როგორც გახარია ამბობს, კრიტიკული ვითარება შეიქმნა, რომლის თაობაზეც თავად არავის აცნობა, გადაწყვეტილება მიიღო და, პრევენციის ნაცვლად, ქვეყანამ კონტროლირებადი ტერიტორიის დიდი ნაწილი დაკარგა, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ოკუპაციის პირობებში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, განსაკუთრებით მოსახლეობა დაზარალდა.
„პრაქტიკა და პოსტების გახსნის არაერთი მაგალითი არსებობს. მაგალითებს თუ მივყვებით, მივხვდებით, რომ იმისათვის, რომ ეს უბედურება არ მომხდარიყო, ზომები არ მიუღია იმ პერიოდის შს მინისტრს. პირიქით, ისე იმოქმედა, რომ გაცილებით მძიმე შედეგები მოიტანა. ვიღაცისთვის ეს შეცდომა იყო, ვიღაცას ჰგონია, რომ მან სიკეთე გააკეთა, მაგრამ თუ შედეგებით ვიმსჯელებთ, საკმაოდ მძიმე დარტყმა მიაყენეს ქვეყნის ინტერესებს, მაშინ როცა შეეძლო, ამის საპირისპიროდ ემოქმედა. პასუხს ვერ სცემს, თუ რატომ არ შეატყობინა უშიშროების სამსახურს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და რატომ არ ატეხა განგაში, თუ ისეთი ვითარება იყო, რასაც ის აღწერს, რომ რუსეთს წინ წამოსვლა უნდოდა და ჩორჩანა თუ არა, ამ წინსვლას რა შეაჩერებდა. თუმცა აბსოლუტურად საპირისპირო მივიღეთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.