ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

გია ვოლსკი – ევროკავშირისგან სანქციებს არ ველოდებით, მხოლოდ უნგრეთი არ დგას იმ პოზიციაზე, რომ საქართველოს მიმართ სანქციები უსამართლოა, ასე სხვა ქვეყნებიც ფიქრობენ

ევროკავშირისგან სანქციებს არ ველოდებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ უნგრეთი არ დგას იმ პოზიციაზე, რომ საქართველოს მიმართ სანქციების დაწესება უსამართლოა და ასე სხვა ქვეყნებიც ფიქრობენ.

„თუ კონსესუსი არ იქნება, გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. რეგლამენტის ცვლილებასაც უმრავლესობა და კონსესუსი სჭირდება. თუ დღეს საქართველოს მიმართ არის პოზიცია, რომ გადაწყვეტილების მიღება უმრავლესობით მოხდეს, ეს საკითხი ხვალ დღის წესრიგში სხვა ქვეყნის შემთხვევაში დადგება. ეს არ აწყობთ. უსამართლობას რომ თავი დავანებოთ, ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს. იტალია ფიქრობს, რომ მისთვის ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთობები არ არის გასაზიარებელი, თუ ამერიკის ეკონომიკურ ინტერესს უპირისპირდება. ის თავის დამოკიდებულებას ცალკე განავითარებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, არ შეიძლება, წინააღმდეგი იყო იმის, რომ გამჭვირვალეობა იყოს უზრუნველყოფილი და თავადაც ამაზე ალაპარაკდნენ.

„გარკვეული პრინციპებია, რამაც შეიძლება, ევროკავშირს სერიოზული დარტყმა მიაყენოს. თუ საქართველოს მიმართ უსამართლო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს ჯაჭვური პრინციპით გაგრძელდება. ტექნიკურადაც ამის გაკეთება ძნელია, გარდა იმისა, რომ ეს უსამართლობაა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარკო რუბიო – არ მჯერა, რომ სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებში გარღვევას მივაღწევთ, ვიდრე ტრამპი არ დაჯდება პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვერ ხედავს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებში გარღვევის შანსებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ანტალიაში ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.რუბიომ დაადასტურა, რომ აშშ-ის და თურქეთის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში.„მაგრამ მინდა, გულწრფელი ვიყო: არ მგონია, რომ დიდი მოლოდინები გვაქვს იმის შესახებ, რაც ხვალ მოხდება. გულწრფელად რომ ვთქვა, ამ მომენტისთვის, ვფიქრობ, აბსოლუტურად ნათელია, რომ გარღვევის მიღწევის ერთადერთი გზა არის მოლაპარაკებები პრეზიდენტ ტრამპსა და პუტინს შორის“, – აღნიშნა რუბიომ.სახელმწიფო მდივანმა გამოთქვა რწმენა, რომ პუტინი მზად არის ტრამპთან დიალოგისთვის. ასევე რუბიომ პირდაპირ მიუთითა რუსული დელეგაციის დონეზე, რომელიც, მისი თქმით, არ მეტყველებს გარღვევაზე.„გულწრფელად რომ ვთქვა, არ მჯერა, რომ გარღვევას მივაღწევთ, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი არ დაჯდება პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან და არ გაარკვევს, რა არის მისი განზრახვები მომავლისთვის“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

გურამ მაჭარაშვილი: კუბილიუსმა, უკრაინაში მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ რუსეთი 2030 წელს ახალი ომისთვის მოემზადებაო – მეტი როგორ თქვას, რომ უკრაინაში ომი აწყობთ?

