სამივე შვილი განსაცდელში მყავს. აღარ ვიცი, რა გავაკეთო, გადამირჩინეთ შვილები” – გთხოვთ, თუნდაც თითო ლარით შეეწიეთ ეთერის შვილებს.
ეს ბავშვები ჩვენი გულისხმიერების იმედად არიან:
9 წლის გიორგიმ მართალია ბევრი იბრძოლა და სიმსივნე დაამარცხა, მაგრამ ბავშვი ჟანგბადდამოკიდებულია და მუდმივად ესაჭიროება კონტროლი და კვლევები. ვიდეოში გიორგია
8 წლის ანამარიას განვითარების დაყოვნება აქვს, ბავშვი ვერ საუბრობს, განიცდის და რთულ მდგომარეობაშია.
7 წლის ნინის მხედველობა უჭირს, ესაჭიროება სათვალე, მედიკამენტები და ხანგრძლივი მკურნალობა.
გთხოვთ, შეეწიეთ ეთერის შვილებს
#GE66TB7842845061100138 თბს #GE66BG0000000610025929 საქ ბანკი მიმღები გიორგი ბერიშვილი 598417413 საკონტაქტო
გთხოვთ გააზიარეთ-სამივე შვილი განსაცდელში მყავს. აღარ ვიცი, რა გავაკეთო, გადამირჩინეთ შვილები” – გთხოვთ, თუნდაც თითო ლარით

თეა წულუკიანი – საია-სა და სხვათა სარჩელის დიდი ნაწილი სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო და არავითარი არსებითი განხილვა აღარ შედგება, სარჩელის ნაწილში დღეს უკვე დამარცხდნენ,...
საია-სა და სხვათა სარჩელის დიდი ნაწილი უკვე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არავითარი არსებითი განხილვა აღარ შედგება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.წულუკიანი გამოეხმაურა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა დაიწყო.„სამწუხაროდ, დღეს საია-სგან და არაერთი პირისგან მოვისმინეთ არაერთი ტყუილი ან ნახევარსიმართლე. იმ წერილში და საჯარო დოკუმენტებში, რომლებიც საქართველოს სახელმწიფომ სტრასბურგის სასამართლოსგან მიიღო, ცალსახად წერია, რომ საია-სა და სხვათა სარჩელის დიდი ნაწილი პალატის ვიცე-პრეზიდენტის მიერ დაუშვებლად იქნა ცნობილი. საუბარი არ არის დროებით ღონისძიებაზე, ამ შემთხვევაში საუბარია, რომ სასამართლოს შესაბამისი კოლეგიის ხელმძღვანელმა განიხილა სარჩელი და საია-სა და სხვების სასარჩელო მოთხოვნების, პრეტენზიების ნაწილი არ იქნება არსებითად განხილული. ისინი სარჩელის ნაწილში დღეს უკვე დამარცხდნენ. ანუ საია მალავს, რომ უკვე დამარცხდა იმ სარჩელის ნაწილობრივ არსებით ნაწილში, დასაშვებობის ნაწილში, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხება. ეს წერია წერილში, რომელიც სახელმწიფომ მიიღო. ვნახე საია-ს განცხადება, რომ გავიმარჯვეთ, რადგან სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყოო. ეს არის სრულად სიცრუე ან ნახევრად სიმართლე. როგორც პატივცემული ღვინჯილია იტყოდა, სწორია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საია-სა და სხვათა საჩივრის მხოლოდ ერთი ნაწილის განხილვა დაიწყო; მცდარია, რომ მათ რაიმე გამარჯვება მოიპოვეს. ასევე მცდარია, რომ დარჩენილი ნაწილის არსებითი განხილვა დაიწყო. იურისტებს კარგად ესმით, მაგრამ სხვებისთვის განვმარტავ, რომ სარჩელის არსებითი განხილვა ვერ იქნება დაწყებული, თუ დასაშვებობის საკითხი არ არის გადაწყვეტილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.ამასთან, თეა წულუკიანმა განმარტა, რა სახის კითხვებით მიმართა სტრასბურგის სასამართლომ მხარეებს.„საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა, რომ მხარეებს უსვამს შეკითხვებს სასამართლო. როგორც წესი, განხილვის ამ ეტაპზე მხოლოდ მთავრობას უსვამენ შეკითხვას სტრასბურგიდან. ამ შემთხვევაში კითხვები ისმის ორივე მხარისადმი. ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, საინტერესოა კითხვების ის ნაწილი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო სწორედ საია-ს უსვამს. ალბათ საია-მ დღეიდან უნდა იფიქროს წარმომადგენლის ან ადვოკატის გამოცვლაზე, რათა უკეთესად იყოს მისი ინტერესები დაცული. კერძოდ, საია-ს სტრასბურგის სასამართლო ეკითხება, ხარ თუ არა უფლებამოსილი პირი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ ჩემ წინაშე ჩივი საპარლამენტო არჩევნების შესახებო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საია-ს საჩივარი ამ ნაწილშიც დაუშვებელია, ვინაიდან საქმე გვაქვს შემთხვევასთან, როდესაც ორგანიზაცია ან ადამიანი ჩივის არა საკუთარი, არამედ სხვისი უფლებების დარღვევაზე. ამას კრძალავს სტრასბურგის ევროპული კონვენცია, რასაც ეფუძნება სტრასბურგის სასამართლო. ვნახოთ, რას იტყვის თვითონ სასამართლო, მაგრამ საკუთრივ კითხვაა ამ მხრივ მნიშვნელოვანი.არის კიდევ ერთი საგულისხმო შეკითხვა სახელმწიფოს მოწინააღმდეგე მხარისადმი, კონკრეტული ინდივიდებისადმი. ზოგი ცხოვრობს ნიუ ჯერსიში, ზოგი – მაიამიში, ოთხი თუ ხუთი მომჩივანია ინდივიდის სახით წარმოდგენილი, ფიზიკური პირი. მათ ეკითხება სტრასბურგის სასამართლო, გაქვთ თუ არა რაიმე ტიპის მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ხმის ფარულობა დაირღვა? ასევე მიჩნდება კითხვა, თუ ჩივი იმაზე, საარჩევნო უბანი არ მქონდა და ხმა ვერ მივეციო, მაშინ არმიცემული ხმის ფარულობა როგორ დაირღვა? სტრასბურგის სასამართლოში ზოგადად ხომ არ ვიხილავთ რაღაც განზოგადოებული უფლებების დარღვევას, ვიხილავთ კონკრეტული პიროვნების უფლებების დარღვევას. ვთქვათ, ჩავთვალოთ, რომ ასეთ შემთხვევაში კითხვა თუ საჩივარი, პრეტენზია სამართლიანია, თვითონ სტრასბურგის შეკითხვა მათ მიმართ არის ძალზედ საგულისხმო. ვვარაუდობ, რომ ამ წუთამდე ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარადგინეს და სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ ეკითხება, მომეცით მტკიცებულება, რომ თქვენი ხმის ფარულობა დაირღვაო.რაც შეეხება მთავრობის ნაწილში შეკითხვებს, მხოლოდ ორი კითხვაა, დანარჩენი კითხვები მოხსნილია და დაუშვებლად არის ცნობილი ვიცე-პრეზიდენტის მიერ. ორადორი კითხვაა, როგორ იყო მოწყობილი ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა და იძლეოდა თუ არა ის საშუალებას, ფარულობა ყოფილიყო დარღვეული? დარწმუნებული ვარ, ამაზე იუსტიციის სამინისტროს და იმ ძალიან კომპეტენტურ ხალხს, ვინც საერთაშორისო დავებზე მუშაობს, ექნება ბევრი და რკინის არგუმენტები, დაწყებული აუდიტორული დასკვნებიდან, გაგრძელებული პრაქტიკული მაგალითებით, რომ არავითარი ფარულობის დარღვევა არ მომხდარა. ამაზე იდავებენ მხარეები და სტრასბურგი თავის კომპეტენტურ სიტყვას იტყვის; მეორე კითხვა არის, უცხოეთში მყოფ ოთხ კონკრეტულ მომჩივანს, რომელთაგან ერთი ცხოვრობს სტრასბურგში, მეორე – ესპანეთში, მესამე – მაიამიში, მეოთხე – ნიუ ჯერსიში, ამ ოთხ ადამიანს ჰქონდა თუ არა ახლომახლო უბანი, რათა ხმა მიეცათ? ამაზეც ჩვენ ძალიან კარგად ვუპასუხებთ. თავად ვცხოვრობდი 12 წელი სტრასბურგში და ხმის მისაცემად დავდიოდი პარიზში. შესაბამისად, არასდროს დამიჩივლია, სტრასბურგიდან პარიზში ვერ გადავაადგილდები-მეთქი. როგორც ჩანს, იქ სხვა პრობლემები იყო, თუ საერთოდ იყო.