შაბათი, ივნისი 28, 2025

გია ვოლსკი – გივი თარგამაძე სადისტური ხელისუფლების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო და კომისიის სხდომაზე მოსვლას თავს არიდებს

გივი თარგამაძე სადისტური ხელისუფლების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო და კომისიის სხდომაზე მოსვლას თავს არიდებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „უხერხულობა უნდა იგრძნოს გივი თარგამაძემ, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიის განვითარების ორგანიზების საქმეში“.

„გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებაში თარგამაძე მოყვანილია, როგორც ერთ-ერთი ჩამშლელი იმ ფორმატების, რომლებიც წარმატებით მიმდინარეობდა ამერიკისა და ევროკავშირის დახმარებით. მან განაცხადა, რომ კოდორის ხეობა სჭირდებათ, რათა რუსეთს დაარტყან და მოლაპარაკებები ამის გამო ჩაიშალა. ეს ყველაფერი არის გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებაში, რომელშიც მოხვდა თარგამაძის განცხადება. რა ჩვენებას აძლევდა, ამაში გასაკვირი რა არის? რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია. გივი თარგამაძე იქნება თუ სხვა, გონჩარენკო, იმავე ჩვენებას მისცემენ. დიდი ამბავი, ვაჟკაცად გამოგყავთ. გივი თარგამაძე სადისტური ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იყო. კომისიის სხდომაზე მოსვლას თავს არიდებს და რითი ამაყობს? იმით, რომ ჰააგაში ჩვენება მისცა? აბა, რა უნდა ექნა? ისე ამბობს, გეგონება, რუსეთს დაუპირისპირდა, გადაჯეგა. რუსეთს ყველა საშუალება მისცეს, მათ შორის გივი თარგამაძემ იმ ტუტუცური განცხადებებით, რაც აკეთა. იმდენი „იჩალიჩა“, რომ გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებაში მოხვდა მისი განცხადება, როგორც ერთ-ერთი ჩამშლელი იმ ფორმატების, რომლებიც 2006 წლამდე წარმატებით მიმდინარეობდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

აშშ-მა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს სავაჭრო შეთანხმებას. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.შეთანხმების თანახმად, ამერიკულ კომპანიებს ჩინეთიდან იშვიათი წიაღისეულის მიღება გაუადვილდებათ, რომლებიც მიკროჩიპების წარმოებისთვისაა მნიშვნელოვანი. ასევე, სანაცვლოდ, ამერიკამ გააუქმა ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების ნაწილი.ბესენტმა Fox Business Network-ის გადაცემაში განაცხადა, რომ ტრამპისა და სი ძინპინის სატელეფონო საუბრის შემდეგ ლონდონში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა „ყველაფერი მოაგვარეს“.„შეთანხმების ნაწილი იყო ტარიფების შემცირება და იშვიათი მიწის მაგნიტების ამერიკაში ჩამოტანის კვლავ დაწყება. ისინი ჩვენი სამრეწველო ბაზის დიდი ნაწილის ბირთვს წარმოადგენდნენ“, – თქვა ბესენტმა.

ცვლილებები რომელიც 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება 

საქართველო-სომხეთს შორის მგზავრთა გადამყვანებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება2025 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველო-სომხეთს შორის მგზავრთა გადამყვანებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ივლისიდან საზღვარზე გადამყვანებისთვის მგზავრთა სიის წინასწარ შევსება სავალდებულო ხდება.„2025 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველოსა და სომხეთს შორის კომერციული მიზნით ტურისტული ან საერთაშორისო არარეგულარული (დაკვეთით), მგზავრების გადაყვანისას, ყველა გადამზიდველმა სავალდებულოდ უნდა შეავსოს მგზავრთა სია, რომელიც ECMT-ის საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.ამასთან, მგზავრთა სია სავალდებულოა ყველა M1 (მინივენი), M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების (მინივენები, ავტობუსები და მიკროავტობუსები) შემთხვევაში. დოკუმენტი უნდა შეივსოს ელექტრონულად, ლათინური ასოებით, მგზავრობის დაწყებამდე. ბეჭდური ვერსია უნდა ინახებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ბორტზე და წარედგინოს მაკონტროლებელ ორგანოს. სია უნდა ამოიბეჭდოს მხოლოდ A4 ფორმატზე,“ - განმარტავს სამინისტრო.გაზის ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება სავალდებულო ხდება2025 წლის 1-ლი ივლისიდან მუნიციპალიტეტებში შეტანილი განაცხადის საფუძველზე ბუნებრივი აირის ჭკვიანი მრიცხველის დაყენება სავალდებულო ხდება.მრიცხველის მოწყობის მსურველმა წერილობით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიანტს. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველმა განაცხადის წარდგენამდე ჭკვიანი მრიცხველის საფასურის ნახევარი წინასწარ უნდა გადაიხადოს, დანარჩენი კი დამონტაჟებიდან 10 დღის ვადაში.ცნობისთვის, აღნიშნული რეგულაცია თვითმმართველ ქალაქებში 2024 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდა.ლაქ-საღებავების პროდუქცია შემოწმდება2025 წლის 1-ლი ივლისიდან ლაქ-საღებავების პროდუქციისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება.საუბარია, მთავრობის მიერ დამტკიცებულ რეგლამენტზე, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთ საღებავში, ლაქსა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაღებვის პროდუქციაში აქროლადი ორგანული ნაერთების შემცველობა შემოწმდება.ბაზარზე პროდუქციის ზედამხედველობას ზედამხედველობის სააგენტო განახორციელებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იქნება, საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შეაჩეროს პროდუქტის იმპორტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, რათა კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება მოხდეს.სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნების წარმოება და ვაჭრობა ლიცენზირებადი საქმიანობა ხდებასასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნების წარმოება და ვაჭრობა ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება. აღნიშნულს გულისხმობს, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები.კერძოდ, 2025 წლის 1-ლი ივლისიდან სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვა ან/და ტარების უფლებით), მისი საქართველოში შემოტანის ან გატანის ნებართვის (ტრანზიტისა და რეექსპორტის ნებართვის გარდა) მოპოვებისთვის ასაკობრივი ცენზი - 18 წლიდან განისაზღვრება. სასიგნალო იარაღით/მისი ვაზნით ვაჭრობის, ამ იარაღის/ვაზნის დამზადების (წარმოება) და სასიგნალო იარაღის შეკეთებისთვის სალიცენზიო მოსაკრებელი იქნება 100 ლარი. ცვლილებების თანახმად:ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვისთვის მოსაკრებლის განაკვეთი იქნება 6 ლარი, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვისთვის – 8 ლარი. იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის ფიზიკური პირისთვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება 6 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისთვის – 12 ლარის ოდენობით.როგორც საქართველოს მოქალაქის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვისთვის მოსაკრებლის განაკვეთი იქნება 8 ლარი. თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლას აძვირებს1-ლი ივლისიდან თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლის ღირებულებას კვლავ აძვირებს. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ ე.წ. ოქროს ფრანკის ღირებულება, რომელიც თურქეთის სრუტეებში გაუჩერებლად გამავალი გემებისთვის დაწესებული გადასახადის გამოსათვლელად გამოიყენება, 15%-ით გაიზრდება და 5.83 დოლარით განისაზღვრება. მანვე დასძინა, რომ ღირებულება ყოველ მომდევნო წელს გადაიხედება.

