ორშაბათი, ივნისი 9, 2025

გია ვოლსკი:- ბოროტი ზღაპარი უნდა დავარქვათ იმას, რასაც თინა ბოკუჩავა ამბობს, ამოცანაა, შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს, ვფიქრობ, კოტე იოსელიანი უნდა გამოიკითხოს

თინა ბოკუჩავა რასაც ამბობს, იმას ბოროტი ზღაპარი უნდა დავარქვათ. ამოცანაა, შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის შეფასებით, კოტე იოსელიანი უნდა გამოიკითხოს.

„ვფიქრობ, თინა ბოკუჩავას ქმარი, კოტე უნდა დაიბარონ. ის იქიდან გვახსოვს, როცა თქვა, რომ იესო ქრისტეს ჯიბეში 30 ვერცხლი ჩაუდეს, ჩადებული 30 ვერცხლის გამო გაასამართლეს და ჯვარზე გააკრეს. გვახსოვს მისი რაღაც უტიფარი განცხადებებიც, მაგრამ იმას, რასაც თინა ბოკუჩავა ამბობს, ზღაპარი უნდა დავარქვათ, თან ბოროტი ზღაპარი. ამოცანაა, შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს და ისე გამოიყვანოს, რომ საბავშვო ბაღის ბავშვების დახოცვით დაემუქრნენ კოტიკოს, თუ არ აღიარებდა, რომ რვა წლის წინ სისულელე თქვა. რასაკვირველია, პირადად ხელმძღვანელობაზეა შეტევა. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ მინისტრზე განახორციელდ შეტევა. ვფიქრობ, მაინც უნიჭო სპექტაკლია, მაგრამ ამავე დროს, ახლავს სიბოროტის ის დონე, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ახასიათებდა მაშინ, როცა ბოკუჩავა ერთ-ერთი ლიდერი იყო და დღესაც რჩება. რასაკვირველია, კოტიკოს უნდა დაუძახონ, გამოიკითხოს. მახსოვს, გეგელიამ განაცხადა, რომ მასაც თავს დაესხნენ. რასაკვირველია, ეს ვიღაცებს აინტერესებთ, მაგრამ მგონია, გულუბრყვილო სანჩეს ამორის გარდა, ამას არც საზღვარგარეთ არავინ დაიჯერებს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

კოტე იოსელიანმა გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის. მოგვიანებით თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მისი მეუღლე კოტე იოსელიანი გაიტაცეს, მასზე ზეწოლა განახორციელეს და ამის შემდეგ ჩაწერა უტა ივანიშვილისთვის ბოდიშის მოხდის ვიდეო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ბორტზე, რითაც საქართველოში ჩამოიყვანეს, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა

"თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ბორტზე, რითაც ის საქართველოში ჩამოყვანეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა.აღნიშნული განცხადება მან სასამართლო პროცესზე გააკეთა.როგორც ბაჩიაშვილმა განმარტა, ის ყველა ნორმის დარღვევით, თავზე ტომარა ჩამოფარებული გაიტაცეს და უკანონოდ ჩამომიყვანეს საქართველოში.მისი თქმით, ეს იყო ივანიშვილის შეკვეთით და სუს-ის შესრულებით განხორციელებული ქმედება."პატივცემულო მოსამართლე, 13 წელი ვმუშაობდი ივანიშვილისთვის სტრუქტურაში, საჯაროდ განვაცხადე, როგორ ხდებოდა სახელმწიფოს მიტაცება... მან პირდაპირ მომთხოვა იმ ანტიდასავლური, ანტიევროპული წერილების გამოქვეყნება, რომელსაც დღემდე ბატონი შათირიშვილი აქვეყნებს. ზუსტად აქ ჩაეყარა საფუძველი იმ დაპირისპირებას, რომელიც ჩვენს შორის მოხდა. ივანიშვილმა მომიწყო სასამართლო პროცესის იმიტაცია, რომელიც 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ერთადერთი გზა დამიტოვა, ჩემი ბედის ხელში აღება, ამაშია მთელი უბედურება. თუმცა, ესეც არ ეყო და შემდეგ კრიმინალურ მეთოდს - მოტაცებას მიმართა, იმ მეთოდს, რომლითაც 90-იანებში მას ძმა მოსტაცეს, იმ მეთოდს, რომლითაც კალაძეს მოსტაცეს ძმა ზუსტად იგივე მიზნით - ფულის გამოძალვის მიზნით. ერთადერთი სხვაობა ის იყო, რომ იმ გამომძალველებს და მომტაცებლებს სახელმწიფო მიტაცებული არ ჰქონდათ. ყველა ნორმის დარღვევით, თავზე "მეშოკჩამოფარებულო", უკანონოდ, საერთაშორისო კანონის დარღვევით საქართველოში ჩამომიყვანეს. ეს იყო ივანიშვილის შეკვეთით და სუს-ის მიერ შესრულებული სპეცოპერაცია. ბატონი ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს. თქვენთვის ალბათ, გასაკვირი არ არის, მაგრამ ამ დანაშაულს სუსი იძიებს, ანუ სუსი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს. მე როგორ ვიპოვი სამართალი, სად დავიცვა თავი? როგორ ვანდო თავი იმ სასამართლოს, რომელმაც ივანიშვილის ზეპირი ჩვენების საფუძველზე ორი წელი ჯოჯოხეთი მომიწყო მე და ჩემს ოჯახს? როგორ გენდოთ იმ სისტემას, რომელმაც ორად გაყავით საქართველო? ზოგ-ზოგიერთები გამოდიან ტელევიზიით და ამბობენ, რა კარგია, წამება არ არისო, აბა, კითხეთ ჩვენს მშობლებს, თუ არ არის წამება? კითხეთ იმ დაჭერილი ახალგაზრდების, "სინდისის პატიმრების" მშობლებს, მზია ამაღლობელის ოჯახს, თუ არ არის ეს წამება?",- განაცხადა ბაჩიაშვილმა.მისი განმარტებით, მის მიმართ თანხის გამოძალვას აქვს ადგილი."ჩემს მიმართ დიდძალი თანხის გამოძალვა მიმდინარეობს, ერთ პროცესში წაიღეს მთელი ჩემი ქონება, იმ განაჩენზე დაფუძნებით, რომელიც საბოლოოც კი არ იყო",- განაცხადა ბაჩიაშვილმა.მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას განუმარტა, რომ სხვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე განმარტებას ვერ გააკეთებს, თუმცა, უთხრა, რომ "დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი არც ერთი უფლება ამ სხდომებზე არ დაირღვევა".

პეტერ ფიშერი: ანტიკორუფციულ ბიუროში გამართულ შეხვედრაზე დამპირდნენ, რომ მომაწვდიან ინფორმაციას, როგორ გავრცელდება „ფარა“ საქართველოში მომუშავე 13 გერმანულ ორგანიზაციაზე

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროში გამართული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს. გერმანელი დიპლომატის ცნობით, მას დაჰპირდნენ, რომ მიაწვდიან ინფორმაციას, როგორ გავრცელდება „ფარა“ საქართველოში მომუშავე 13 გერმანულ ორგანიზაციაზე, რომლებიც გერმანიის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და გერმანია-საქართველოს შორის ორმხრივი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენენ.„მე დამპირდნენ, მომაწვდიან ინფორმაციას, როგორ მოეპყრობიან „ფარას“ ფარგლებში საქართველოში 13 გერმანულ ორგანიზაციას, რომლებიც გერმანიის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება, წარმოადგენენ გერმანია-საქართველოს ორმხრივი ხელშეკრულებების საგანს და მნიშვნელოვანია გერმანია-საქართველოს ფართო, ღრმა კავშირების პრაქტიკული იმპლემენტაციისთვის. ჩვენ ვისურვებდით, რომ ისინი გათავისუფლდნენ. საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროსთან ასევე განვიხილეთ ევროკავშირის საკითხი. მე შევახსენე ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის უარყოფითი შეფასება „უცხოური აგენტების“ მსგავს კანონთან დაკავშირებით. როგორც მეგობარმა, მე გავაფრთხილე ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ილუზიებთან დაკავშირებით. ევროკავშირის საბჭომ 2024 წლის ივნისიდან მწუხარებით დაასკვნა, რომ საქართველომ კურსიდან გადაუხვია“, – წერს ფიშერი.

