სამშაბათი, მარტი 31, 2026

გია გაბრიჭიძე ნიკა მელიაზე: მათი ბოგინი უნდა დამთავრდეს! უნდა დამთავრდეს, რადგან სანამ ნაცები იქნებიან, ქვეყანას სიმშვიდე არ ეღირსება

ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, როგორც კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა მწარდება და ყველაფერზე მიდის, „ნაცებიც“ ეგრე არიან გამწარებულები და მეტი არაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ მაქსიმალურად გააღიზიანონ ხალხი და ბოლო პროვოკაციაზე წავიდნენ, – ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ნიკა მელიას მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციას.

ექსპერტის აზრით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ ჩამოიხსნა ნიღაბი.

„იმ ფაქტზე, რაც მელიამ ჩაიდინა, ყოველგვარი პოლიტკორექტული განცხადება, შეშფოთება – უი, თვით ევროკავშირის წარმომადგენლობასაც არ მოერიდა, კიდევ ერთხელ ჩამოიხსნა ნიღაბი და მსგავსი ფინ ფამ ფო სისულელეები სრულიად ზედმეტად მიმაჩნია. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი – როგორც კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა მწარდება და ყველაფერზე მიდის, „ნაცებიც“ ეგრე არიან გამწარებულები და მეტი არაფერი დარჩენიათ, იმის გარდა, რომ მაქსიმალურად გააღიზიანონ ხალხი და ბოლო პროვოკაციაზე წავიდნენ. 9 დღე დარჩა არჩევნებამდე. მათ კარგად იციან, რომ სრული კრახი აქვთ (ახლა არ მითხრათ, კვლევებით მეორე ადგილზე არიანო!) და ამ მდაბიო გამოხტომებით გამწარებულნი ყველაფერზე მიდიან. მიდიან არა გამარჯვებისთვის, არამედ ბოროტების გადმოსანთხევად. ზიზღისა და სიძულვილის მაქსიმალურ ნიშნულზე ასაყვანად. ის, რაც მათ დმანისში ჩაიდინეს, რასაც რეგიონებში აკეთებენ და რაც დღეს მოხდა, უკვე კარგა ხანია გასცდა არჩევნებს და პირდაპირ კრიმინალი და მოქალაქეების გამოწვევაში გადაიზარდა. მათი ბოგინი უნდა დამთავრდეს! უნდა დამთავრდეს, რადგან სანამ ნაცები იქნებიან, ქვეყანას სიმშვიდე არ ეღირსება“, – წერს გია გაბრიჭიძე facebook-ზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდე გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.„ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას შეახსენებს, რომ ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. „კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია.ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს, რადგან გასული წლების მსგავსად, თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე გატარდება კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი სანქციები”, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. გარდა პათოგენური სოკოსა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს უქმნიდა ინვაზიური მავნებელი – ბზის ალურა.ეროვნული სატყეო სააგენტო მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომებში კომპლექსურ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა, სახეობის საკონსერვაციო ქმედებებსაც მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.

რუბიო: ნატო არის ალიანსი, ალიანსი კი ნიშნავს, რომ ის ურთიერთხელსაყრელი უნდა იყოს – ეს არ შეიძლება იყოს ცალმხრივი მოძრაობა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალსა და წევრი ქვეყნების პასუხისმგებლობებზე განცხადება გააკეთა. რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს ფარგლებში თანამშრომლობა ორმხრივ სარგებელზე უნდა იყოს დაფუძნებული.სახელმწიფო მდივნის თქმით, ალიანსის ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია ყველა წევრის თანაბარ ჩართულობასთან.„საბოლოო ჯამში, ყველაფერი ძალიან მარტივია. ნატო არის ალიანსი, ალიანსი კი ნიშნავს, რომ ის ურთიერთხელსაყრელი უნდა იყოს. ეს არ შეიძლება იყოს ცალმხრივი მოძრაობა. ვიმედოვნებ, რომ ამის გამოსწორებას შევძლებთ“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.  

მიტროპოლიტი დანიელი: არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს – ხელისუფლება ცდილობს დაამოწმოს, რომ არსებობს სამი საუნჯე – მამული, ენა, სარწმუნოება, ამ დეკლარირებას უკან...

