სამშაბათი, მარტი 11, 2025

გია აბაშიძე-საქართველოსთვისაც დამანგრეველ ნარკომანიასთან გამკლავება ნიშნავს დიდ ბრძოლას ნარკომოვაჭრეებთან, მმართველმა გუნდმა, პრეზიდენტ ყაველაშვილის ინიციატორობით, შემოგვთავაზა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც აუცილებლად გამოიღებს სასიკეთო ცვლილებებს

“მმართველმა გუნდმა, პრეზიდენტ ყაველაშვილის ინიციატორობით, შემოგვთავაზა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც აუცილებლად გამოიღებს სასიკეთო ცვლილებებს”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადების შესახებ.

ანალიტიკოსის თქმით, ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში ყველას ვალია, რომ ჩავერთოთ და ვებრძოლოთ საწამლავის ე.წ. იდეალიზირებას, წავაქეზოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი და აღმოჩენის შემთხვევაში ვაცნობოთ სამართალდამცველებს ნარკობარიგებზე და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც მდიდრდებიან ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლით და ჯანმრთელობით.

“საქართველოსთვისაც დამანგრეველ ნარკომანიასთან გამკლავება ნიშნავს დიდ ბრძოლას ნარკომოვაჭრეებთან, მმართველმა გუნდმა, პრეზიდენტ ყაველაშვილის ინიციატორობით, შემოგვთავაზა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც აუცილებლად გამოიღებს სასიკეთო ცვლილებებს. მონიშნულია ის მნიშვნელოვანი სამიზნეები, რომელთა აღსრულება ხელისუფლების და საზოგადოების ვალია, კერძოდ – ბრძოლა ე.წ. ,,ლიბერალურ ნარკოიდეოლოგიასთან” და ნარკოშხამის რომანტიზირებასთან (ყველანი); ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია (ყველანი); საკანონმდებლო გამკაცრება და მისი სრულყოფილი აღსრულება (სახელმწიფო). სამართლებრივი მიმართულებით იცვლება შემდეგი:

  1. ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არა თუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.
  2. 2. „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება და მოწესრიგდება მათთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები, კერძოდ, განისაზღვრება თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. ამასთანავე, დადგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითაც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისთვის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობი პირისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.
  3. 3. 2025 წლის პირველი ივნისიდან – იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ხუთი წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები. ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში ყველას ვალია, რომ ჩავერთოთ და ვებრძოლოთ საწამლავის ე.წ. იდეალიზირებას, წავაქეზოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი და აღმოჩენის შემთხვევაში ვაცნობოთ სამართალდამცველებს ნარკობარიგებზე და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც მდიდრდებიან ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლით და ჯანმრთელობით.”- წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარკო რუბიო – ვითარების სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს, რუსებს არ შეუძლიათ, დაიპყრონ მთელი უკრაინა და უკრაინისთვის რთული იქნება აიძულოს რუსები, დაბრუნდნენ იქ, სადაც 2014...

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინისთვის რთული იქნება რუსების დაბრუნება იმ ტერიტორიებზე, სადაც ისინი 2014 წელს იყვნენ. ამის შესახებ მარკო რუბიომ ჟურნალისტებთან განაცხადა.რუბიოს თქმით, ამ ომის დასასრულებლად დათმობებზე წასვლა ორივე მხარეს მოუწევს.„ვფიქრობ, ორივე მხარემ უნდა გაიგოს, რომ ამ ვითარების სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. რუსებს არ შეუძლიათ, დაიპყრონ მთელი უკრაინა და აშკარაა, რომ უკრაინისთვის ძალიან რთული იქნება ნებისმიერი გონივრული დროის პერიოდში აიძულოს რუსები, დაბრუნდნენ უკან იქ, სადაც ისინი 2014 წელს იყვნენ“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელი იქნება რუსეთთან მომავალ მოლაპარაკებებში იმის განსაზღვრა, თუ რისი დათმობა სურთ მათ.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ძლიერი პოზიციები წინა ხაზზე და ძლიერი დიპლომატია უნდა მუშაობდეს ერთად სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მშვიდობა უკრაინისა და პარტნიორების საერთო მიზანია. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.„ძლიერი პოზიციები წინა ხაზზე და ძლიერი დიპლომატია უნდა მუშაობდეს ერთად სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. აშშ-ის ლიდერობითა და მთელ ევროპასთან თანამშრომლობით, ეს აბსოლუტურად მიღწევადია. მშვიდობა ჩვენი საერთო მიზანია“, – აცხადებს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროპულ ძალისხმევას უკრაინის მხარდაჭერის გაზრდის მიზნით ბოლო კვირების განმავლობაში, რაც მოიცავს ახალ თავდაცვით პაკეტებს, გაძლიერებულ საჰაერო თავდაცვას და კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას უკრაინის თავდაცვის მრეწველობაში.უკრაინის ლიდერმა კიდევ ერთხელ გამოხატა მისი ქვეყნის მადლიერება ყველა პარტნიორის მიმართ, რომლებიც მუშაობენ მშვიდობის მისაღწევად.ზელენსკი საუდის არაბეთში იმყოფება. 11 მარტს ამერიკისა და უკრაინის დელეგაციები შეხვედრას გამართავენ, თუმცა, როგორც „სიენენი“ წერს, ზელენსკი შეხვედრას არ დაესწრება.