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ სურდა „დიფ სთეითს“ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.გურამ მაჭარაშვილის თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატიას უკრაინაში მშვიდობა არ აწყობს, ხოლო საქართველო ამ კონფლიქტის გაგრძელების დამზღვევად წარმოედგინა.„უკრაინას მშვიდობას და განვითარებას ადრეც ვუსურვებდით და ახლაც ასეა, თუმცა მაგალითები არსებობს იმის, რომ დიდი ქვეყნები ყოველთვის თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას. ხომ ნახეთ რა თქვა სულ ორი დღის წინ თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა, რომელიც იგივე „დიფ სთეითის“ წარმომადგენელია - უკრაინაში მშვიდობა არ გვაწყობს, უკრაინაში მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ რუსეთი 2030 წელს ახალი ომისთვის მოემზადებაო. მეტი როგორ თქვას, რომ უკრაინაში ომი აწყობთ? კუბილიუსი ხომ თავად არ წყვეტს ამ ყველაფერს, ამას წყვეტს ბიუროკრატია და „დიფ სთეითის“ წარმომადგენლობა ევროკავშირში. სწორედ ამიტომ უნდოდათ საქართველოშიც მეორე ფრონტის გახსნა, რომ უკრაინაში თუ მშვიდობა დაისადგურებდა, საქართველოში ყოფილიყო , ხოლო, თუ ორივეგან იქნება, ეს საუკეთესო ვარიანტია მათთვის“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი – ვთანხმდებით, რომ ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ხალხი, რა ფორმით იქნება, როგორ დარეგისტრირდებიან აპლიკაციაში, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს

ჩვენს ხალხს აქვს იმის ლეგიტიმაცია, რომ ჩაატაროს ლეგიტიმური არჩევნები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებული ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.მისი თქმით, არსებული ხელისუფლება და ადმინისტრაცია არჩევნებს ვერ ჩაატარებს და ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ხალხი.„მესამე შეხვედრაა და კარგია, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება ამ იდეის გარშემო, რომელსაც ჰქვია საქართველო ივანიშვილის გარეშე. ასევე, საინფორმაციო კამპანია როგორი უნდა იყოს, როგორ საქართველოში უნდა გაიღვიძოს ხალხმა ივანიშვილის გარეშე და მნიშვნელოვანი საკითხია, თქვენც გესმით ალბათ, რომ თავსლაფდასხმული, შავლაქა, შავსაღებავშესხმული, დასანქცირებული კალანდარიშვილი საქართველოში არჩევნებს ვერ ჩაატარებს. რა არჩევნები უნდა ჩაატაროს კაცმა, რომელიც დასანქცირებულია თავისი ადმინისტრაციით? თავსლაფდასხმული ივანიშვილი დასანქცირებული კობახიძით რანაირ არჩევნებს ჩაატარებს? ამას არ ჰქვია არჩევნები, ისინი არჩევნობანას, პოლიტიკოსობანას თამაშობენ, ამიტომ აქ ყველა თანხმდება იმაზე, რომ ივანიშვილის პირობებში არჩევნები არ იქნება ამ ქვეყანაში, არც დემოკრატია იქნება და არც პოლიტიკა იქნება, ვიდრე ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში. ამიტომ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ხალხი. რა ფორმით იქნება, როგორ იქნება, რანაირად იქნება, ვინ მიიღებს მონაწილეობას, როგორ დარეგისტრირდებიან აპლიკაციაში, იქნება თუ არა ეს პირდაპირ საარჩევნო უბნებზე მისვლით, ეს დროის საკითხია, სამსჯელო საკითხია, მსჯელობა გახსნილია და მიმდინარეობს ამ საკითხებზე – საქართველო ივანიშვილის გარეშე, როგორ საქართველოში უნდა გაიღვიძონ საქართველოს მოქალაქეებმა, როგორ საქართველოში სურს საქართველოს მოქალაქეს. მესამე და მნიშვნელოვანი, ე.წ. არჩევნები თავსლაფდასხმულმა, შავად ლაქად გაჟონილმა ივანიშვილმა და კალანდარიშვილმა ვერ უნდა ჩაატარონ. ამ საკითხებზე ამ ეტაპისთვის რაღაც გარკვეული შეთანხმებები არსებობს, თუმცა მსჯელობა გახსნილია და მიმდინარეობს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.მისივე თქმით, აპლიკაციასთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია.„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სწრაფ ტემპებში ესეც იქნება. არის ტექნიკური საკითხები, რომლებზეც მსჯელობა მიმდინარეობს და ესეც ისეთი მოგვარებადია. მთავარია, ყველას გვესმოდეს, რომ დედაქალაქში, რეგიონებში, ქალაქებში ჩასასვლელები ვიქნებით ყველა, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ბატონი პაატა ბურჭულაძე ხომ, რომელიც აპირებს საქართველოს შემოვლას და ამ ინფორმაციების პირადად მიტანას ადამიანებთან, რომ თავსლაფდასხმული, შავლაქიანი, დასანქცირებული კალანდარიშვილი არჩევნებს ვერ და არ ჩაატარებს ანუ ჩვენ არ ვაპირებთ, შესაძლებლობა მივცეთ დასანქცირებულ ადამიანებს, რომლებსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ. ლეგიტიმურობა თუ ნიშნავს, რომ ზარქუა და ალუდა ღუდუშაური აღიარებთ, ეს მათი საქმეა, ცივილიზებული სამყარო არ აღიარებს არც აქამდე ჩატარებულ არჩევნებს და, ცხადია, ახლა დასანქცირებულმა კაცმა რა არჩევნები უნდა ჩაატაროს, გინდა კობახიძე იქნება, კალანდარიშვილი თუ ივანიშვილი. ე.წ. არჩევნები რომ ვერ უნდა ჩატარდეს ამაზე მიმდინარეობს დისკუსია“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა. 

