პარასკევი, აპრილი 25, 2025

გია ვოლსკი – ზურაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ სჭირდება თანხა, ვინაიდან „კრიზისი“ მშვიდობიანი გზით ვერ მოგვარდება, ვიღაც პიროვნებებთან საკუთარ სახელმწიფოზე ასე ლაპარაკი სირცხვილია

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღემდე პრეზიდენტს უწოდებს თავს, პირდაპირ, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე ამბობს, რომ თანხა სჭირდება, ვინაიდან დაძაბულობა, დაპირისპირება და კრიზისი, როგორც თავად ამბობს, მშვიდობიანი გზით ვერ მოგვარდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელებში გუშინ გავრცელებულ ვიდეოზე, რომლის მიხედვითაც, რუსი პრანკერები სალომე ზურაბიშვილს და უჩა ნანუაშვილს დაუკავშირდნენ და გაეცნენ, როგორც გარი კასპაროვის წარმომადგენლები.

ამასთან, ვოლსკის თქმით, ფაქტია, რომ უჩა ნანუაშვილი ეძებს პირველ ეტაპზე ნახევარ მილიონს, რათა თავისი გეგმების განხორციელების საშუალება მიეცეს.

„სირცხვილია, რომ ქართული გვარის მქონე ადამიანები ასე ლაპარაკობენ საკუთარ სახელმწიფოზე ვიღაც პიროვნებებთან, რომლებიც დაზუსტებულად არც იციან, არიან თუ არა ის პიროვნებები. თავისი სიმსუბუქით, უინტელექტობით, თანხაზე თუ შემოთავაზებაზე დახარბებით კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს საკუთარი თავი. ქართული გვარის ადამიანები რომ მოტყუვდნენ და ამას ლაპარაკობენ, ეს რომ სირცხვილია, ერთი საკითხია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღემდე პრეზიდენტს უწოდებს თავს და რომელმაც პრეზიდენტის კაბინეტიდან პრეზიდენტის დროშა მოიპარა, პირდაპირ, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე ამბობს, რომ თანხა სჭირდება, ვინაიდან ეს დაძაბულობა, დაპირისპირება და კრიზისი, როგორც თავად ამბობს, მშვიდობიანი გზით ვერ მოგვარდება. აქედან გამომდინარე, ითხოვს თანხას, რაც უნდა გამოიყენოს არამშვიდობიანი პროცესების გასავითარებლად. ისეთის, როგორიც უკრანაში მოხდა, რადგან ე.წ. პოროშენკოა მასთან მოსაუბრე, ის სწორედ რევოლუციურ სცენარზე ლაპარაკობს. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ადმინისტრაციას პირდაპირ ადებს ხელს, რომ სწორედაც ამიტომ ერიცხებოდა თანხა. შესაბამისად, დღეს მთელი საქართველოს წინაშე, მხარდამჭერების თუ მოწინააღმდეგეების წინაშე გამოდის და ამბობს, რომ მე ვარ ის ადამიანი, ვისაც უნდა, საქართველოში ქართველებმა ერთმანეთის სისხლი დაღვარონ და მოხდეს ის უბედურება, რაც უკრაინაში მოხდა. ეს ტრაგედიაა. გარდა იმისა, რომ ზურაბიშვილი ყოფილი პრეზიდენტია, იგი დასავლური ბიუროკრატიის მხრიდან ქვეყანაში აღიარებულია, როგორც ოპოზიციის ლიდერი. აქ უკვე მეორე თემაც იხსნება. ანუ დასავლეთს, ევრობიუროკრატიასაც ხელს ადებს, რომ ის სწორედ ის ადამიანია, ვისაც უნდა დაეხმარონ, რადგან საქართველოში პირდაპირ რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს. ამას გვპორდება და აღიარებს, რომ ეს არის მისი პოლიტიკური კრედო და ამოცანა. ეს ძალიან მძიმე სურათია. არ ვიცი, უჩა ნანუაშვილის კრედო თუ პოლიტიკური ხედვა რა არის და რას აპირებს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანი ეძებს პირველ ეტაპზე ნახევარ მილიონს, რათა ქვეყანაში განვითარდეს ის პროცესები, რასაც ხელს შეუწყობს თანხა, რომელსაც კასპაროვი მისცემს. კიდევ კასპაროვს ეძებს, რომ იქნებ ფული გადაურიცხონ, რომ მოამარაგოს და ამ თანხით მისი ავადმყოფური გეგმების განხორციელების საშუალება მიეცეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება ყოფილი სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციის, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, უჩა ნანუაშვილის დღევანდელ განცხადებას, სადაც ნანუაშვილი ადასტურებს იმ პირებთან საუბარს, რომლებიც გარი კასპაროვის სახელით დაუკავშირდნენ, თუმცა ამბობს, რომ საუბრის თარგმანი დამახინჯებულია, – ვოლსკის თქმით, გამოძიება აუცილებელია.

„ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებია, უთქვამს თუ არ უთქვამს, როგორც თავად ამბობს, მე ვთქვი, რომ ასეთი ადამიანები ხელისუფლების მხრიდან არიან ჩართული ამ პროცესებში და არა ჩვენი მხრიდანო. გასაგებია, რომ თავი ასე უნდა იმართლოს, მაგრამ ხომ დავინახეთ ფაქტი, ქუჩაში რაც ხდებოდა. ვინ იყვნენ მობილიზებული უჩა ნანუაშვილის ტიპაჟების გარშემო, რას ისროდნენ, რას აკეთებდნენ, ცეცხლს სად აჩენდნენ და აგრესია რომელი მხრიდან მოდიოდა. სად ამზადებდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ და ვისი თანხებით ხდებოდა პიროტექნიკის შეძენა. ეს ყველაფერი ვიხილეთ. ეს არის აღიარება და ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის შინაარსის წარმოჩენა, არა „ქართული ოცნების“ ან სხვა მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგის მხრიდან, არამედ უშუალოდ ამ ადამიანების მხრიდან. ამ ადამიანების მხრიდან აღიარებაა, საქართველოში რა დანაშაულებრივი სქემების განვითარებას აპირებდნენ, ხოლო ვინ იგულისხმა შტურმის განმხორციელებელ ჯგუფებში, ამაზე წარმოდგენას გვაძლევს ის პერიოდი, როდესაც ყოველდღიურად ხდებოდა ბრუტალური შეტევა სახელმწიფო სტრუქტურებზეც და პოლიციელებზე პიროტექნიკის, „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებით. ის ამ ჯგუფს ახასიათებს და უნდა, კასპაროვმა მათ დასაფინანსებლად ნახევარი მილიონი დოლარი მისცეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, ნანუაშვილი და ზურაბიშვილი საქართველოში არსებული ვითარებაზე თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ. ვიდეოს მიხედვით, საუბარია აგრეთვე უცხოეთიდან მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაში არსებულ პრობლემაზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

Reuters – ისრაელის დაბომბვას ღაზაში მინიმუმ 44 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვას მინიმუმ 44 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ჯანდაცვის სექტორის ადგილობრივ პალესტინელ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.მათი ცნობით, ისრაელმა საავიაციო დარტყმა განახორციელა ქალაქ ჯაბალიაში მდებარე პოლიციის განყოფილებაზე, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში. ადგილობრივი ექიმების ცნობით, პოლიციის განყოფილებას, რომელიც ბაზრობასთან მდებარეობდა, ისრაელის ორი რაკეტა მოხვდა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიჭრა, ხოლო 10 დაიღუპა.ისრაელის სამხედროების თქმით, მათ ჰამასისა და “ისლამისტური ჯიჰადის” ჯგუფების სამმართველო პუნქტი დაბომბეს, რომელსაც ისინი ისრაელის ძალების წინააღმდეგ თავდასხმების დაგეგმარებისა და განხორციელებისთვის იყენებდნენ.ჯანდაცვის სექტორის პალესტინელი წარმომადგენლების თანახმად, ისრაელის მიერ სექტორის გარშემო ისრაელის საჰაერო დარტყმებს კიდევ 34 ადამიანი შეეწირა, რის შედეგადაც ხუთშაბათს, 24 აპრილს, გარდაცვლილთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა.

