გერმანიაში დაბმული ჯარისკაცების მწამებელი, სააკაშვილის მორიგი ჯალათი გიგი კალანდაძე დააკავეს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოდის ინიციატივით, ვლადიმერ პუტინის, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამიტი თურქეთში გაიმართოს
ანკარა ინიციატივით გამოდის, ვლადიმერ პუტინის, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამიტი თურქეთში გაიმართოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთსა და უკრაინას შორის შეხვედრას შესანიშნავი უწოდა და მიესალმა პატიმრების გაცვლის შესახებ შეთანხმებას.„დღეს, როგორც იცით, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები სტამბოლში ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაქან ფიდანის თავმჯდომარეობით შეიკრიბნენ. და ეს მართლაც ბრწყინვალე შეხვედრა იყო. შედეგად, არსებობს შეთანხმებები წინა შეხვედრაზე მიღწეულის მსგავსად, ათასზე მეტი პატიმრის გაცვლის შესახებ. პატიმრების გაცვლის გარდა, ასევე არსებობს შეთანხმებები გარდაცვლილთა ცხედრების გადაცემაზე”, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
შეფერხება მეტროს პირველ ხაზზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
ამ წუთებში, თბილისის მეტროპოლიტენში შეფერხებაა.როგორც ადგილიდან თვითმხილველმა აცნობა, მეტროს პირველ ხაზზე, სადგურ რუსთაველიდან ავლაბრამდე მატარებელი გვირაბში რამდენჯერმე, რამდენიმე წუთით გაჩერდა.როგორც ტექნიკურმა სამსახურმა მგზავრებს განუცხადა, შეფერხება დაფიქსირდა ვარკეთილში, რის გამოც, მომდევნო მატარებლებს ნელი სვლით გადაადგილება მოუწიათ.
ცოლ-ქმარი 12-ჯერ დაქორწინდა და განქორწინდა, რათა სახელმწიფო შეღავათებით ესარგებლა
ავსტრიის ქალაქ გრაცში მცხოვრები წყვილი 12-ჯერ დაქორწინდა და განქორწინდა, მაგრამ ეს ამის მიზეზი ჭირვეულობა ან ცვალებადი ხასიათი კი არა, ფინანსური ინტერესი გახდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.ისინი პირველად 1982 წელს დაქორწინდნენ და ექვსი წლის შემდეგ განქორწინდნენ.ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, განქორწინებიდან 2,5 წლის შემდეგ ქალს შეუძლია ე.წ. ქვრივის პენსია ანუ ერთჯერადი დახმარება მიიღოს.გამჭრიახმა ცოლ-ქმარმა ამ შესაძლებლობით სარგებლობა გადაწყვიტა. ისინი 12-ჯერ დაქორწინდნენ და განქორწინდნენ.მეუღლეების მაქინაციები მხოლოდ 2022 წელს გამოვლინდა. ბოლო განქორწინება, რომელიც დარეგისტრირება მაისში სცადეს, ხელისუფლებამ არ აღიარა.გამოძიებამ დაადგინა, რომ წყვილმა თაღლითობის გზით 326 ათასი ევრო მიიღო.
ვლადიმირ მედინსკი: სტამბოლში მოლაპარაკებებზე რამდენიმე პრაქტიკული საკითხი გადაწყდა
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ სტამბოლში მოლაპარაკებებზე რამდენიმე პრაქტიკული საკითხი გადაწყდა.რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი სტამბოლში დასრულდა. შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.„გარდა ამისა , ჩვენ რამდენიმე პრაქტიკული საკითხი გადავწყვიტეთ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გრაცის ევროპის ახალგაზრდულ თასზე 7 მედალი მოიპოვა
ავსტრიის ქალაქ გრაცში ევროპის ახალგაზრდულ თასზე საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა შვიდი მოპოვებული მედლით დაასრულა.საქართველოს სპორტის სამინისტროს ცნობით, ტურნირის ჩემპიონობა თორნიკე გიგაურმა(-66 კგ) და ლუკა ქარელიშვილი (-90 კგ) იზეიმეს, ვერცხლი ნოდარ კობალაძემ (+100 კგ) მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ გიორგი ჩანქსელიანი (-60 კგ), ნოდარ ალაფიშვილი (-100 კგ), გიორგი ბენდელიანი (-100 კგ) და გიორგი ბადუაშვილი (+100 კგ).თორნიკე გიგაურმა უნგრელ ძიუდოისტს, ლუკა ქარელიშვილმა კი პოლონელ სპორტსმენს სძლია. ნოდარ კობალაძემ ფინალი ფრანგთან დათმო. გიორგი ჩანქსელიანმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ინდოელი, გიორგი ბადუაშვილმა კი სერბი დაამარცხა. ნოდარ ალაფიშვილმა რუმინელს მოუგო, - 100 კგ წონით კატეგორიაში მეორე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გიორგი ბენდელიანი და ნიკოლოზ ზაალიშვილი შეხვდნენ, გამარჯვება გიორგის ერგო.ტურნირზე ქართველი ძიუდოისტები საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.