განათლების მთავარი მიზანია, კვალიფიციური კადრების მომზადება და უფასო სწავლის გამართლება იმ ხარისხით, რასაც განათლებული საზოგადოებისგან, ანუ კურსდამთავრებულებისგან მივიღებთ, რადგან სახელმწიფო ამის მომზადებაში უშველებელ რესურსს ჩადებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება ფაკულტეტების რაციონალიზაცია დარგებისა და სპეციალობის მიხედვით.
„პროფესურას ხელფასიც მოემატება და მათი ინტელექტუალური რესურსიც გამოყენებული იქნება ერთი კონკრეტული უნივერსიტეტის გარშემო. თემაზე იქნება დებატები. პრემიერ-მინისტრმა მზაობა გამოთქვა, რომ განხილვა ნებისმიერ დონეზე იყოს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

