორა, ძალიან გთხოვ, სამსაათიან „კურიერს“ მოუსწროო. ჩამოვარდა ძალიან უხერხული სიტუაცია, გამოცხადებულია, მოგებულია არჩევნები, საიდან გავიდე, როგორ გავფრინდე, კარლსონი ხომ არ ვარ, ავფრინდე. ზღვა პრესა იყო, ჟურნალისტები, ბუნებრივია, მილოცვები მიღებულია, განცხადებები გაკეთებული. მაჩვენეს გზა, რაღაც სახანძრო ჩასასვლელი კიბე, იმით ჩავედით, სადღაც გავძვერით, რაღაც დამახვედრეს, ლოკომოტივის სტადიონზე გავიპარეთ და იქ გავაკეთე განცხადება გადადგომაზე. მას შემდეგ უხერხულ მდგომარეობაში ვიყავი, მეუხერხულებოდა ჟურნალისტებთან შეხვედრა, როგორ გავაჟღერო, რის გამო გადავდექი-მეთქი. ერთი კვირით, ფაქტობრივად, იზოლირებული, სახლში ჩაკეტილი ვიყავი. დიდი დარტყმა მივიღე, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება რასაც მივეცი, ფეხბურთს, იმ სფეროში არ მომეცა მუშაობის საშუალება“, – განაცხადა გიორგი ნემსაძემ.

ცნობილია, მამა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა

სამართალდამცველებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული სერგო ახალკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. ის ასევე გორში მცხოვრებია.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს, მამა-შვილს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.მიყენებული დაზიანებების შედეგად 1993 წელს დაბადებული გიორგი ცაციაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1970 წელს დაბადებული დავით ცაციაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.„დაუჯერებელია გიო, როგორ მენანები...“ „გიო უკარგესი ადამიანი უკარგესი მამის შვილი როგორ მტკივა გული“,- წერენ ადგილობრივები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სოზარ სუბარი გიორგი ნემსაძეს: თქვენი მონაყოლიდან გამოჩნდა, რომ ეს იყო არა ერთჯერადი ჩარევა, ზეწოლა, არამედ ამას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი – ასე მართავდნენ სპორტსაც და...

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი არაადამიანური მოპყრობის (ზეწოლა, გატაცება) საქმის განხილვისას, გიორგი ნემსაძეს მიმართა.დეპუტატმა ვეტერან ფეხბურთელს ქართული სპორტისთვის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი მონათხრობიდან კარგად ჩანს, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს ქართული სპორტისა და ქართველი ახალგაზრდობის მიმართ. სოზარ სუბარმა ნაცმოძრაობის რეჟიმის მიერ საბავშვო ბაღებისა და სკოლების დახურვის და ამ ტერიტორიების სხვა მიზნებისთვის გამოყენების ფაქტებიც გაიხსენა.„მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა. მადლობა იმისთვის, რაც გიკეთებიათ ქართული ფეხბურთისთვის, სპორტისთვის. მართლა ათწლეულების განმავლობაში იყავით მაგალითი ქართველი ბავშვებისთვის, რომ სპორტი მნიშვნელოვანია, ცხოვრების ჯანსაღი წესი უკეთესია, ვიდრე არასწორ გზაზე დადგომა. იმავეს აკეთებდა და ემსახურებოდა ბატონი მამუკაც. ნუ კვარაცხელიები და ქართული ფეხბურთი საერთოდ ცალკე ფენომენი და ცალკე ამბავია.მინდა პატარა რეზიუმესავით გავაკეთო. თქვენი მონაყოლიდან გამოჩნდა, რომ ეს იყო არა ერთჯერადი ჩარევა, ზეწოლა, არამედ ამას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი. ასე მართავდნენ სპორტსაც და ქვეყანას. მათი დამოკიდებულება ქართული სპორტის, საქართველოს მომავლის, ქართველი ახალგაზრდების მიმართ ჩანს იქიდან, რაც თქვენ ისაუბრეთ. ბატონმა მამუკამ ბრძანა, რომ 30 - მდე სტადიონი გააუქმეს, მხოლოდ თბილისში. კარგად გვახსოვს, რომ საბავშვო ბაღები გააუქმეს და იქ ნაციონალური მოძრაობის ოფისები გახსნეს. წინა დღეებში კომისიის სხდომაზე მოსულმა ადამიანებმა დეტალურად ისაუბრეს, რომ 1000 - ზე მეტი სკოლა გააუქმა ნაციონალურმა მოძრაობამ. გუშინწინ შევხვდი ერთ ჩვენს ყოფილ კოლეგას, ასევე ფეხბურთელს, ბატონ დათო ლორთქიფანიძეს, რომელიც მიყვებოდა, რომ ვანის რაიონში, სოფელ მიქელეფონში 150 ბავშვიანი სკოლა გააუქმეს და შიგნით თხილის ქარხანა უნდა გაეხსნათ, ამასობაში მოუსწრო 2012 წლის 1 ოქტომბერმა და დავიბრუნეთ ის ტერიტორია და სკოლა. ეს იყო მათი დამოკიდებულება საქართველოს მომავლის მიმართ იმიტომ, რომ ახალგაზრდობაა საქართველოს მომავალი და თქვენ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც გიკეთებიათ ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ცდილობენ წაგებული თამაში გაყიდონ მოგებულ პარტიად” – თეონა აქუბარდია “ცდილობენ წაგებული თამაში გაყიდონ მოგებულ პარტიად“ – თეონა აქუბარდია

