სამშაბათი, ნოემბერი 18, 2025

გერმანიაში სათამაშოების გამოფენაში 3 ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას

2018 წლის 31 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში სათამაშოების გამოფენაზე “Spielwarenmesse 2018” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით სამი ქართული კომპანია – შპს „კოდალა“, შპს „ჯეოთოიზ“ და შპს „თამაშობანა“ მიიღებს მონაწილეობას.

სათამაშოების წარმოების კუთხით ეს ღონისძიება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია, რომელშიც 60 ქვეყნიდან, 2850-ზე მეტი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს.  ვიზიტორების რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 73 000-ს შეადგენს.

სათამაშოების გამოფენაზე – “Spielwarenmesse 2018”  მონაწილეობის მიზანი ქართული კომპანიების ხელშეწყობა და უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან და დამკვეთებთან ბიზნესკავშირების დამყარებაა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარიამ ქვრივიშვილი – სარგებელი, რასაც საქართველო „იგლ ჰილსის“ პროექტებიდან მიიღებს, არის 30 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, 11 მლრდ ლარის პირდაპირი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკაზე „იგლ ჰილსის“ პროექტის გავლენაზე საუბრისას, ყურადღება სამ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა. მისი თქმით, ყველა ინვესტიციას საქართველოს ეკონომიკაში თავისი ღირებულება აქვს.„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, მუდმივად ვზრუნავთ, რომ შემოსული ინვესტიცია ქვეყნის საკეთილდღეოდ განხორციელდეს. ჩვენ ვზრუნავთ, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ამისთვის ბევრს ვაკეთებთ კერძო სექტორთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან  მჭიდრო თანამშრომლობით“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრმა აქცენტი „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის სამ ძირითად მახასიათებელზე გააკეთა.„პირველია პირდაპირი კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც შეგვიძლია, დღეს შევაფასოთ, როგორც 11 მლრდ ლარი. მეორეა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ შეგვიძლია, კონკრეტული მონაცემებით ვისაუბროთ, რომ მშენებლობის პროცესში 24 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება გონიოსა და დედაქალაქში. მას მერე, რაც პროექტი ოპერირებაში გაეშვება, უკვე მუდმივი 8 000 სამუშაო ადგილი გაჩნდება, მათ შორის, საკმაოდ მაღალანაზღაურებადი და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ღირსეული დასაქმების ადგილები ნახონ. და მესამე, რა სარგებელს მიიღებს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი – ბიუჯეტში შემოსავალი ორი არხით შევა. დაახლოებით 500 მლნ ლარს ბიუჯეტი უშუალოდ გადასახადების სახით მიიღებს. ამასთან, სახელმწიფო არის პროექტის თანაპარტნიორი – სახელმწიფო ერთობლივ საწარმოში 33 პროცენტის წილის მფლობელია და შესაბამისად, სახელმწიფო ყოველწლიურად ასეთი ღირებული პროექტიდან ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში მიიღებს 33 პროცენტის ეკვივალენტის შემოსავალს. ათი წლის განმავლობაში ეს არის ორი მლრდ ლარი, რაც საშუალოდ წელიწადში 200 მლნ ლარი გამოდის“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.შედეგად, როგორც მინისტრმა განაცხადა, საწყის ეტაპზე სარგებელი, რასაც საქართველო „იგლ ჰილსის“ პროექტებიდან მიიღებს, ესაა 30 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, 11 მლრდ ლარის პირდაპირი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე და საშუალოდ 700 მლნ ლარის ყოველწლიური შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტში.

ლელა მებურიშვილისა და მისი მეუღლის ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ბავშვებმა მთხოვეს ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა და გაგვეხუმრა, თუმცა ასე თუ შევაშინებდით მამიკოს არ გვეგონა. მაგრამ არ ინერვოულოთ ორ წუთში ბევრი ვიცინეთ ყველამ ერთად” – ამის შესახებ მსახიობი ლელა მებურიშვილი, რომელიც დიპლომატ მეუღლესთან, ბაჩო საგანელიძესთან და ორ შვილთან ერთად ლონდონში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

მარიამ ქვრივიშვილი – ხაზარაძე, რომელმაც წლების წინ სახელმწიფოს ანაკლიის პროექტისთვის კომერციული საიდუმლოს სტატუსის მინიჭება მოსთხოვა, დღეს ჩვენ „იგლ ჰილსის“ პროექტზე არასაჯაროობაში გვადანაშაულებს

