ეს არის მავნებლების ჯგუფი, რომელიც ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.
ვოლსკის შეფასებით, ოპოზიცია პოლიტიკურ პროცესებს გამოეთიშა, მათ არ იციან, მომავალში როგორ იმოქმედონ და ჯერჯერობით თავიანთი პატრონებისგან ინსტრუქციაც არ აქვთ.
„ძალიან ცუდ მდგომარეობაში შეიყვანეს ამ ინსტრუქტორებმა, მასწავლებლებმა და სცენარის ავტორებმა ოპოზიციის საკმაოდ სერიოზულად დიდი ჯგუფი, რომელსაც უკვე ოპოზიციაც აღარ ეწოდება. ეს არის მავნებლების ჯგუფი, რომელიც ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება. პოლიტიკურ პროცესებს გამოეთიშნენ, ფაქტობრივად, აუტსაიდერები გახდნენ და არ იციან, მომავალში როგორ იმოქმედონ, როგორ შეინარჩუნონ საკუთარი რენომე, ამიტომ უკანაც არ იხევენ იმ ბოროტი სცენარიდან, რომელიც ჰქონდათ თავიდან ჩამოყალიბებული. მათ ახალი ინსტრუქციაც არ გააჩნიათ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.