მე პირადად არ მრჩება ასეთი შთაბეჭდილება. მგონია, რომ ისინიც ელოდებიან ღვთის ნებას, - ასე უპასუხა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა "ტვ პირველის" ეთერში დასმულ კითხვას, რჩება თუ არა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს საქართველოს მომდევნო პატრიარქის არჩევნებში.მისი განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს მოახდინოს იმის დეკლარირება, რომ არსებობს სამი საუნჯე: მამული, ენა, სარწმუნოება, რის უკანაც სარწმუნოების მიმართ ფაქიზი დამოკიდებულება უნდა იყოს."ბოლო წლებში, ხელისუფლება ცდილობს, რომ დაამოწმოს, დეკლარირება გააკეთოს იმისადმი, რომ არსებობს სამი საუნჯე, როგორც წმინდა ილია მართალი, ჭავჭავაძე ამბობდა - მამული, ენა სარწმუნოება. ამ დეკლარირებას უკან ის უდგას, რომ რასაკვირველია, ძალიან ფაქიზი დამოკიდებულება უნდა იყოს სარწმუნოებისადმი და ამ სარწმუნოების აღმასრულებელი ინსტიტუციისადმი და მე ვფიქრობ, რომ ისინიც ასე ფიქრობენ და ასე შეეცდებიან. მოლოდინი მაქვს ამის," - განაცხადა მეუფე დანიელმა.

