პარასკევი, დეკემბერი 12, 2025

გია ვოლსკი: ოპოზიციის ნაწილი „ნაცმოძრაობის“ დიქტატიდან გამოსვლას ცდილობს, არ მგონია ერთიან კანდიდატზე შეთანხმდნენ

ოპოზიციის ნაწილი „ნაცმოძრაობის“ დიქტატიდან გამოსვლას ცდილობს და არ მგონია, ერთიან კანდიდატზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნების“ მერობის კანდიდატს თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა აქვს.

“ოპოზიციის გარკვეული სუბიექტები ცდილობენ, როგორმე გამოვიდნენ ნაცმოძრაობის დიქტატიდან და არა მგონია, რომ ერთიანი კანდიდატის საკითხზე მათ შორის შეთანხმება შედგეს. იმდენად მძლავრია ის პოზიცია, რომელიც აქვს კალაძეს, როგორც მერობის კანდიდატს, ვფიქრობ, გაუჭირდებათ კონსტრუქციული ბრძოლის რეჟიმში შემოსვლა”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს ოთახიდან გაიპარა და კარადის ქვეშ მოჰყვა

ქარელის ერთ-ერთ სოფელში მდებარე საბავშვო ბაღში 3 წლამდე ასაკის ბავშვი ოთახიდან დერეფანში გაიპარა, კარადაზე აძვრა, რის შემდეგაც კარადა გადმოვარდა და ბავშვი მოიყოლა. მცირეწლოვანს სახის არეში ოპერაცია ჩაუტარდა.შემთხვევის შემდეგ აღმზრდელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. აღმზრდელმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და განაცხადა, რომ გათავისუფლება უკანონოა.პირველ ეტაპზე საქმე ხაშურის სასამართლოში განიხილეს, სადაც მოსამართლის შეფასებით, გათავისუფლება „კანონიერად“ მოხდა. დავა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა.სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა კოლეგიამ დაასკვნა, რომ აღმზრდელის გათავისუფლება უკანონოდ მოხდა. ის სამსახურში აღადგინეს, ხოლო სააგენტოს განაცდურის ანაზღაურებაც დააკისრეს...უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ დაადგინა, რომ საბავშვო ბაღში არ იყო შექმნილი ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო, რაც ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა.წყარო: „ქართლის ამბები“

დაკავებულია დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი

ცნობილი დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს.უწყების ცნობით, დიზაინერს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

თბილისში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, დიდ დიღომში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს.„ქართლის ამბების“ ინფორმაციით, 29 წლის კაცი ხაშურის მუნიციპალიტეტიდან იყო. ახალგაზრდას ახლობლები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ფრიდრიხ მერცი – დონალდ ტრამპთან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა, განხილული იყო ის ტერიტორიული დათმობები, რომელზეც უკრაინაა მზად

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპთან ევროპელი ლიდერების სატელეფონო საუბარს კონსტრუქციული უწოდა.როგორც მერცი აცხადებს, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოხატეს.გერმანიის მთავრობის მეთაურის თქმით, ტრამპთან საუბარი იყო დეტალური და განხილული იყო ის ტერიტორიული დათმობები, რომლებზეც უკრაინა მზადაა.„ეს არის კითხვა, რომელსაც პასუხი უკრაინის პრეზიდენტმა და უკრაინელმა ხალხმა უნდა გასცენ“, – თქვა გერმანიის კანცლერმა.მისივე თქმით, მოლაპარაკებები თუ ისე წარიმართება, როგორც ვარაუდობს, მაშინ უქმე დღეებში ამერიკელ მაღალჩინოსნებთან საუბარი კიდევ ერთხელ გაიმართება და შესაძლოა, მომდევნო კვირის დასაწყისში ბერლინში შეხვედრაც შედგეს, რომელშიც შეიძლება, აშშ-მაც მიიღოს მონაწილეობა.მერცის თქმით, საერთო ჯამში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ტრამპი მზადაა, ამ გზაზე ევროპასთან ერთად იაროს.მისივე განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი აცნობიერებს, რომ საჭიროა ევროპელების მოსმენა.როგორც გერმანიის კანცლერის პრესსამსახურში განაცხადეს, ევროპელი ლიდერებისა და დონალდ ტრამპის საუბრის შემდეგ მხარეები თანხმდებიან, რომ საუბარია გადამაწყვეტ მომენტზე უკრაინისთვის და ევროატლანტიკური სივრცის საერთო უსაფრთხოებისთვის.

ირაკლი კობახიძე – საქართველო და აზერბაიჯანი რჩებიან მტკიცე მოკავშირეებად და თანამშრომლობას აგრძელებენ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად

საქართველო და აზერბაიჯანი რჩებიან მტკიცე მოკავშირეებად და თანამშრომლობას აგრძელებენ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.როგორც პრემიერი აღნიშნავს, საქართველო აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების იდეის ერთგულია.„აშხაბადში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შევხვდი. საქართველო და აზერბაიჯანი  რჩებიან მტკიცე მოკავშირეებად  და თანამშრომლობას აგრძელებენ  რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად.  ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების იდეის ერთგულნი ვართ“, – აღნიშნავს პრემიერი.

ბოლო სიახლეები