გერმანიამ და საფრანგეთმა რუსეთს იდლიბის პროვინციაში საბრძოლო ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდეს

Read Time:30 Second

გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, რუსეთის პრეზიდენტს სირიის იდლიბის პროვინციაში საბრძოლო ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი სტეფენ ზიბერტი ავრცელებს.

ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ერთობლივად ესაუბრნენ. კრიზისის პოლიტიკური გზებით გადაწყვეტისთვის გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვეს.

რუსეთისა და თურქეთის შეთანხმებით, 2018 წელს იდლიბის პროვინციაში დეესკალაციის ზონა შეიქმნა, თუმცა რუსეთისგან მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო არმია რეგიონზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს. საბრძოლო მოქმედებების გამო გასული წლის დეკემბრის შემდეგ საცხოვრებელი 900 000-მდე ადამიანმა დატოვა. მათი უმრავლესობა ქალი და ბავშვია. გაერო-ში აცხადებენ, რომ რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: მეტი ვანო ოპოზიციას!
Next post პრემიერმა საქართველოზე რუსეთის კიბერშეტევის დაგმობისა და ღია მხარდაჭერისთვის ნიდერლანდების სამეფოს მადლობა გადაუხადა