ნანუკა სტამბოლიშვილმა საიდუმლო გაამხილა – რას ამბობს პოპულარული მსახიობი მის კარიერაზე

ქართველი მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილი თურქულ სერიალ Emanet-ში მთავარ როლს ასრულებს. მსახიობმა, რომელმაც არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ქართველ მაყურებლის დიდი სიყვარული მოიპოვა, გადაცემაში „კულინარიული დუელი“ მისი თურქეთში სამსახიობო კარიერის დასაწყისზე ისაუბრა.„რეჟისორმა ინსტაგრამზე მიპოვა, აქედან მოხდა ჩვენი გაცნობა და შემდეგ უკვე მიმიწვიეს. თურქული ენა გადაღებების პროცესში ვისწავლე, პირველი სეზონის დასასრულს უკვე თავისუფლად ვლაპარაკობდი თურქულად.მანამდე კი ძალიან გამიჭირდა.. გადაღებების დროს ერთადერთი ვიყავი, ვინც თურქული არ იცოდა, არც თარჯიმანი მყავდა“, – ამბობს ნანუკა სტამბოლიშვილი.წამყვანის კითხვაზე, თურქეთში ყოფნისას გრძნობს თუ არა, რომ ვარსკვლავია, ნანუკა პასუხობს: „კი, თურქები ისეთივე თბილები არიან, როგორც ჩვენ, ქართველები“.

23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ლუკა ჩხიტუნიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დასკვნით დღეს მედლები ხუთ წონით კატეგორიაში (61, 74, 86, 92 და 125 კგ) გათამაშდა.კონტინენტის პირველობის ფინალურ ბლოკში საქართველოს ნაკრების წევრმა, ლუკა ჩხიტუნიძემ (74 კგ) უკრაინელი ოლინიკი დაამარცხა და ჩვენს გუნდს ტურნირზე მეორე მედალი მოუტანა. მესამე ადგილისთვის იჭიდავა სანდრო ყურაშვილმაც (92 კგ), მაგრამ იგი აზერბაიჯანელ ფალავანთან დამარცხდა.შეგახსენებთ, რომ დღემდე ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს მოჭიდავეებს მხოლოდ ერთი მედალი ჰქონდათ მოპოვებული – ნიკა ზანგალაძე (57 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.ხვალიდან, 12 მარტიდან, ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გამოსვლას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.

„გამაგრდი, მატკო“ – რაგბის კავშირი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

თბილისში, ვაზისუბანში, მესამე მიკრო-რაიონში მომხდარ უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი 28 წლის ნიკა მატკავაა.როგორც ახლობლები ამბობენ, ის სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი ახალგაზრდა, მორაგბე ლუკა მატკავას ძმაა.ნიკა მატკავას ტრაგიკულ დაღუპვას ეხმიანება რაგბის კავშირი და მორაგბე ლუკა მატკავას თანაუგრძნობს:„საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად ქართული სარაგბო თემი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბორჯღალოსნებისა და „შავი ლომის“ წევრის, ლუკა მატკავას ძმის, ნიკა მატკავას ტრაგიკულად დაღუპვის გამო, თანაუგრძნობს მის ოჯახს და ახლობლებს“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში. 

ბოლო სიახლეები