მოხარულნი ვართ, რომ საია-სა და სხვათა სარჩელის დიდი ნაწილი უკვე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არავითარი არსებითი განხილვა აღარ შედგება. ხოლო იმ ნაწილში, რაზეც ვიწყებთ განხილვას, არავითარი დასაშვებობის საკითხი გადაწყვეტილი არ არის. ანუ, ტყუილია, რომ არსებითი განხილვა დაიწყო. ჯერ დასაშვებობის საკითხი იქნება განხილული და არსებითი საკითხიც გადაწყდება. ერთად გადაწყდება ეს ორი საკითხი. მოხარული ვართ და პირადად მე მივესალმები, რომ ერთხელ და სამუდამოდ მსოფლიოში ყველაზე კომპეტენტური საერთაშორისო სასამართლო ამ ყბადაღებულ საკითხებს განიხილავს. დარწმუნებული ვარ, თავის კომპეტენტურ სიტყვას იტყვის და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ეს დავა. სტრასბურგის სასამართლო საქართველოში დღემდე შეუბღალავი რეპუტაციითა და დიდი კომპეტენციით სარგებლობს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია „ჰელიგარდს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და კომპანია „ჰელიგარდის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი თარგამაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, მემორანდუმის მიზანია უპილოტო საჰაერო ხომალდების (დრონების) განვითარებაზე ერთობლივი მუშაობა R&D პროგრამის ფორმატში, რაც მოიცავს ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნას, მათი ტესტირებისა და პრაქტიკაში დანერგვის პროცესს. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს მრავალდისციპლინურ კვლევებს აეროდინამიკის, ელექტრო და ელექტრონული ინჟინერიის, პროგრამული უზრუნველყოფის, ხელოვნური ინტელექტის, სენსორული სისტემებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფრენის უსაფრთხოებას, მართვისა და ნავიგაციის სიზუსტეს, მონაცემთა დაცვასა და საერთაშორისო ტექნიკური სტანდარტების შესაბამისობას.ვიცე-რექტორის თქმით, მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების აქტიური ჩართულობა კვლევით და საინჟინრო პროცესებში, პროტოტიპების შექმნა და ინოვაციური სტარტაპინიციატივების მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური ტრანსფერისა და ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას. როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აცხადებს, მსგავსი თანამშრომლობა აძლიერებს უნივერსიტეტის როლს როგორც სამოქალაქო და თავდაცვითი უსაფრთხოების, ისე საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის მიმართულებით.