სამშაბათი, მაისი 13, 2025

გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიგო

ბუდაპეშტში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ქართველი მძიმეწონოსანი, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ვერცლის მედლის მფლობელი გახდა.

ქართველი ფალავანი ფინალში თავის პრინციპულ მეტოქეს, თურქ ტაჰა აკგულს შეხვდა და ანგარიშით 2:5 დამარცხდა.

დღეს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულად იასპარეზეს ახალგაზრდა მოჭიდავეებმა გიორგი სულავამ და მირიან მაისურაძემ. სულავამ სომეხი ჰრაირ ალიხანიანი 16:5 დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მირიან მაისურაძემ კი გამოცდილ მოლდოველ გეორგი რუბაევს 7:2 სძლია და მესამე ადგილზე გავიდა.

უნგრეთის დედაქალაქში დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მთლიანობაში ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.

ბუდაპეშტის ევროპის ჩემპიონატზე 1 აპრილიდიდან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ. ქართველი სპორტსმენები ათივე წონით კატეგორიაში გამოვლენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე – გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება – ასე ხისტად და თანაც ცალმხრივად სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ...

გამოუშვით ეს ადამიანები! ამით მნიშვნელოვნად შეუწყობთ ხელს საზოგადოებაში დაძაბულობის განმუხტვას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სოციალურ ქსელში, საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ პირებთან დაკავშირებით წერს.მისი აზრით, ხელისუფლების მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება და ამით მხოლოდ დადებითს მიიღებს ქვეყანაც და ხელისუფლებაც.„გამოუშვით ეს ადამიანები! ამით მნიშვნელოვნად შეუწყობთ ხელს საზოგადოებაში დაძაბულობის განმუხტვას. დამიჯერეთ, მათი ციხეში ყოფნა, მათი და მათი ოჯახების ცხოვრების გაუბედურება არ უხარია საზოგადოების უდიდეს ნაწილს, მათ შორის, თქვენ წარმოიდგინეთ, თქვენი მომხრეების დიდ ნაწილსაც, რასაც პირდაპირ სავარაუდოდ არ გეუბნებიან.ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება, უფრო მეტიც, ამის გაკეთება აუცილებელია განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა არცერთი ადამიანი, ვინც გადაამეტა ძალაუფლებას, არ დაგისჯიათ. ჩვენი საზოგადოებისთვის ამგვარი სიხისტე და ადამიანური კომპრომისის გამორიცხვა, რის დემონსტრირებასაც ცდილობთ, არც ბუნებრივია და არც მისაღები. ასე ხისტად და თანაც ცალმხრივად სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, ამით მხოლოდ უსამართლობის განცდის და უარყოფითი მუხტის დაგროვებას შევუწყობთ ხელს.გადადგით ეს ნაბიჯი, ამით მხოლოდ დადებითს მიიღებთ ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც,“ – მიმართავს გიორგი კვირიკაშვილი ხელისუფლებას.

გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე – გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება – ასე ხისტად და თანაც ცალმხრივად სამართლებრივ სახელმწიფოს...

გამოუშვით ეს ადამიანები! ამით მნიშვნელოვნად შეუწყობთ ხელს საზოგადოებაში დაძაბულობის განმუხტვას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სოციალურ ქსელში, საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ პირებთან დაკავშირებით წერს.მისი აზრით, ხელისუფლების მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება და ამით მხოლოდ დადებითს მიიღებს ქვეყანაც და ხელისუფლებაც.„გამოუშვით ეს ადამიანები! ამით მნიშვნელოვნად შეუწყობთ ხელს საზოგადოებაში დაძაბულობის განმუხტვას. დამიჯერეთ, მათი ციხეში ყოფნა, მათი და მათი ოჯახების ცხოვრების გაუბედურება არ უხარია საზოგადოების უდიდეს ნაწილს, მათ შორის, თქვენ წარმოიდგინეთ, თქვენი მომხრეების დიდ ნაწილსაც, რასაც პირდაპირ სავარაუდოდ არ გეუბნებიან.ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება, უფრო მეტიც, ამის გაკეთება აუცილებელია განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა არცერთი ადამიანი, ვინც გადაამეტა ძალაუფლებას, არ დაგისჯიათ. ჩვენი საზოგადოებისთვის ამგვარი სიხისტე და ადამიანური კომპრომისის გამორიცხვა, რის დემონსტრირებასაც ცდილობთ, არც ბუნებრივია და არც მისაღები. ასე ხისტად და თანაც ცალმხრივად სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, ამით მხოლოდ უსამართლობის განცდის და უარყოფითი მუხტის დაგროვებას შევუწყობთ ხელს.გადადგით ეს ნაბიჯი, ამით მხოლოდ დადებითს მიიღებთ ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც,“ - მიმართავს გიორგი კვირიკაშვილი ხელისუფლებას.

