კვირა, ივლისი 6, 2025

გია ვოლსკი – ნურავინ იტყვის 100-პროცენტიანი გარანტიით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გავა, მთელი პასუხისმგებლობა იქნება ოპონენტებზე, გამოჩნდება, ვის უნდა სტაბილურობა და ვის – არეულობა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი უდანაშაულოდ არავის უცვნია და სასამართლოს გადაწყვეტილება პირიქით მეტყველებს.

მისივე თქმით, შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება კი მიმართული იყო იქეთკენ, რომ არსებულ ვითარებაში სიმშვიდე შემოეტანა.

რაც შეეხება გიორგი რურუას საკითხს, ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც მის გათავისუფლებაზე საუბრობს, არ გაჩერდება, რათა არ შექმნან განწყობა, რომ საქართველოში მოლაპარაკება შედგა.

„არც უგულავა, არც ოქრუაშვილი არავის არ უცვნია უდანაშაულოდ. სასამართლომ ცნო მათი დანაშაული და უფრო მეტიც, სააკაშვილმა, ოქრუაშვილმა და ნაწილობრივ უგულავამ ღია ეთერში აღიარეს, რომ დანაშაული ნამდვილად ჰქონდათ ჩადენილი. ამის იქეთ პრეზიდენტის გადაწყვეტილება არსებობდა, რომ როგორმე დაებალანსებინა ეს აღტკინებული საზოგადოება, რომელსაც არანაირად არ სჭირდება სიწყნარე, რადგან თავისი პოლიტიკური მომავლის პერსპექტივას ვერ ხედავს იმ ოდენობით, რაც გაუხარდებოდათ.

ახლა წამოვიდა გიორგი რურუას თემა, რომელიც ჩართული ჰყავდათ რევოლუციურ მოძრაობებში. ეს ხალხი ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაჩერდება, რომ არ შექმნან იმის განწყობა, თითქოსდა რაღაც მოლაპარაკება შედგა საქართველოში. თუ ასეთი მყარი პოზიცია აქვთ, რომ არჩევნებში გაიმარჯვებენ და ხალხი მათ დაუჭერს მხარს, გაიმარჯვონ და გვაჩვენონ მაგალითი, როგორ ხდება, რომ ხელისუფლებას შეუძლია, მოუწოდოს სასამართლოს ესა თუ ის გადაწყვეტილება, ამის გამოცდილება აქვთ. არ იყო არც ერთი ხმამაღალი დაპატიმრება, გათავისუფლება ან კონკრეტული ადამიანების რეპრესიების ქვეშ მოქცევა, სადაც მათი ხელისუფლება არ იღებდა მონაწილეობას. ჩვენ ვერ ჩავერევით სასამართლოს გადაწყვეტილებაში. სასამართლო იმოქმედებს იქიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა როგორი ერთობლიობა იქნება წარდგენილი“,- განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების საკითხზე ვოლსკი აღნიშნავს, რომ 100-პროცენტიანი გარანტია არ არსებობს.

„ნურავინ იტყვის 100-პროცენტიან გარანტიას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად გავა. რა ვიცით, რა შეიძლება მოხდეს. მთელი პასუხისმგებლობა იქნება ჩვენს ოპონენტებზე, რომლებიც სტაბილურობაზე, გამარჯვებასა და პოლიტიკურ ტრიუმფზე საუბრობენ. რეალურად, კიდევ ერთხელ გამოჩნდება, ვის რა უნდა და ვის რა პოზიცია აქვს ამ სახელმწიფოში, ვის უნდა სტაბილურობა და ვის – არეულობა. ეს აბსოლუტურად ნათელია და ამ სინათლეში ვერანაირი სხვა კითხვის ნიშანი ვერ შემოვა“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

არავითარი განხსვავებული აზრი და პოზიცია ფსევდო დემოკრატიიული ოპოზიციისთვის არ არსებობს. ოპოზიციის რადიკალურობა ოპოზიციური ამომრჩევლისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა – ცოტნე ანანიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის შესახებ წერს.„არავითარი განხსვავებული აზრი და პოზიცია ფსევდო დემოკრატიიული ოპოზიციისთვის არ არსებობს. ოპოზიციის რადიკალურობა ოპოზიციური ამომრჩევლისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა", - წერს ცოტნე ანანიძე.

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, ტეხასში წყალდიდობას სულ მცირე 51 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 15 ბავშვია.ასობით ადამიანი ეძებს უგზო-უკვლოდ დაკარგულ 27 ბავშვს, რომლებიც წყალდიდობის დაწყებამდე მდინარე გუადალუპესთან ბანაკში იმყოფებოდნენ. ამ დრომდე მაშველებმა დაახლოებით 850 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.მოულოდნელი წყალდიდობა პარასკევს, მდინარე გუადალუპეს გასწვრივ ძლიერი წვიმის შემდეგ დაიწყო.

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მასკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ონლაინ გამოკითხვა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. გამოკითხვაში უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის იდეას.„თქვენ გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია და მიიღებთ კიდეც! როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ, არა დემოკრატიაში. დღეს ამერიკული პარტია შეიქმნება იმისთვის, რომ თქვენი თავისუფლება დაგიბრუნოთ“, – წერს მასკი X-ზე. 

ტრაგედია უცხოეთში – გიორგი ჯობავა საავადმყოფოშია! 30 000 დოლარის აპარატურა მოპარულია

ეკვადორში, ვლოგერი გიორგი ჯობავა საავადმყოფოში გადაიყვანეს.ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე სალომე წვერავა ავრცელებს.„სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ეკვადორში გიო გაძარცვეს, 30 000 დოლარის ტექნიკა არის გატანილი მისი სახლიდან.. გიო კლინიკაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას ახლა საფრთხე არ ემუქრება...მთავარია ცოცხალია! მთავარია კარგად არის! დანარჩენს ეშველება!მე განადგურებული ვარ… იმედი მაქვს და მჯერა რომ ყველაფერი იქნება კარგად… მთავარია ჯანმრთელად დაბრუნდეს ჩემთან, რომ ჩავეხუტო და კიდევ ერთხელ ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება!!! რომ ყველაფერი რამაც გაგვყო დროებითია, და არ არსებობს არაფერი რაც არ გამოვა...რადგან ამ ამბის დასასრული გამარჯვებაა,რადგან ამ ამბის დასასრულიც დასაწყისია…! - წერს გიორგი ჯობავას მეუღლე და ვიდეო მიმართავს ავრცელებს.

რატომ აცხოვრებს მერაბ დვალიშვილი უსასყიდლოდ, თავის სახლში ქართველ და უცხოელ მებრძოლებს – სპორტსმენის პასუხი

„პანენკა“ სოციალურ ქსელში UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის ინტერვიუდან ნაწყვეტს გვიზიარებს, სადაც ის სხვა სპორტსმენების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე საუბრობს.„მერაბ, შენ მეორე სახლი იყიდე, სადაც ქართველი და უცხოელი მებრძოლები ცხოვრობენ და ფულსაც კი არ ახდევინებ – რატომ აკეთებ ამას?“„ვიცი, რომ ამერიკაში სხვანაირი კულტურაა, თუმცა მე შინაგანად ყოველთვის ქართველი ვიქნები და ქართველისთვის დამახასიათებლად მოვიქცევი. ჩემს მეორე სახლში რამდენიმე ქართველი ცხოვრობს, ერთი ჩეჩენი ბიჭიც. მათი მხარდაჭერა მაბედნიერებს — შემიძლია და რატომაც არა? ეს ჩემი სამყაროა!“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

ბოლო სიახლეები