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი – ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი

უკვე სამი ათწლეულია, რაც საქართველო მტკიცედ მიჰყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ხოლო ნატო მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებსა და მისწრაფებებს. საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, – ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.როგორც წარმომადგენლობაში აცხადებენ, ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს ნატო-ს ხელმძღვანელობით განხორციელებულ მისიებსა და ერთობლივ წვრთნებში, რითიც ადასტურებს მზადყოფნას, რომ წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოებაში.„ისეთი პროექტების მეშვეობით, როგორებიცაა წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) და ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი (SNGP), საქართველო აგრძელებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურების დაახლოებას ნატო-ს სტანდარტებთან. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის 2008 წლის სამიტსა და შემდგომ სამიტებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას“, – ნათქვამია განცხადებაში. 

ზაზა გვიმრაძე – ყინწვისის მონასტერთან დაგვიჭირეს, წიხლებს გვირტყამდნენ, შემდეგ ჩაგვსვეს მანქანაში, ყუთებში იარაღი იყო, ესე იგი, უნდოდათ, დავეხოცეთ და იარაღი დაეწყოთ, თითქოს აჯანყებას ვაწყობდით

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ზაზა გვიმრაძემ გაიხსენა, რომ ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელები სასულიერო პირებს ეუბნებოდნენ, რომ მათი ნება რომ ყოფილიყო, ბერებსაც დაიჭერდნენ.„აწ გარდაცვლილ მამა საბას ვეუბნები, ნახე, მამაო, ორი ავტობუსი მოდის, ალბათ ტურისტები მოდიან მონასტრის კომპლექსის მოსანახულებლად-მეთქი. უცებ გადმოხტნენ ნიღბიანები, დაწექით, თქვენი დედა, თქვე სამშობლოს მოღალატეებოო. ვინ არის სამშობლოს მოღალატე-მეთქი და ამ დროს მომხვდა ავტომატის ტარი. „ა-კა-ეს-ებით“ იყვნენ შეიარაღებული, რომელსაც რკინის ტარი აქვს და დამაგდეს. მამებმა უთხრეს სპეცრაზმელებს, რას შვრებით, ეს როგორ შეიძლება, ამ ხალხთან რა გინდათ, არაფერი დაუშავებიათო. პირდაპირ ეუბნებოდნენ მამაოებს, ჩვენი ნება რომ იყოს, თქვენც დაგიჭერთ, მაგრამ ჯერ თქვენი დაჭერის უფლება არ გვაქვსო“, – განაცხადა ზაზა გვიმრაძემ.ამასთან, ზაზა გვიმრაძემ კომისიის სხდომაზე გაიხსენა თავისი, ასევე თავისი თანმხლები პირების ყინწვისის მონასტერთან დაკავება და ქარელის სასამართლოში გადაყვანის პროცესი.„დაგვყარეს, ტელეფონები ამოგვიღეს, უკვე დამჯდარიც იყო. ყინწვისის მონასტერთან დაგვიჭირეს, წიხლებს გვირტყამდნენ სამხედრო ჩექმებით. შემდეგ ჩაგვსვეს მანქანაში. ჯარში ნამყოფი კაცი ვარ და ვუყურებ, რომ იარაღის სამხედრო ყუთები დევს ამ მანქანაში. ესე იგი, უნდოდათ, დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კარგ კინოს გადაიღებდნენ, რომ აჯანყებას ვაწყობდით. სპეცრაზმელებს ვეკითხებოდი, რატომ გვიჭერთ-მეთქი და ერთი ძალიან ცუდი კაცი იყო, ისე დამარტყა, საშინელი ტკივილი ვიგრძენი. დიდხანს მოუნდნენ ქარელის პოლიციამდე ჩაყვანას, რადგან ტელეფონზე საუბრობდნენ, ვიღაცებს რაღაცებს ეკითხებოდნენ. ჩვენ გაურკვევლობაში ვიყავით. რაღაც ხომ უნდა ჩაგედინა, რომ ასეთი რაღაც დაგემართოს და დაეჭირე. სამშობლოს მოღალატეს გიწოდებენ – ეს მოქმედებს ჩემზე, რადგან ვიცი, რაც არის სამშობლოს ღალატი. რასაც ესენი აკეთებენ, ეს არის სამშობლოს ღალატი. 