,,ძალიან მიჭირს ასეთი თხოვნით რომ მოგმართავთ მაგრამ სხვა არჩევანი აღარ დამრჩა…
უკვე წელიწადზე მეტია, რაც ჩემი მეუღლე რთულ გზას გადის მელანომასთან საბრძოლველად , დაავადება რომელმაც ჩვენი ყოველდღიურობა ბოლომდე შეცვალა.
მკურნალობა საქართველოში დავიწყეთ, შემდეგ კი მეგობრებისა და უამრავი კეთილი ადამიანის დახმარებით თურქეთში გავაგრძელეთ. იქ დოდოშკამ გაიარა ყველა საჭირო პროცედურა, მათ შორის ურთულესი ოპერაციაც. სახელმწიფოსგანაც მივიღეთ გარკვეული დაფინანსებაც.
ბევრი დაბრკოლება დავძლიეთ და განუწყვეტელი ბრძოლით აქამდე მოვედით.
სამწუხაროდ, დაავადება ბოლომდე ჯერ ვერ დავამარცხეთ. ორგანიზმში წასულია მეტასტაზები, რაც კიდევ უფრო რთულ და დაუნდობელ ბრძოლას ნიშნავს. მისთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმუნოთერაპიის გადასხმები და სხივური თერაპიით მკურნალობა, რომელიც ძალიან ძვირადღირებულია და რომლის დაფინანსებასაც საკუთარი ძალებით ვეღარ ვახერხებთ.
დღეს იმედით და ადამიანური თანადგომის რწმენით მოგმართავთ… ნებისმიერი მხარდაჭერა ჩვენთვის არა მხოლოდ ფინანსური დახმარებაა ეს არის შანსი, ძალა და იმედი, რომ დოდოშკას სიცოცხლისთვის ბრძოლა გაგრძელდება და ამ ბრძოლას ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ !!!!!-წერს ნოდო მელქაძე
თბს : #GE07TB7148645064300050
მიმღები დოდო წიკლაური

