საქართველოს წარმომადგენელი 2025 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მარიამ შენგელიაა. მან უკვე ჩაწერა თავისი საკონკურსო სიმღერა და ცნობილია, რომ მეორე ნახევარფინალში მე-10 ნომრად წარდგება. მარიამის კანდიდატურას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრმაც გააკრიტიკა.
მომღერალი სტუმრად „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთი კითხვა მის მეგობარს, ასევე მომღერალ ნუცა თოფურიას კომენტარს შეეხო – „მარიამზე არაფერს ვიტყვი“, თქვა ნუცამ, რაზეც მარიამმა გადაცემაში განაცხადა, რომ ეს არ სწყენია.
„მე მოლოდინები დიდი ხანია, აღარ მაქვს… იმიტომ, რომ აღარავისგან არაფერს ველი… შესაბამისად, გულდაწყვეტა არ მქონია, იმიტომ, რომ წყენის ფაქტორებიც გადავდე. არავისგან არაფერი მწყინს, ჩემს გზას მივყები და მაქსიმალურად ვარ კონცენტრირებული, საქართველო წარვადგინო ძალიან კარგად. შესაბამისად, რაც ხდება სოციალურ ქსელებში და რა ამბებიც არის, ჩემთვის მეორე ხარისხოვანია…
გზები არ გაყოფილა, დღემდე ჩემს გვერდითაა… არ ვიცი, რატომ ხდება ასე ყველაფრის დრამატიზირება… შეიძლება, პოლიტიკური გზები გაიყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა უნდა დავკარგოთ ერთმანეთი. ორივე ასე ვფიქრობთ,“ – თქვა შენგელიამ.
ვრცლად ↓