2008 წელს რაც გააკეთეს, ეს სამშობლოს ღალატია. სამშობლოს ღალატია, რაც პარლამენტმა გააკეთა, კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი დაარქვა და ახალი ავტონომიური ოლქი გააკეთეს ცხინვალში“, – განაცხადა ზაზა გვიმრაძემ.ზაზა გვიმრაძემ ასევე ოფიცრის ოთახში ყოფნის ეპიზოდი გაიხსენა.„ყველაფერზე მცემდნენ. ბიძინა ივანიშვილი როცა ჩაერთო პოლიტიკაში, მაშინ კიდევ უფრო გააძლიერეს ცემა. შემდეგ გვეუბნებოდნენ, ოჯახს დაურეკეთ, არჩევნები რომ იყო, უთხარითო. მე რომ ვურეკავდი, ვეუბნებოდი ყველა გააფრთხილეთ, წავიდნენ, „ქართული ოცნება“ შემოხაზონ-მეთქი. ამაზე კიდევ გცემდნენ. ვუთხარი, რისი იმედი გაქვთ-მეთქი – ჯერ 17 სექტემბერი არ იყო მოსული. მაშინ აიჭრნენ, ის კადრები რომ გავრცელდა. ერთხელ შემიყვანეს ოფიცრის ოთახში და ხელები დამაწყობინეს. ორი კაცი ჩამოჯდა მაგიდაზე და ორივემ ერთობლივად მოიქნია მუხლი და ჩამარტყეს. სუნთქვა გადამეკეტა, სკამიდან გადავვარდი, თავი დავარტყი. ზემოდან მადგას ოფიცერი, ჯვარზე, თავზე მაფურთხებს და თავის ბინძურ ფეხს მისვამს თავზე“, – განაცხადა ზაზა გვიმრაძემ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პირველად საქართველოში, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, სტუდენტთა „შეჯიბრება B2B გაყიდვებში“ ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პირველად საქართველოში, ERASMUS+ პროგრამის KA2 აქტივობის ინსტიტუციური გაძლიერების პროექტის - „ისწავლე – გააუმჯობესე – გაყიდე – მიაღწიე წარმატებას” (LISS24 - Learn – Innovate – Sell – Succeed), ფარგლებში „სტუდენტური შეჯიბრება B2B გაყიდვებში“ ჩატარდა.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, სტუდენტურ შეჯიბრებას უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტმა უმასპინძლა. დეკანის, ასოცირებული პროფესორის ბორის გითოლენდიას თქმით, ღონისძიება მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის B2B (ბიზნესიდან ბიზნესზე) გაყიდვების სფეროს ძირითადი პრინციპების გაცნობას, პრაქტიკული უნარების გააზრებასა და განვითარებას. მისი განცხადებით, კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, რომლებიც აუცილებელია კორპორაციული გაყიდვების პროცესში წარმატებული ჩართულობისთვის.„მონაწილეებმა დეტალურად შეისწავლეს B2B გაყიდვების სპეციფიკა, მათ შორის: რა არის B2B გაყიდვები და როგორ განსხვავდება იგი B2C გაყიდვებისაგან (ბიზნესი მომხმარებელზე); ტიპური B2B გაყიდვების ციკლი – პროცესის ეტაპები: კლიენტის იდენტიფიცირება, დაკავშირება, საჭიროებების შეფასება, შეთავაზების პრეზენტაცია, შეთანხმება და გაყიდვის შემდგომი მხარდაჭერა; გადაწყვეტილების მიმღები პირების სტრუქტურა და მათი როლები B2B კონტექსტში; ბაზრის კვლევა, მომხმარებლის სეგმენტაცია და მიზნობრივი კლიენტის იდენტიფიცირება; გაყიდვების პროცესის სტრუქტურირება და მისი ეფექტურად მართვის მოდელები; ლიდების გენერაცია და პოტენციური კლიენტების მოძიების თანამედროვე მეთოდები (ციფრული პლატფორმები, პერსონალიზებული შეთავაზებები, ქსელური კომუნიკაცია და ა.