„კურიერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ თანამდებობას ტოვებს გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი. ამ თხოვნით მან უკვე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს. „კურიერის“ ინფორმაციით, ყავლაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს.
ეს ინფორმაცია „რუსთავი 2-ს“ მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე დაუდასტურეს.
ცოტნე ყავლაშვილი გენერალურ აუდიტორად პარლამენტმა 2022-წლის სექტემბერში აირჩია. მანამდე ის 7 წლის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე იყო.