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, დღეს მორიგი მიწისძვრა მოხდა.მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.0 მაგნიტუდა შეადგინა.მიწისძვრის ეპიცენტრი სილივრის სანაპიროსთან 7 კმ სიღრმეში მდებარეობდა.შეგახსენებთ, გუშინ, სტამბოლში მომხდარმა 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ პანიკა გამოიწვია. მოქალაქეების ნაწილმა, ღამე ქუჩაში და სკვერებში გაშლილ კარვებში გაატარა.

აშშ: 12 შტატი ტრამპის ადმინისტრაციას „უკანონო“ ტარიფების გამო უჩივის

12 შტატი ტრამპის ადმინისტრაციას ნიუ-იორკში, აშშ-ს საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოში უჩივის და თეთრ სახლს „უკანონო“" ტარიფების დაწესებაში ადანაშაულებს, რომელიც აშშ-ს ეკონომიკაში „ქაოსს“ იწვევს. სარჩელის თანახმად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გატარებული პოლიტიკა ექვემდებარება მის „ახირებებს და არა ლეგიტიმური უფლებამოსილების სათანადო განხორციელებას“. ასევე ეჭვქვეშ არის დაყენებული ტრამპის მტკიცება, რომ „საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების შესახებ კანონის მიხედვით, მას შეუძლია თვითნებურად დააწესოს ტარიფები. სარჩელი შეიცავს სასამართლოსადმი თხოვნას, ტარიფები უკანონოდ გამოაცხადოს და მათი აღსრულება დაბლოკოს. მოსარჩელე შტატები არიან: ორეგონი, არიზონა, კოლორადო, კონექტიკუტი, დელავერი, ილინოისი, მენი, მინესოტა, ნევადა, ნიუ მექსიკო, ნიუ იორკი და ვერმონტი. არიზონას შტატის გენერალურმა პროკურორმა, კრის მეისმა ტრამპის სატარიფო რეჟიმს უწოდა „არა მხოლოდ ეკონომიკურად გაუმართლებელი, არამედ უკანონოც“. სარჩელში ხაზგასმულია, რომ ტარიფების დაწესების უფლებამოსილება მხოლოდ კონგრესს აქვს და „საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების შესახებ კანონით მინიჭებული უფლებები პრეზიდენტს მხოლოდ მაშინ შეუძლია გამოიყენოს, როდესაც ქვეყანას საზღვარგარეთიდან „უჩვეულო და განსაკუთრებული საფრთხე“ დაემუქრება.

დონალდ ტრამპმა ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი – „ჩემი ადმინისტრაციის პოლიტიკაა, დავასრულოთ უცხოური ფონდების ირგვლივ არსებული საიდუმლოება“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი.ბრძანება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ავალდებულებს, განაცხადონ უცხოური დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროების შესახებ.„ამერიკული საგანმანათლებლო, კულტურული და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა მოითხოვს გამჭვირვალობას ამერიკის უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში უცხოური თანხების შემოდინებასთან დაკავშირებით. ჩემი ადმინისტრაციის პოლიტიკაა, რომ დავასრულოთ უცხოური ფონდების ირგვლივ არსებული საიდუმლოება ამერიკის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, დავიცვათ იდეების თავისუფალი ბაზარი უცხოური მთავრობების მიერ დაფინანსებული პროპაგანდისგან და დავიცვათ ამერიკის სტუდენტები და კვლევები უცხოური ექსპლუატაციისგან“, – აღნიშნულია დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელ ბრძანებაში.აღმასრულებელი ბრძანების მიხედვით, აშშ-ის განათლების მდივანმა უნდა უზრუნველყოს ამერიკელი ხალხისთვის უმაღლესი განათლების დაწესებულებებში უცხოური დაფინანსების შესახებ ინფორმაციაზე უკეთესი წვდომა, უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა უნივერსიტეტებს მოეთხოვოთ, გაამჟღავნონ უფრო კონკრეტული დეტალები უცხოური დაფინანსების შესახებ, მათ შორის თანხების რეალური წყარო და მიზანი.

