შაბათი, თებერვალი 22, 2025

გია ვოლსკი: პარლამენტში თუ არ შემოდიხარ, მაგრამ ბიუჯეტიდან თანხას იღებ, ეს წესის ბოროტად გამოყენებაა და ეჭვის ქვეშ აყენებს, გეკუთვნის თუ არა ეს თანხა, მითუმეტეს, თუ სამსახურს აცდენ და საბოტაჟს ეწევი

ჩვენ მომხრე ვართ, რომ ადამიანები რა მხარდაჭერასაც მიიღებენ საზოგადოებისგან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმის პროპორციული დაფინანსება მიიღონ,  – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა და განმარტა, რომ ამის ბოროტად გამოყენება ხდება და დაფინანსების წესზე უნდა იმსჯელონ.

„შენ ეს მხარდაჭერა მიიღე, რომ პარლამენტში იმუშაო. საკითხის მექანიკური გადაწყვეტა ისე, რომ შენ არჩეული ხარ, პარლამენტში არ შემოდიხარ, მაგრამ ბიუჯეტიდან თანხას მაინც იღებ, ბოროტად გამოყენებაა იმ წესის, რომელიც ნორმალური ევროპული ურთიერთობის პირობებშია გათვალისწინებული. თანხა გამოიყენო და არ იმუშაო იქ, სადაც უნდა იმუშაო ამომრჩევლის ნება-სურვილის შესაბამისად, უკვე ეჭვის ქვეშ აყენებს, საერთოდ გეკუთვნის თუ არა ბიუჯეტიდან თანხები. მით უმეტეს, თუ სამსახურს აცდენ და საბოტაჟს ეწევი. არ ვიცი, მომავალში როგორ გადაწყდება, მაგრამ ალბათ ამ კუთხით ამ თემაზე სამსჯელოა. არც ლოგიკით, არც წესით და კანონით არ ეკუთვნის ადამიანს ბიუჯეტიდან თანხა, რომელიც მას კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად გამოეყო. ეს ძალიან მარტივი ფორმულაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“დიქტატურა და რეპრესიებია – ჯარიმების საშუალებით, ადამიანებს ცხოვრების უფლებსაც უკარგავენ ” – ბაჩო ქაჯაია

"ფაქტი არის ყველანაირ ზღვარს გადასული და ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოს მიღმა. არ შეიძლება თავისუფალი ნების აკრძალვა" - ასე ეხმაურება ბაჩო ქაჯაია მის ხელმეორედ დაჯარიმების ფაქტს. "17 თებერვალზე არის საუბარი. ზუსტი მასალები არ ვიცი, ჯერ არ გადმომცემია და თუ იქნება ეგეც არ ვიცი. ჩემთან არცერთი პოლიციელი არ მოსულა და არ გავუფრთხილებივარ, რომ რაიმე კანონდარღვევას ვახორციელებდი. მითუმეტეს, პირველი დაჯარიმების შემდეგ და ყოველთვის მერე შევუერთდი გადაკეტილ რუსთაველს. თვითონ ფაქტი არის აბსოლუტურად ყველანაირ ზღვარს გადასული და ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოს მიღმა, იმიტომ რომ არ შეიძლება თავისუფალი ნების აკრძალვა. ეს არის პირდაპირი დიქტატურა, ეს არის პირდაპირი რეპრესია და იმ ჯარიმების ოდენობა იმ ადამიანების, რომლების შემოსავალიც შეიძლება ათი თვის ან თხუთმეტი თვის იყოს, ზოგ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ პირდაპირ გულისხმობს, რომ ადამიანებს უკრძალავენ არამხოლოდ გამოხატვის საშუალებას, არამედ ამ ჯარიმების საშუალებით ისინი ცხოვრების უფლებსაც უკარგავენ ადამიანებს", - ამბობს ბაჩო ქაჯაია შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მსახიობი ბაჩო ქაჯაია 5 000 ლარით ხელმეორედ დააჯარიმეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შესაძლოა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართოს

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, შესაძლოა, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. დიპლომატის განმარტებით, შეხვედრა მესამე ქვეყანაში გაიმართება, ამჟამად მიმდინარეობს კონკრეტული ადგილის შეთანხმება. რიაბკოვს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ დაესწრება შეხვედრას რუსეთის ან ამერიკის მხრიდან. „არსებობს პრინციპული შეთანხმება კომპლექსური კონსულტაციების ჩატარების შესახებ, რათა სისტემურად და დეტალურად განვიხილოთ ე.წ. გამაღიზიანებელი საკითხების მთელი ბლოკი“, – განაცხადა რიაბკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში. რიაბკოვის თქმით, ამერიკელებს დაუდასტურეს რუსეთის მზადყოფნა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ამ საკითხზე მუშაობა. ცნობისთვის, ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. რუსეთის პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დადებითად შეაფასა. ვლადიმერ პუტინის თქმით, საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის მიზანი რუსეთსა და აშშ-ს შორის ნდობის აღდგენა იყო. ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის გამართვის სურვილი ორმხრივია.

VIDEO: თურქი ჟურნალისტის ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან

თურქული ტელეარხ REAL TV-ის ჟურნალისტმა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. პრეზიდენტმა საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა.  

“ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რადგან ის არ უნდა დარჩეს მარტო და არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ წიაღისეულია” – ოლაფ შოლცი

გერმანია მზადყოფნას გამოხატავს, მოლაპარაკებების დროს უკრაინას გვერდში დაუდგეს. გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას არ მიატოვებს და გადაწყვეტილებას მათ ნაცვლად არ მიიღებენ. "ჩვენ უკრაინას არ მივატოვებთ და გადაწყვეტილებას მათ ნაცვლად არ მივიღებთ. საყვარელი სიტყვა ამერიკულ პოლიტიკაში არის "ტრანზაქციული" და თუ ზუსტად ვთარგმნით, ეს ნიშნავს: "მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ და მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც მე მომიტანს სარგებელს – და თუ არ მომიტანს სარგებელს, არ გავაკეთებ". ეს არ ახასიათებს გერმანულ პოლიტიკას. ჩვენ ვართ ძლიერი ევროპის ერთგულები. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რადგან ის არ უნდა დარჩეს მარტო და არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ წიაღისეულია," - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ანჯეი დუდა – ვოლოდიმირ ზელენსკის შევთავაზე, დარჩეს მშვიდი და კონსტრუქციული თანამშრომლობის კურსზე დონალდ ტრამპთან

ვოლოდიმირ ზელენსკის შევთავაზე, რომ დარჩეს მშვიდი და კონსტრუქციული თანამშრომლობის კურსზე აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს. როგორც დუდა აღნიშნავს, სჯერა, რომ უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევისთვის, აშშ-ის მხარდაჭერის გარდა, სხვა გზა არ არსებობს. „გულწრფელი საუბარი შედგა ჩემსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გენერალ კიტ კელოგთან ცოტა ხნის წინ გამართული შეხვედრასა და სხვა მოვლენებთან დაკავშირებით. მე ვუთხარი მას, რომ გვჯერა, სისხლისღვრის შეჩერებისა და უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, აშშ-ის მხარდაჭერის გარდა, სხვა გზა არ არსებობს. ამ მიზეზით ზელენსკის შევთავაზე, დარჩეს მშვიდი და კონსტრუქციული თანამშრომლობის კურსზე აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან. მჯერა, კეთილი ნება და გულახდილობა აშშ-ის მოლაპარაკების სტრატეგიის საფუძველს წარმოადგენს. ეჭვი არ მეპარება, რომ დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობით გლობალური სტაბილურობისა და მშვიდობისთვის“, – წერს დუდა.  

ბოლო სიახლეები