შ.); პრეზენტაციისა და შეთავაზების ტექნიკა – ღირებულების კომუნიკაცია, არგუმენტაციის სტრატეგიები და სავაჭრო პოტენციალის წარმოჩენა.ტრენინგპროგრამის პრაქტიკულ ნაწილში სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს როლურ თამაშებში, რაც მიზნად ისახავს რეალური გაყიდვების სცენარების მოდელირებას. მონაწილეებმა გამოცდილი ტრენერებისგან ინსტრუქციები მიიღეს კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და კლიენტთან ურთიერთობის მართვის მიმართულებით. კონკურსში მონაწილე გუნდებმა წარმოადგინეს პრაქტიკული ხედვები გაყიდვების ზრდის, მარკეტინგული სტრატეგიების გაძლიერებისა და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის გაუმჯობესების კუთხით. შეფასების პროცესში ჩართულმა ჟიურიმ გამოარჩია ყველაზე ეფექტური და შემოქმედებითი პრეზენტაციები. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სპეციალური საჩუქრებით პარტნიორი კომპანიებისგან. ღონისძიების ბოლოს, ყველა მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი, რაც ადასტურებს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას და მიღებულ უნარებს B2B გაყიდვების მიმართულებით. ღონისძიება იყო ღია უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტისთვის, ვისაც აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს რეალურ ბიზნესპროექტებში“, - აცხადებს ბორის გითოლენდია.უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიების დასკვნით ეტაპზე გაიმართა B2B გაყიდვების ჩემპიონატი (B2B Sales Competition), რომელიც, LISS24 პროექტის ფარგლებში, საქართველოში პირველად ჩატარდა. სტუდენტებმა ჟიურის წევრებს წარუდგინეს პარტნიორი კომპანიების („ავტოტექნო“, „ბაუმერი“, „არგო“) ინოვაციურ, რაციონალურ და კრეატიულ გაყიდვებთან დაკავშირებული სცენარები.სტუ-ის ინფორმაციით, LISS24 Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტია და მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში. კერძოდ, საინჟინრო და სხვა პროგრამის სტუდენტებისათვის პროდუქციის ე.წ. „სეილების“ სწავლების კულტურის დანერგვას B2B გაყიდვების კომპეტენციის გაძლიერებით. LISS24-ის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგებისა და სწავლების სხვა მეთოდებით შესაბამისი აკადემიური პერსონალის გადამზადება; სერვისებისა და პროცესების განვითარება; სასწავლო კურსების დანერგვა და განათლებაზე ორიენტირებული გაყიდვების ლაბორატორიის (Sales Lab) მოწყობა, რომელიც პროექტის ფარგლებში ამოქმედდება. პროექტით იგეგმება ციფრული ტექნოლოგიებზე დაფუძნებული რეალური გაყიდვების გამოცდილების ჩართვა სწავლებაში, როგორც პირისპირ, ასევე, ონლაინ გაყიდვების გზით. ამავე პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველად ჩატარდა ე.წ. „სეილების სტუდენტური შეჯიბრება”, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტმა უმასპინძლა.საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ახორციელებს სტუ-ის ტექნოლოგიების და საგრანტო პროექტების ოფისი, ხოლო პროექტის შედეგების პირველადი პილოტირება ხორციელდება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე. პროექტის პარტნიორია სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი.

ბოლო სიახლეები