პარლამენტის თავმჯდომარის ვრცელი წერილი, რომელიც შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, პოლიტიკური შეფასებების თემაა. პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ პარლამენტი არ არის აღიარებული დასავლელი პარტნიორების მხრიდან. "ცდილობენ წაგებული თამაში გაყიდონ მოგებულ პარტიად. პარლამენტი არ არის აღიარებული დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ლეგიტიმაცია ვერ მიიღო, სანქცირებულია "ოცნების" უმეტესი ნაწილი. ხალხისგან ნდობა არ არის, ქვეყანაში არც კეთილდღეობაა, არც სტაბილურობა და არც ის ევროპული მომავალი, რომელსაც ასე უღირსად ატყუებდნენ ამომრჩეველს", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.პარტია "ლელო-ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლანა გალდავას თქმით, დარღვევები იყო როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ."იყო არანორმალური რაოდენობის დარღვევები, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ. ჩვენ ეს ყველაფერი ვნახეთ ასევე არასწორი მენეჯმენტის მიმართულებით, ჩვენ ვნახეთ ეს დარღვევები წინასაარჩევნო პერიოდის არასწორი საკანონმდებლო რეგულაციების თვალსაზრისით", - აცხადებს ლანა გალდავა.ცნობისთვის, სპიკერი აჯამებს განვლილ ექვს თვეს 26 ოქტომბრის არჩევნებიდან. საურობს ხალხის არჩევანზე, გამარჯვებაზე, პროპაგანდის მარცხზე ქვეყანაში, უცხოურ გავლენებზე, არსებულ პოლარიზაციაზე, დაპირისპირებაზე და მმართველი გუნდის მიზნებზე.

პუტინმა 9-11 მაისს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ დღეებში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „იტარ ტასი“ ავრცელებს.პუტინის გადაწყვეტილებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 მაისს ღამის 00:00 საათზე დაიწყება და 11 მაისს 00:00-მდე გაგრძელდება.ამასთან, კრემლში დაადასტურეს მზადყოფნა, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე გამართონ.ცნობისთვის, პუტინმა სამშვიდობო ზავი, 30 საათი ასევე გამოაცხადა აღდგომის დღესასწაულის დროსაც, თუმცა მიუხედავად ამისა, უკრაინის მტკიცებით, რუსეთმა არაერთხელ თავად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. საპირისპიროს ამტკიცებდნენ მოსკოვში და ზავის პირობების შესრულების დარღვევაში კიევს სდებდნენ ბრალს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, პუტინის მიერ გამოცხადებულ „სააღდგომო ზავს“ უწოდა მარკეტინგული ხრიკი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის გულის მოგებას ისახავდა მიზნად.

ბოლო სიახლეები