პარასკევი, ივნისი 6, 2025

გია ვოლსკი – ე.წ. ოპოზიციის მიმართ ევროპარლამენტის მოწოდების უკან არ უნდა გამოვრიცხოთ კონსპირაციული გეგმა, ამოცანა ისევ ერთია, საქართველოს უნდა მართავდეს მარიონეტული რეჟიმი

ე.წ. ოპოზიციის მიმართ ევროპარლამენტის მოწოდების უკან არ უნდა გამოვრიცხოთ ბნელი, კონსპირაციული გეგმა, რაც არ შეცვლილა პირველი რეზოლუციიდან, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიიღეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამოცანა ისევ ერთია – საქართველოს უნდა მართავდეს მარიონეტული რეჟიმი, რასაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისთვის გამოიყენებ.

„ე.წ. ოპოზიციის შინაარსი არ შეცვლილა, როგორც აქამდე იყვნენ დანაშაულებრივი სისტემის მხარდამჭერები და შემქმნელები, ისეთივეებად დარჩნენ. ახლა იმაზეა საუბარი, რომელი გზა აირჩიონ, რათა პოლიტიკურ ზედაპირზეც დარჩნენ და პოლიტიკურ ცხოვრებაშიც, თუმცა, ამავე დროს, საკუთარ მიზანს მიაღწიონ. რასაკვირველია, ევროპარლამენტის დამოკიდებულება კონტექსტიდან არ უნდა ამოვიღოთ და ეს მოწოდება ნორმალური იქნებოდა, თუ ნორმალური ურთიერთიერთობა განვითარდებოდა ევროპარლამენტსა და საქართველოს შორის, მაგრამ ამის უკან სანქციების უტიფარი მოთხოვნაა და დამნაშავეების წამოწევა, როგორც დემოკრატიის ჩირაღდნების და შუქურების, „ნაცმოძრაობის“ გათეთრების მცდელობაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ ნაწილი ხალხს სისხლისღვრისკენ და რეზოლუციების მიღებისკენ მოუწოდებს, მეორე ნაწილი – არჩევნებში შედეგს ხედავენ.

„მათი სცენარი ევროპარლამენტის რეზოლუციაში იკითხება. მნიშვნელობა არ აქვს, რას მოუწოდებენ, მნიშვნელობა აქვს, რა ხდება. ერთია, რასაც წერ, მეორეა, რასაც გულისხმობ. ამის უკან ბნელი, კონსპირაციული გეგმა არ უნდა გამორიცხო, რაც არ შეცვლილა პირველი რეზოლუციიდან, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიიღეს. ამოცანა ისევ ერთია, საქართველოს მარიონეტული რეჟიმი უნდა მართავდეს, რასაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისთვის გამოიყენებ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა შესწორებებით საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში დაამტკიცა, რომელშიც ნათქვამია, რომ „2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა. შედეგად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში, როგორც უკვე ნაჩვენები იყო ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მოემზადეთ, მთავრდება ორპარტიული სისტემა? ახალი პარტია — გადატრიალება თუ თამაში?-შეიძლება კი ილონ მასკმა ამერიკის პოლიტიკა შეცვალოს?-რასწერს მასკი

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოკითხვა გააკეთა, საჭიროა თუ არა, აშშ-ში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც შუაში მყოფ 80 პროცენტს წარმოადგენს.„დროა, ამერიკაში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად წარმოადგენს შუაში მყოფ 80 პროცენტს?“, – წერს მასკი თავის გვერდზე შექმნილ გამოკითხვაში.გამოკითხვაში ამ დროისთვის 1 930 968-მა მომხმარებელმა დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება. მათმა 82-მა პროცენტმა შეკითხვას დადებითი პასუხი გასცა.

დონალდ ტრამპი – ილონ მასკი გადაიღალა, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი და ის უბრალოდ გაგიჟდა

ილონ მასკი გადაიღალა, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი და ის უბრალოდ გაგიჟდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, ილონ მასკმა წინასწარ, თვეების განმავლობაში იცოდა, რომ ტრამპი ელექტრომობილების შესახებ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებდა.„ილონი „გადაიღალა“, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი, რომელიც ყველას აიძულებდა, ეყიდათ ელექტრომობილები, რომლებიც არავის სურდა (მან თვეების განმავლობაში იცოდა, რომ მე ამას გავაკეთებდი!) და ის უბრალოდ გაგიჟდა!“, – წერს დონალდ ტრამპი.

ილონ მასკმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს

ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს.„დროა, მართლაც დიდი ბომბი ჩამოვაგდოთ. დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის ნამდვილი მიზეზი, რის გამოც ეს ფაილები არ გამოქვეყნებულა. კარგ დღეს გისურვებ, დონალდ!“ - აღნიშნა მასკმა.ფინანსისტ ეპშტეინის საქმემ, რომელიც სექს-ვაჭრობასა და არასრულწლოვნების მიმართ დანაშაულებებში იყო ბრალდებული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი მოიპოვა მისი კავშირების გამო ცნობილ პოლიტიკოსებთან.

5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა – სტიქიის შედეგები იკვლევა

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრა ხუთშაბათს, დილის 4:31 საათზე, პეკინის დროით მოხდა, იტყობინება ჩინეთის სეისმური ქსელების ცენტრი.ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ბიძგები ერიუანის ოლქში, დალის ქალაქში და ჰეცინის ოლქში იგრძნობოდა. ერიუანის ოლქის ხელისუფლებამ სასწრაფო რეაგირების რეჟიმი დაუყოვნებლივ აამოქმედა. სტიქიური უბედურების შედეგების გამოძიება მიმდინარეობს.

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს – სალომე სამადაშვილი

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, სალომე სადამაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდაა დატოვებული და დღემდე არ ჰყავს ელჩი.„მინდა, რომ წარმატება ვუსურვო ამერიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში. ვფიქრობ, მას ჩვენს ქვეყანაში რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა. გული მწყდება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად სწორედ ამ დროს დაემთხვა სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერება შეერთებულ შტატებთან. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ელჩის კანდიდატურის განხილვა და დამტკიცება დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, თუ ელჩის დანიშვნა სწრაფად წარიმართა. ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდ არის დატოვებული, მაგალითად, ჩვენ დღემდე არ გვყავს ელჩი ვაშინგტონში დანიშნული“, – განაცხადა სამადაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. როგორც დანიგანი განმარტავს, „მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია“.

ბოლო სიახლეები