შაბათი, მარტი 7, 2026

გია ვოლსკი: თინა ხიდაშელის გეგმაა, როგორმე საქართველოში ეთნიკური ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და უნდობლობა გაჩნდეს ამერიკის მხრიდან

თინა ხიდაშელის ჩანაფიქრი და გეგმაა, როგორმე საქართველოში ეთნიკური ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და უნდობლობა გაჩნდეს ამერიკის მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

კერძოდ, ჟურნალისტის კითხვა ეხებოდა „ტვ პირველის“ ეთერში თინა ხიდაშელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამეინის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.

„ასეთი განცხადების ამოცანაა, რომ პარტნიორებს, განსაკუთრებით ამერიკას ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდეთ საქართველოს მიმართ. ამ ამოცანას რეალური წინაპირობა არ აქვს, ამ სიცრუეზე ვერავინ წამოეგება. არ შეიძლება, ირანული გავლენა იყოს, არ და ვერ დაიშვება. ეს მაშინ არ იყო წარმოუდგენელი, როცა ხელისუფლებაში სააკაშვილი, კანდელაკი და მათი გუნდი იყო. რასაკვირველია, ნებისმიერი გადაცდომა აღკვეთილი იქნება. დღეს მთავარი სამიზნეა, როგორმე საქართველოში დააპირისპირონ შიიტი და სუნიტი, ეთნიკურად ქართველი მუსლიმი არაქართველ მუსლიმთან, მართლმადიდებლობას დაუპირისპირონ სხვადასხვა კონფესიები. ამის მცდელობა მუდმივად მიმდინარეობს. ახლა ახალი ძალით წამოიწია, ისევ დღის წესრიგში დადგა, რათა როგორმე საქართველოში ბომბები ჩამოვარდეს, რა წყაროდან იქნება გამოშვებული, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარია, როგორმე შიდა დაპირისპირებების ისეთი გარემო შეიქმნას, რომელიც სახელმწიფოს მოარყევს. მათი მცდელობები უნდა იყოს განხილული, როგორც ბოროტების მანიფესტაცია, რომელიც უნდათ, რომ საქართველოში განხორციელდეს. თინა ხიდაშელს რაც შეეხება, მისი ჩანაფიქრი და გეგმაა, როგორმე საქართველოში ეთნიკური ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და უნდობლობა გაჩნდეს ამერიკის მხრიდან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანტონიუ გუტერეში – ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია შეიძლება, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს, დროა, მხარეები დიპლომატიას დაუბრუნდნენ, რადგან საფრთხე უკიდურესად მაღალია

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში მონაწილე მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და სერიოზული დიპლომატიური მოლაპარაკებები დაიწყონ.„ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ განხორციელებული ყველა უკანონო შეტევა უზარმაზარ ტანჯვასა და ზიანს აყენებს სამოქალაქო მოსახლეობას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკას“, – აღნიშნა გუტერეშმა.გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, სიტუაცია შეიძლება, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს. გუტერეშის თქმით, ახლა დროა, მხარეები დიპლომატიას დაუბრუნდნენ, რადგან საფრთხე უკიდურესად მაღალია.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონტიგენტს ზრდის

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ბრიტანული სამხედრო კონტიგენტი იზრდება.სამინისტროს განმარტებით, რეგიონში ბრიტანეთის ინტერესების დაცვის მიზნით, კატარში კიდევ ოთხი Typhoon -ის ტიპის გამანადგურებელი ჩავა.ამასთან, დღეს კვიპროსზე ავიამზიდით Wildcat-ის ტიპის ორი ბრიტანული ვერტმფრენი ჩავიდა, რომლებსაც უპილოტო საფრენ აპარატებთან საბრძოლო შესაძლებლობები აქვთ.ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის განცხადებით, ბრიტანეთი კვიპროსში, საკუთარ სამხედრო ბაზაზე ხომალდ HMS Dragon-ს გაგზავნის.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანის მიმართულებით დარტყმების შედეგად დაღუპულთა შორის 200 არასრულწლოვანია

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ჰოსეინ კერმანპური აცხადებს, რომ ირანის მიმართულებით თავდასხმების შედეგად დაღუპულთა შორის 200 არასრულწლოვანია.მისივე თქმით, 2 000-ზე მეტი დაჭრილი ამჟამად საავადმყოფოშია, მათ შორის 552 არასრულწლოვანი.სამინისტროში ასევე განმარტეს, რომ თავდასხმების შედეგად რვა სამედიცინო პერსონალი დაიღუპა, 30 კი დაიჭრა. მათივე ცნობით, რაკეტებმა დააზიანა 11 საავადმყოფო.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა – „თავდაცვითი სისტემები საფრთხის აღსაკვეთად მოქმედებენ“

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტები დააფიქსირეს.„თავდაცვითი სისტემები საფრთხის აღსაკვეთად მოქმედებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოსახლეობას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შეეფარონ თავი სპეციალურ თავშესაფრებს და დარჩნენ იქ შემდგომ განკარგულებამდე.

პიტერ სიიარტო – რატომ გადააქვთ უნგრეთის გავლით 900 მილიონი დოლარი, 420 მილიონი ევრო ნაღდი ფული და 146 კილოგრამი ოქრო? უკრაინელებისგან დაუყოვნებლივ ახსნა-განმარტებას ვითხოვთ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ბუდაპეშტში უკრაინის საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდა.„რატომ გადააქვთ უნგრეთის გავლით 900 მილიონი დოლარი, 420 მილიონი ევრო ნაღდი ფული და 146 კილოგრამი ოქრო? რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? ეს უკრაინის ომის მაფიის ფულია? ჩვენ უკრაინელებისგან დაუყოვნებლივ ახსნა-განმარტებას ვითხოვთ. მათ უნდა თქვან, ვისი ფულია ეს და რისთვის იყენებენ“, – განაცხადა სიიარტომ აქციაზე.ამასთან, პიტერ სიიარტომ უკრაინა უნგრეთის არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ კიევი ქვეყანაში უკრაინის მხარდამჭერი მთავრობის მოყვანას ცდილობს.„უკრაინელები უნგრეთის არჩევნებში უფრო მკაცრად და სერიოზულად ერევიან, ვიდრე ოდესმე. რა უნდათ მათ? მათ სურთ პროუკრაინული მთავრობა“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.ცნობისთვის, დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე, „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები მძევლად აიყვანა და საბანკო მანქანით გადატანილი თანხა მოიპარა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა უნგრულმა მედიამაც, რომლის მიხედვითაც, უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავი ნაღდი ფულის გადამტანი მანქანები უნგრეთის კონტრტერორისტულმა ცენტრმა დააკავა.ამასთან, ცოტა ხნის წინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ უკრაინის შვიდივე მოქალაქე, რომლებიც უნგრეთში დააკავეს, სამშობლოში დაბრუნდა.

ბოლო სიახლეები