ერთი თვის ელიასს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ინფორმაციას ჩვილის ნათლია, ნათუსი ბერიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს.
„ჩემი პაწაწინა ნათლულის, ელიასის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია, მან გმირულად გაუძლო ორ ურთულეს ოპერაციას, რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს, ისევ თურქეთშია, კლინიკა „მემორიალში“…
ახლა კი წინ ახალი ეტაპია: სიცოცხლისთვის ბრძოლაში შემდეგი ნაბიჯი – ელის ქიმიოთერაპია, რომლის დასაწყებად 30 000 დოლარია საჭირო. რამდენიმე საათია გადამწყვეტი, ეს თანხა ელიასისთვის შანსია, შანსი იცოცხლოს, გაიზარდოს, გაიღიმოს, ითამაშოს… ჩვენო საოცარო მეგობრებო, მხარდაჭერა იყო და რჩება ჩვენი ყველაზე დიდი იმედი. გთხოვთ, კიდევ ერთხელ და ბოლოჯერ დაუდგეთ მხარში ელიასს“, – წერს ნათუსი ბერიძე სოციალურ ქსელში.
⇓ დახმარების მსურველებმა თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
თიბისი:
GE51TB7895045068100034
საქართველო:
GE52BG0000000570815095
მიმღები: ბარათელი დავით და სებისკვერაძე ხატია