„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები…“ – ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ

გიორგი მამარდაშვილის მეუღლემ ელენე ეპიტაშვილმა ჟურნალი „სითის“ ქავერი დაამშვენა.ჟურნალში მიცემულ ინტერვიუში ელენე პირადზე და პატარა ენიზე საუბრობს.რა შეცვალა ენის გამოჩენამ თქვენს ცხოვრებაში?– ყველაფერი შეიცვალა, თითქოს ახალი თვალებით ვუყურებთ სამყაროს. შვილის გაჩენამ კიდევ უფრო გაამძაფრა ჩვენი ერთიანობა და ურთიერთობებში მეტი სიყვარული, მხარდაჭერა და ზრუნვა შემოიტანა.– როგორ შეარჩიეთ მისთვის სახელი?– დიდი ხანი ვარჩევდით სახელს. გვქონდა რამდენიმე ვარიანტი, თუმცა საბოლოოდ შევჩერდით ენიზე. მინდოდა მოკლე, უნივერსალური და საყვარელი სახელი აგვერჩია. მუცლიდანვე შევარქვით ენი და ისე შევეჩვიეთ, სხვა სახელი მასზე უკვე ვეღარ წარმოგვედგინა. – ესპანეთიდან, (ვალენსიიდან) მიდიხართ ბრიტანეთში, ლივერპულში, რომელიც ყველა ფეხბურთელის ოცნებაა –  როგორ ემზადები ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპისთვის?– ბევრი მეუბნება – ალბათ რთულია ასე ხშირად იცვლიდე საცხოვრებელს და ყველაფერს თავიდან ეგუებოდეო, მაგრამ მე, პირადად, არ მიყვარს დიდი ხნით კომფორტის ზონაში ყოფნა და მივესალმები სიახლეებს. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ იმას, რაც გიორგის კარიერისთვის უკეთესი იქნება.– ელენე, ძალიან ემოციური იყო შენი პოსტი ინსტაგრამზე, გიორგი გაამხნევე. როგორ გადალახეთ ეს პერიოდი? ვიცი, რომ ეს ერთად გადასალახი იქნებოდა.⁃ შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები. მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს უნდა გამეკეთებინა, რადგან ვიცი გიორგის რა შეუძლია და ერთი შეცდომით არ უნდა განესაზღვრათ მისი შესაძლებლობები. უბრალოდ, ხალხს შევახსენე, რომ აქამდე გიორგიმ ბევრი რამ გააკეთა, არაერთი საამაყო მომენტი ჰქონდა და მარცხის შემთხვევაში ყველაზე სწორი იქნებოდა მისი გამხნევება.– ელენე, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ ფეხბურთზე. რა მიზნები გქონდა შენ, ვიდრე გამოჩნდებოდა ფეხბურთელი – გიორგი მამარდაშვილი?-16 წლიდან ვიყავი სამოდელო სფეროში. ბოლო პერიოდში არაერთი შემოთავაზება მქონდა საზღვარგარეთიდან. მახსოვს მაგ დროს ძალიან დაძაბული ვიყავი, არჩევანს ვერ ვაკეთებდი. 22 წლის ვიყავი და ვფიქრობდი -რომ წავსულიყავი, თითქმის არაფრისთვის მექნებოდა დრო, ყველას და ყველაფერს მოვწყდებოდი.ბოლოს ისე დაემთხვა,რომ გიორგიმ ხელი მთხოვა და ვალენსიაში მომიწია წამოსვლა. თუმცა, ახლაც მაქვს შემოთავაზებები და გადაღებები. ჩემთვის ეს საყვარელი საქმეა და სანამ დრო და ასაკი შემიწყობს ხელს, გავაგრძელებ. წყარო: ჟურნალი „სითი“

ბოლო სიახლეები