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იწყებს თანამშრომლობას „ჰელიგარდთან“, იმ მიზნით, რომ შეიქმნას, დაიტესტოს და წარმოებაში ჩაეშვას ქართული უპილოტო საფრენი აპარატები - R&D პროგრამის ფარგლებში - დრონები „Made in Georgia“. ეს მემორანდუმი გულისხმობს მჭიდრო თანამშრომლობას კვლევისა და განვითარების პროექტის ფორმატში, რაც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებული მოდელია. აღნიშნული პროცესი მოიცავს მრავალდისციპლინურ კვლევებს, როგორიცაა აეროდინამიკის, მასალათმცოდნეობის, ელექტრო და ელექტრონული ინჟინერიის, პროგრამული უზრუნველყოფის, ხელოვნური ინტელექტისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებს, რაც თავის მხრივ, უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს, სამეცნიერო და კვლევითი პოტენციალი ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნის პროცესში ჩართოს. მნიშვნელოვანია, რომ „ჰელიგარდთან“ თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფრენის უსაფრთხოებას, სისტემების სანდოობასა და სტაბილურობას, სენსორული და ნავიგაციური მოდულების გაუმჯობესებას, ასევე მართვისა და კომუნიკაციის უსაფრთხო არხების განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ კვლევითი პროცესები წარიმართება საერთაშორისო სტანდარტებისა და რეგულაციების გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს შექმნილი ტექნოლოგიური გადაწყვეტების პრაქტიკულ გამოყენებადობასა და ბაზარზე კონკურენტუნარიანობას.კომპანიასთან პარტნიორობა შესაძლებლობას გვაძლევს, აკადემიური კვლევები გარდავქმნათ გამოყენებით ინოვაციებად, ხოლო სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები ჩაერთონ რეალურ საინჟინრო ამოცანებში, პროტოტიპების შექმნიდან მათი ტესტირებისა და სრულყოფის ეტაპამდე. გარდა ამისა, მემორანდუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერება. ამ პროცესში უნივერსიტეტი იზრუნებს იდეების გენერირებაზე, ჩვენი ხოლო ინდუსტრიული პარტნიორი კი მათ კომერციალიზაციასა და ტექნოლოგიურ ტრანსფერში აღმოგვიჩენს მხარდაჭერას“, - აცხადებს თამარ წერეთელი.პროექტი განხორციელდება სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე მოქმედი ავიაციის ინჟინერიის პროგრამის ბაზაზე. კომპანია „ჰელიგარდი“ უზრუნველყოფს დრონების პროტოტიპირებისთვის საჭირო მასალებს, კომპონენტებსა და აღჭურვილობას, ასევე ლაბორატორიული კვლევებისა და საველე ტესტირებების დაფინანსებას. გარდა ამისა, კომპანია უზრუნველტოფს დარგის წამყვანი სპეციალისტების ჩართვას სასწავლო პროცესში, ვორქშოფებსა და ტრენინგებში.სტუ-ის ინფორმაციით, R&D პარტნიორობა ქმნის საფუძველს საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებისთვის, როგორც ერთობლივი კვლევითი პროექტების, ისე საერთაშორისო გრანტებისა და აკადემიურ-სამრეწველო კონსორციუმებში მონაწილეობის თვალსაზრისით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „ჰელიგარდთან“ თანამშრომლობით კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ როლს ქვეყნის ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის, ინოვაციური განვითარების და უსაფრთხოების სფეროში მდგრადი პროგრესის უზრუნველყოფაში.
გიორგი ვაშაძე – დღეს აქ იმიტომ მოვედი, რომ სხვანაირად არ შემეძლო, უნდა შევხვედროდი ადამიანებს და მადლობა მეთქვა – მინდა, უფრო მეტად მოვუსმინო ხალხს, ამდენი...