„რუსეთ-უკრაინის ომში, შესაძლოა, მოხდეს რაღაც, რაც ამ ომს მოაგვარებს“ – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, შესაძლოა, რაღაც მოხდეს, რაც მას „მოაგვარებს”. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.„ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთზე და ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. პრეზიდენტმა პუტინმა დამირეკა და მითხრა: „მე მინდა, დაგეხმარო ირანის საკითხში“. მე ვუთხარი: „გამიწიე ანგარიში, ირანს მე მოვაგვარებ და დამეხმარე რუსეთის საკითხში. ეს უნდა მოვაგვაროთ“. ვფიქრობ, რომ რაღაც მოხდება“, – თქვა ტრამპმა.

🚨 გავერთიანდეთ ნათიას გადასარჩენად -გთხოვთ გაავრცელეთ

გავერთიანდეთ ნათიას გადასარჩენადძვირფასო მეგობრებო,ნათია ლომსაძეს დაუდგინდა სიმსივნე - საშვილოსნოს სარკომა, მე-4-ე სტადია. ის გადის ქიმიოთერაპიის კურსს თურქეთში, რომელიც მისი გადარჩენის შანსია, მაგრამ მკურნალობა უკიდურესად ძვირადღირებულია.მის ოჯახს აღარ გააჩნია საკმარისი თანხა. ახლა ყველა თქვენი წვლილი კრიტიკულად მნიშვნელოვანია – თითოეულ ლარს შეუძლია შეცვალოს ნათიას ბედი.გთხოვთ, ვისაც გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა, დაეხმარეთ. თანხის გადარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშზე:#GE17BG0000000160856574#GE05TB7742945068100028მიმღები: ირმა ლომსაძეგთხოვთ, გააზიაროთ ეს პოსტი.თქვენი დახმარება ნიშნავს , ნათიასთვის სიცოცხლის შანსს.გმადლობთ მხარდაჭერისა და სითბოსთვის.

ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის მზად არის, უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გასამართად. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.„ჩვენ მზად ვართ, მსგავსი შეხვედრა სტამბოლში გავმართოთ“, – თქვა პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, დელეგაციების ხელმძღვანელები შეხვედრის შესაძლო თარიღზე მსჯელობენ.პუტინმა ასევე ისაუბრა დასავლეთთან ურთიერთობაზე. მისი თქმით, დასავლეთი ცდილობს რუსეთის ეკონომიკის „დამარხვას.”„რა ხდება დასავლეთის ქვეყნებში? ისინი მუდმივად გვმარხავენ. მალე, თავად ამოხდებათ სული იქ“, – თქვა პუტინმა.პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა ყველას აგრესიულ თეზისად 2022 წლის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია” მოყავს, მაგრამ როგორ მივიდნენ აქამდე, ამაზე არავინ საუბრობს. პუტინის თქმით, ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ რუსეთი მოატყუეს, თითქოს „ნატო“ არ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთით.„ჩვენ არავინ გვისმენდა. ისინი ამ მიმართულებით მოძრაობდნენ. განა ეს აგრესიული ქცევა არ არის? ეს არის აგრესიული ქცევა, რომელზეც დასავლეთს ყურადღების მიქცევა არ სურს“, – თქვა პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ტრამპთან ურთიერთობაზე. მისი თქმით, ნებისმიერ დროს მზად არის, კონტაქტებისა და შეხვედრებისთვის, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტთანაც.„მე ყოველთვის ღია ვარ კონტაქტებისთვის, შეხვედრებისთვის. ვიცი, რომ ბატონი ტრამპიც საუბრობდა შეხვედრების შესაძლებლობაზე. ისევე, როგორც ის, მეც ვთვლი, რომ ასეთი შეხვედრები უნდა მომზადდეს,“ – თქვა პუტინმა.ტრამპზე საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას პატივს სცემს. პუტინის თქმით, დონალდ ტრამპმა ძალიან რთული და საშიში გზა გაიარა ხელისუფლებაში დაბრუნებისას.

ბოლო სიახლეები