გერმანიაში 66 წლის ქალი მე-10 შვილის დედა გახდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
FoxNews-ის ინფორმაციით, 66 წლის ალექსანდრა ჰილდენბრანტი, რომელიც ბერლინში ცხოვრობს, მე-10 შვილის დედა გახდა, ქალს ხელოვნური განაყოფიერებისთვის არ მიუმართავს. ალექსანდრას პირველი შვილი 45 წლისაა, მე-9 კი მხოლოდ 2 წლის. გამოცემა წერს, რომ ქალს ხელოვნური განაყოფიერებით, ან დამხმარე მედიკამენტებით არასდროს უსარგებლია.
ახალშობილი ფილიპი 3.5კგ დაიბადა და ის სრულიად ჯანმრთელია. Bild-თან ინტერვიუში ალექსანდრა აცხადებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარია, რეგულარულად ცურავს, ვარჯიშობს, არ სვამს და არ ეწევა სიგარეტს, თავს კი ისე გრძნობს, თითქოს 35 წლისაა.