CNN: ტრამპის სტამბოლში მოლაპარაკებებზე დასწრება დამოკიდებულია იმაზე, ჩავა თუ არა პუტინი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სტამბოლში მოლაპარაკებებზე დასწრება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, დაესწრება თუ არა ვლადიმირ პუტინი შეხვედრას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.„ახლა ყველაფერი ძალიან დინამიურია. ბევრმა არაფერი იცის იმის შესახებ, როგორი იქნება ხუთშაბათი“, - აღნიშნა წყარომ.წყაროს თქმით, ტრამპის მოლაპარაკებებში მონაწილეობის შესაძლებლობა დიდ ზეწოლას ახდენს პუტინზე.აღინიშნება, რომ მიუხედავად იმისა, ტრამპი ჩავა თუ არა სტამბოლში, მისი სპეციალური წარმომადგენლები კიტ კელოგი და სტივ უიტკოფი გეგმავენ, დაესწრონ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს დამკვირვებლების სტატუსით.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ღია კარის დღეების ფორმატში, აბიტურიენტებთან შეხვედრები გრძელდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი და პროფესორ-მასწავლებლები აბიტურიენტებთან და საჯარო სკოლების უფროსკლასელებთან ღია კარის ფორმატში შეხვედრებს მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა, სამი დღის განმავლობაში, თბილისის #10 საჯარო სკოლის, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ლელიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს უმასპინძლა.როგორც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია აღნიშნავს, IT ტექნოლოგიები ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა მსოფლიოში, შესაბამისად, ამ მიმართულებით ახალგაზრდების დაინტერესება მზარდია. მისი თქმით, შეხვედრების მიზანია, ახალგაზრდებს გააცნოს უნივერსიტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურა და STEM და IT მიმართულების პროგრამები, როგორიცაა: ინფორმატიკა, კომპიუტერული მეცნიერება, კომპიუტერული ტექნოლოგიები და ინჟინერია, მათემატიკა და საინჟინრო ფიზიკა, ბიოსამედიცინო ინჟინერია, ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ახალგაზრდა თაობა ამ აქტუალური პროფესიებით დააინტერესოს.„ღია კარის ფორმატში რეგულარულად ვხვდებით როგორც თბილისის, ასევე რეგიონების საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, მათ მშობლებს, სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს. ჩვენი მიზანია, სამიზნე ჯგუფებს მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია, გავაცნოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჩვენი ფაკულტეტის შესაძლებლობები, სასწავლო ინფრასტრუქტურა, სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები, რომლებიც ერთ-ერთი საუკეთესოა არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ სამხრეთ კავკასიის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ ჩამოუვარდება ევროპისა და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურას.სამი დღის მანძილზე, თბილისის #10 საჯარო სკოლისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიის, ასევე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ლელიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და დირექტორებმა დაათვალიერეს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ლაბორატორიული კომპლექსი, ზოგადსაუნივერსიტეტო ვირტუალური მოდელირების ცენტრი, მიიღეს დეტალური ინფორმაცია ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პრიორიტეტული პროგრამების, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმების, ასევე, მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების შესახებ. რაც მთავარია, ახალგაზრდებს ვესაუბრეთ კარიერული განვითარების შესაძლებლობებსა და იმ ბენეფიტებზე, რასაც პროგრამების დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის მიერ მომზადებული ახალგაზრდა პროფესიონალი კადრები მიიღებენ.საგულისხმოა, რომ ღია კარის ფორმატის შეხვედრები ივლისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უნივერსიტეტისა და სასწავლო პროგრამების პოპულარიზაციის პროცესში ჩვენი სტუდენტებიც აქტიურად არიან ჩართულნი. ამჯერად, სკოლის მოსწავლეებს, ჩვენთან ერთად უმასპინძლეს სტუდენტებმა: მირიან შამათავამ, მარიამ ქავთარაძემ, ანა ტვილდიანმა და ამანდა კვაშილავამ, ასევე, დოქტორანტებმა - მირანდა ღვალაძემ და მარიკა მოდებაძემ.ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავაინტერესოთ ახალგაზრდა თაობები STEM და IT მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებით, რაც, უდავოდ, ძალიან პერსპექტიული და ყველა დარგისთვის საჭირო სპეციალობებია“, - ამბობს თალიკო ჟვანია.სტუ-ის ინფორმაციით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, ღია კარის დღეების ფორმატში, ყოველკვირეულად, თბილისისა და რეგიონების რამდენიმე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს უმასპინძლებს.

საბა ბაღდავაძე მსოფლიოს ჩემპიონია

ქართველი პარაძიუდოისტი საბა ბაღდავაძე (-81კგ) მსოფლიოს ჩემპიონია. ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ტურნირის ფინალში ბაღდავაძემ ბრაზილიელი მეტოქე დაამარცხა.დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი გიორგი ქალდანმაც (-70კგ) მოიპოვა. მან ფინალში იაპონელ მოწინააღმდეგეს სძლია.შედეგად, პირველი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ასტანაში მსოფლიო ჩემპიონატი 15 მაისს დასრულდება.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:J1 კატეგორია (უსინათლოთა შორის):გოგიტა ტერუნაშვილი (-70 კგ)საბა ბაღდავაძე (-81 კგ)მიშიკო შიობრიშვილი (-81 კგ)რამინი ყიფშიძე (-95 კგ)გიორგი ბერიძე (-95 კგ)J2 კატეგორია (მცირემხედველთა შორის):ზურაბ ზურაბიანი (-64 კგ)გიორგი ქალდანი (-70 კგ)ბაჩუკი შელია (-81 კგ)ზვიად გოგოჭური (-95 კგ)ლაშა ყიზილაშვილი (-95 კგ)რევაზ ჩიკოიძე (+95 კგ)

ბოლო სიახლეები