ქნესეთმა სიკვდილით დასჯის კანონი მიიღო

 ქნესეთმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ისრაელელის მკვლელობაში ბრალდებულ პალესტინელებს სიკვდილით დასჯიან. ამის შესახებ times of Israel-ი წერს.კანონს, რომელიც თითქმის 12-საათიანი დებატების შემდეგ იქნა მიღებული, მხარი 62-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 48 წინააღმდეგი იყო.მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სიკვდილით დასჯა სავალდებულო იქნება დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელებისთვის, რომლებიც „ტერორისტულ აქტებში“ დამნაშავედ იქნებიან ცნობილი, ხოლო სავალდებულო სასჯელი ჩამოხრჩობა იქნება.„ეს სამართლიანი დღეა მსხვერპლთათვის და შეკავების დღე ჩვენი მტრებისთვის. ახლა ნათელი გადაწყვეტილებაა: ვინც ტერორიზმს ირჩევს, სიკვდილს ირჩევს“, – განაცხადა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, ბენ გვირმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა დელეგაციამ, Erasmus+ CBHE-ის პროექტ DIGITECH-ის ფარგლებში, საერთაშორისო ვორკშოპსა და მმართველი საბჭოს სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა დელეგაციამ სლოვენიაში, მარიბორის უნივერსიტეტში (University of Maribor, MU), Erasmus+ CBHE-ის პროექტ DIGITECH-ის ფარგლებში, საერთაშორისო ვორკშოპსა და მმართველი საბჭოს სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.მისივე ცნობით, პროექტის - DIGITECH სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა დელეგაციას წარმოადგენდნენ პროექტის ხელმძღვანელები, სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი და ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილე, პროფესორი მარიამ რაზმაძე. ასევე სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბორის გითოლენდია, დეკანის მოადგილე პროფესორი ირინე უგრეხელიძე და პროფესორი ალექსანდრე მეტრეველი და კონსორციუმის სხვა წევრები - პარტნიორი ქვეყნების (ყირგიზეთი, სომხეთი, სლოვენია და გერმანია) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლები.ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილის განცხადებით, ღონისძიების მთავარი მიზანს წარმოადგენდა პარტნიორ უნივერსიტეტებში დაგეგმილი კურიკულუმების მოდერნიზაციის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარება. როგორც პროფესორი მარიამ რაზმაძე აცხადებს, ვიზიტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები ეფუძნებოდა მარიბორის უნივერსიტეტის წარმატებულ გამოცდილებას, განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმო ინდუსტრიაში არსებულ რეალურ საჭიროებებსა და აკადემიურ სივრცესთან კავშირების გაძლიერებას, სწავლა-სწავლების პროცესში სიმულაციური მეთოდებისა და ბიზნესთან თანამშრომლობის პრაქტიკულ გამოცდილებას.„სამუშაო ვიზიტის პროგრამა აერთიანებდა როგორც სააუდიტორიო აქტივობებს, ასევე პრაქტიკულ ვიზიტებს ადგილობრივ ბიზნეს ორგანიზაციებსა და სხვადასხვა დარგობრივ ინსტიტუციებში. პროექტის ყველა მონაწილეს საშუალება მოგვეცა თეორიული ცოდნა რეალურ ლაბორატორიულ გარემოში განხორციელებული პროექტების მაგალითებზე გვენახა. ვიზიტის ფარგლებში ვესტუმრეთ University of Maribor-ის თანამედროვე სიმულაციურ და კვლევით ლაბორატორიებს, რომლებიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ლაბორატორიაში განხორციელებულმა ვიზიტმა, სადაც წარმოდგენილი იყო Ledinek Engineering-ის საწარმოო პროცესების სიმულაციური და პრაქტიკული კომპონენტები. ადგილზე გავეცანით ხის გადამამუშავებელი თანამედროვე ინდუსტრიული ტექნოლოგიების, ავტომატიზებული საწარმოო პროცესებისა და ინჟინრული გადაწყვეტილებების პრაქტიკულ დანერგვას. წარმოდგენილი იყო შთამბეჭდავი შედეგების სიმულაცია, რაც ნათლად წარმოაჩენდა თანამედროვე წარმოების ეფექტიანობასა და ტექნოლოგიურ სიზუსტეს. ვიზიტის ფარგლებში ასევე ჩატარდა სპეციალურად მომზადებული ლექცია, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საწარმოო პროცესების ოპტიმიზაციას, ხარისხის კონტროლს, სისტემებსა და ინდუსტრია 4.0-ის ელემენტების პრაქტიკულ დანერგვას. ამასთან, განსაკუთრებულად აღინიშნა საგანმანათლებლო პროგრამებში პროექტზე დაფუძნებული სწავლების მოდელების არსებობის მნიშვნელობა, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტების ჩართულობას რეალურ ინდუსტრიულ პროცესებში და ხელს უწყობს მათ მომზადებას შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში“, - აცხადებს მარიამ რაზმაძე.სტუ-ის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა საჯარო ლექცია გამართა.„პროექტი DIGITECH - „ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა ტექნოლოგიური პროცესებისა და წარმოების დიგიტალიზაციაში“ მიზნად ისახავს „ინდუსტრია 4.0“-ისთვის აუცილებელი კომპეტენციების დეფიციტის შემცირებას და კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სამრეწველო განათლების სისტემის ტრანსფორმაციას. პროექტის ძირითადი შედეგების პილოტირება და ეტაპობრივი დანერგვა დაგეგმილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ უძველეს და წამყვან სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე. პროექტის ფარგლებში შემუშავდება ახალი სასწავლო კურსები და მოდულები, განხორციელდება მათი იმპლიმენტაცია არსებულ და ახალ სასწავლო პროგრამებში. სამეცნიერო ხაზით დაგეგმილია ერთობლივი სამეცნირო ნაშრომების მომზადება, საუკეთესი პრაქტიკების სახელმძღვანელოების შექმნა და ახალი მულტიდისციპლინური კვლევების დაგეგმვა. პროექტის განხორციელების ერთი წლის თავზე უნივერსიტეტის სივრცეში დაფუძნდება უახლესი ტექნიკით აღჭურვილი Digital Twins-ის ლაბორატორია, რომელიც ხელს შეუწყობს აკადემიური და მოწვეული პერსონალის გადამზადებას და დარგში არსებული მოწინავე ტექნოლოგიების გათვალისწინებით სწავლების მეთოდების მოდერნიზებას. პროექტის შედეგად განხორციელდება სასწავლო პროცესის მნშივნელოვანი განახლება, განხორციელდება ისეთი მიმართულებების განვითარება როგორიცაა დიდი მონაცემები (Big Data), მანქანური სწავლება (Machine Learning) და ხელოვნური ინტელექტი (Artificial Intelligence).პროექტის შედეგები ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებას, განათლების შედეგებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის არსებული შეუსაბამობის შემცირებას და ინდუსტრიის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას. მსგავსი ინიციატივები ნათლად აჩვენებს, თუ როგორი ნაყოფიერია საუნივერსიტეტო სივრცეში არსებული ინფრასტრუქტურის, ადამიანური რესურსებისა და სამეცნიერო კომპეტენციების სინერგია და ინტეგრირება საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით პროცესებში“, - აცხადებს კარლო კოპალიანი.სტუ-ის ინფორმაციით, სამუშაო კვირის ფარგლებში პროექტის კონსორციუმის მმართველი საბჭოს საკოორდინაციო შეხვედრები გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ პროექტის ინსტიტუციური კოორდინატორი, სტუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი და საქართველოდან კონსორციუმის ხელმძღვანელი, სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტ „ტექინფორმი“-ს დირექტორის მოადგილე, პროფესორი მარიამ რაზმაძე.Erasmus+ CBHE-ის პროექტი DIGITECH-ს სტუ-ს ინსტიტუტ ტექინფორმის ხელმძღვანელობით მომდევნო 3 წლის განმავლობაში განხორციელდება.

ბოლო სიახლეები