დღეს აქ იმიტომ მოვედი, რომ სხვანაირად არ შემეძლო, უნდა შევხვედროდი ადამიანებს და მადლობა მეთქვა მათთვის იმის გამო, რომ სანამ პოლიტიკოსები საპატიმროში არიან, ისინი აქ, რუსთაველზე დგანან და მიუხედავად ამ წნეხისა, ასე მედგრად და ასე პატრიოტულად იცავენ სამშობლოს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე, აქციის მისვლის შემდეგ განუცხადა.ვაშაძის თქმით, ის საპატიმროდან ოპტიმისტური განწყობით გამოვიდა.„პირველ რიგში, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ არის და მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მედგრად იბრძვიან. ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის, თავისუფლებისთვის, იმისთვის, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში. არანაირ სამართლებრივ ნორმაში, არც სამართლიანობაში არ ჯდება ის, რომ ადამიანი ტროტუარზე დგას და ხუთი დღით ციხეში გაუშვა ამისთვის. აღარაფერს ვამბობ იმ გრძელვადიან პატიმრობებზე, რაც არის მისჯილი.თავისუფლებისთვის ბრძოლის ჟინი იმდენად ძლიერია, ბევრი საუბარია ერთიანობაზე და მთავარია, რომ საერთო მიზანი გვაქვს. ეს მიზანი არის სამართლიანობა, თავისუფლება, ევროკავშირში გაწევრიანება, განვითარებულ ქვეყნებთან ერთად ყოფნა. ეს საერთო მიზანი რომ გვაქვს, რატომ არ შეიძლება, ორგანიზაციულადაც გავერთიანდეთ?ძალიან ოპტიმისტური განწყობით გამოვედი. ის სიმტკიცე, ის გამძლეობა, ის თავისუფლება, რასაც ასხივებს ციხეში მყოფი რეჟიმის პატიმარი, ეს ყველაფერი ძალიან პოზიტიურია.დღეს აქ იმიტომ მოვედი, რომ სხვანაირად არ შემეძლო, უნდა შევხვედროდი ადამიანებს და მადლობა მეთქვა მათთვის იმის გამო, რომ სანამ ჩვენ საპატიმროში ვიყავით, აქ, რუსთაველზე დგანან და მიუხედავად ამ წნეხისა, ასე მედგრად და ასე პატრიოტულად იცავენ სამშობლოს, რომელიც ასე უყვართ. მადლობა კი არა, პატივისცემა მინდოდა გამომეხატა. მინდა, რომ უფრო მეტად მოვუსმინო ადამიანებს. ამდენი ხანი ჩუმად არასდროს არ ვყოფილვარ, მარტო ვიყავი საკანში და ვერავის ველაპარაკებოდი”, - განაცხადა ვაშაძემ.ამასთან, გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა დებატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.„იქ რაღაც დებატებზე იყო საუბარი, აგერ, ზურამ (ჯაფარიძე) კობახიძეს უთხრა, მოდიო. მხარს ვუჭერ, დაუჯდეს ზურას კობახიძე დებატებში, რატომ არა, კი ბატონო, დავსხდეთ, ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვისაუბროთ, პოლიტიკურ პატიმრებზე ვისაუბროთ. აქ ვიყავით, რუსთაველზე, ხალხი რომ სცემეს, რა მოხდა იმის მერე, სად არიან ეს ადამიანები, ვინც ეს ჩაიდინა…” - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„დავაყენე კამერა, რომ მთელი დღე ვხედავდე…”არუნ ხათრი ემოციურ პოსტს აქვეყნებს
ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას სოციალურ ქსელში პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს.ამჯერად, არუნ ხათრი ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც მშობლების სიყვარულზე წერს და ერთ-ერთ შემთხვევას იხსენებს:„რუსთავი 2“-დან მოვდიოდი. შევამჩნიე, რომ მძღოლს ტელეფონზე live კამერა ჰქონდა ჩართული. ვკითხე, რა იყო ეს. მან გამიღიმა და მითხრა:„სახლში დავაყენე კამერა, რომ მთელი დღე ვხედავდე ჩემს მოხუც დედას. ასე ვიცი, რომ კარგად არის“.არც ფუფუნება, არც დიდი სიტყვები - უბრალოდ სუფთა სიყვარული. ეს არის ის, რასაც დედა ნამდვილად იმსახურებს შვილებისგან. არა ფული, არა საჩუქრები - უბრალოდ ზრუნვა, უბრალოდ ყოფნა, უბრალოდ პატივისცემა. თუ შენი მშობლები ცოცხლები არიან - შენ უკვე მდიდარი ხარ. მოუფრთხილდი შენს მშობლებს, დრო არ იცდის. სიყვარული არ უნდა გადაიდოს“, - წერს არუნ ხათრი.