„იგლ ჰილსთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან მიმართებით დღეს სახელმწიფოს არასაჯაროობაში ბრალს სდებენ ის ადამიანები, რომლებმაც, წლების წინ, როცა ბიზნესსექტორს წარმოადგენდნენ, თავად მოსთხოვეს სახელმწიფოს, მაგალითად, ანაკლიის პროექტისთვის კომერციული საიდუმლოს სტატუსის მინიჭება. გავიხსენოთ, როდესაც ანაკლიის ხელშეკრულება გაფორმდა სახელმწიფოსთან, ბატონმა ხაზარაძემ მოითხოვა, რომ ეს ყოფილიყო კომერციული საიდუმლოება და დღეს ეს ადამიანები სახელმწიფოს აკრიტიკებენ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ „იგლ ჰილსთან“ დადებულ ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს, რაც ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკაა, ხელისუფლება საჯაროდ საუბრობს ამ კონტრაქტის თითქმის ყველა ფუნდამენტურ კომპონენტზე.„იმდენ დეტალზე ვსაუბრობთ, გულწრფელად შეიძლება, ითქვას, რომ, ფაქტობრივად, გასაჯაროებულია ამ ხელშეკრულების ყველა ფუნდამენტური კომპონენტი. ეს ხელშეკრულება მომზადებულია კანონმდებლობის სრული დაცვით და ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, როდესაც კერძო კომპანია, კერძო ინვესტორი ზრუნავს იმაზე, რომ მისი კომერციული ნიუანსები არ იყოს საჯარო. ეს ყველგან ასეა და ჩვენს ქვეყანაშიც ამის უამრავი მაგალითი გვაქვს“, – განაცხადა მინისტრმა.მარიამ ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავის ყველა გამოსვლაში ძალიან ღიად საუბრობს ამ ხელშეკრულებაზე და მის ძირითად დეტალებზე.„აბსოლუტურად გასაგებია, რომ შეიძლება, იყოს კითხვები და ჩვენ პასუხიმგებლობა გვაქვს, რომ ამ კითხვებზე გამჭვირვალედ და ღიად ვისაუბროთ. არსებობს კომერციული ნიუანსები ინვესტორის მხარეს, რაზეც ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და პატივს ვცემთ ამ შეთანხმებას. ამასთანავე,  მზად ვართ, ყველა კითხვას, რაც საზოგადოებას გაუჩნდება, ნებისმიერ ფორმატში გავცეთ პასუხი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

უდიდესი გარღვევა მედიცინაში – მეორე ტიპის დიაბეტისგან, ექიმებმა სრულად განკურნეს პაციენტი

შანხაიში ექიმებმა მსოფლიოში პირველად განკურნეს პაციენტი მეორე ტიპის დიაბეტისგან, პანკრეასის უჯრედების გადანერგვის გამოყენებით. ამის შესახებ შანხაის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების კომისიამ განაცხადა.59 წლის მამაკაცი, რომელსაც ტიპის დიაბეტი ჰქონდა, ინსულინის ინექციებისგან სრულად გათავისუფლდა. შანხაის ჩანჟენგის საავადმყოფოს ექიმების გუნდის მიერ მიღწეული ამ სამედიცინო გარღვევის შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალი „Cell Discovery“-ში.მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს უდიდესი გარღვევაა მედიცინაში.

„ფულადი დახმარება 7 000 ლარის ნაცვლად, იქნება 20 000 ლარი…“ – შს მინისტრის მოადგილე დეტალებზე

ორმაგდება იმ თანხების რაოდენობა, რომელიც გათვალისწინებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებული პოლიციელებისთვის, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ს მიერ მომზადებულ ცვლილებათა პაკეტზე საუბრისას.მისივე თქმით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ პოლიციელთა და მეხანძრე-მაშველთა ოჯახების კომპენსაციის ოდენობა 30 000 ლარი ხდება.„კანონმდებლობით ინერგება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რაც გულისხმობს სამედიცინო შვებულებას პოლიციელებისთვის, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება. აღნიშნული ცვლილებები თანაბრად გავრცელდება, როგორც პოლიციელებზე, ასევე მეხანძრე-მაშველებზე“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომელიც პოლიციელთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ეხება. პოლიციის შესახებ კანონპროექტით, ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა იზრდება.7 000 ლარის ნაცვლად, პოლიციელს გადაეცემა 20 000 ლარი, ნაკლებად მძიმე დაზიანებისას 15 000 ლარი, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში კი 10 000 ლარი. კანონს დაემატება შვებულება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც აქამდე არ არსებობდა.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში, 15 000 ლარის ნაცვლად გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად 30 000 ლარი გადაეცემა. დაკრძალვის ხარჯები განისაზღვრება ორი ათასი ლარის ოდენობით.

ბოლო სიახლეები