რონალდინიო თბილისშია – ლეგენდების მატჩისთვის მზადება

„ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო თბილისშია, – ინფორმაციას საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ავრცელებს.ვეტერანთა ამხანაგური მატჩის წინ სასტუმრო „მერიოტში“ პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელები იარი ლიტმანენი და ხავიერ სავიოლა, ასევე საქართველოს ნაკრების ლეგენდები – კახა კალაძე და შოთა არველაძე პასუხობდნენ.პრესკონფერენციის დროს ცნობილი გახდა, რომ რონალდინიო თბილისში მოგვიანებით ჩამოფრინდებოდა და 16 მაისს დაგეგმილ მატჩში მონაწილეობას მიიღებდა.„ბარსელონას“ ლეგენდები და საქართველოს ნაკრების ვეტერანები ერთმანეთს „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ხვალ, 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ჩვენი მსოფლიო იცვლება, ძველი წესრიგი იშლება, ჩვენს გეოგრაფიაში ყალიბდება სრულიად ახალი განტოლება, რომლის ცენტრში არის თურქეთი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი სწრაფად აღწევს იმ პოზიციას, რასაც იმსახურებს ახალ ეპოქაში.„დიახ, თურქეთის ჰორიზონტი ფართოვდება. თურქეთის ვარსკვლავი სულ უფრო კაშკაშებს. თურქეთი დიპლომატიის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და სხვა სფეროების ახალ ლიგაში ასპარეზობს“, – განაცხადა ერდოღანმა.როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, იბადება ახალი გეოპოლიტიკური წესრიგი, რომლის ცენტრალურ ადგილს თურქეთი იკავებს.„ჩვენი მსოფლიო იცვლება, ძველი წესრიგი იშლება, ჩვენს გეოგრაფიაში ყალიბდება სრულიად ახალი განტოლება, რომლის ცენტრში არის თურქეთი“, – აღნიშნა ერდოღანმა.ერდოღანმა ასევე ისაუბრა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ განიარაღებასა და დაშლაზე, რასაც მრავალწლიანი ძალადობის დასრულებისა და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის სპეცსამსახურები ყურადღებით დააკვირდებიან დაჯგუფების განიარაღების პროცესს.ამასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, გუშინ ტელეფონით ოთხმხრივი საუბარი ჰქონდა დონალდ ტრამპთან, საუდის არაბეთის პრინცთან, მუჰამედ ბინ სალმანთან და სირიის პრეზიდენტთან, აჰმედ ალ-შარაასთან. ასევე, ბოლო დღეებში ტელეფონით კომუნიკაცია ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან, ემანუელ მაკრონთან და ჯორჯია მელონისთან. ხვალ კი თურქეთის პრეზიდენტი ალბანეთში გაემგზავრება, სადაც ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ბოლო სიახლეები