ვინ არის პირველი ქართველი ქალი, რომელიც გემის კაპიტანი გახდა
„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, როგორც ქვეყნის ეროვნულმა საზღვაო ორგანომ, ნათია ლაბაძეს კაპიტნის წოდება მიანიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ნათია ლაბაძე გახდა პირველი ქალი კაპიტანი საქართველოში. ნათია ლაბაძე ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულია.მისი პროფესიული გზა 2015 წელს კადეტობიდან დაიწყო. ამჟამად იგი კონტეინერმზიდ გემზე კაპიტნის თანაშემწედ მუშაობს და მზად არის, ჩაიბაროს გემის კაპიტნის პოზიცია და ეკიპაჟის ხელმძღვანელობა.ნათია ლაბაძის პროფესიული მიღწევა მნიშვნელოვანი მაგალითია ქალთა ჩართულობის ზრდის თვალსაზრისით საზღვაო დარგში. ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ 130 ქალი მეზღვაურია სერტიფიცირებული, საიდანაც 120 საკრუიზო გემებზეა დასაქმებული, როგორც დამხმარე პერსონალი. რაც შეეხება დანარჩენ 10 ქალ მეზღვაურს, ისინი უშუალოდ მეზღვაურის კომპეტენციას ფლობენ, ოთხი მათგანი ახლა შორეულ ნაოსნობაშია.საქართველოში ქალები გასული საუკუნის დასაწყისიდან ცდილობდნენ საზღვაო პროფესიებში დასაქმებას. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში იულია ფაილოძემ, ვაიდე გვარიშვილმა, ნინო კალანდაძემ და შუშანა თუმანიშვილმა ბათუმის საზღვაო ტექნიკუმი დაამთავრეს და შორეულ ნაოსნობაში გასვლის სურვილი გამოთქვეს. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ყოფილ საბჭოთა კავშირში ქალების მსახურება შორეულ ნაოსნობაში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. შეზღუდვების გამო, ქალები საზღვაო დარგში ძირითადად სანაპირო და დამხმარე მიმართულებებში საქმიანობდნენ-— მეტეოროლოგიაში, რადისტებად, სამედიცინო პერსონალში, ჰიდროგრაფიაში და სხვა სანაპირო სტრუქტურებში. სწორედ ამიტომ, ნათია ლაბაძის პრეცედენტი გამორჩეულია და საქართველოს იმ ქვეყნების გვერდით აყენებს, სადაც ქალს გემზე უმაღლესი თანამდებობის დაკავება შეუძლია“, - წერს სოციალურ ქსელში „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო".აკადემიაში რომ ჩავაბარე, 121 ბიჭი იყო და ერთადერთი გოგონა ვიყავი კურსზე. როცა გავიგე, რომ ჩავაბარე, უბედნიერესი ვიყავი, ცაში დავფრინავდი. ყველაზე მაგარი მომენტი იყო, როდესაც გავიგე გემზე მივდიოდი, 2015 წელი იყო. 11 წელია, ზღვაში დავდივარ და ჩემს ოცნებამდეც მივაღწიე. მინდა უახლოეს მომავალში გემზე ავიდე, როგორც კაპიტანი", - ამბობს ნათია ლაბაძე ტელეკომპანია "იმედის" ინტერვიუში.
