ხუთშაბათი, მაისი 29, 2025

გელა შერმადინი – ახალგორში, ფაქტობრივად, რუსები შემოვიდნენ 14-15 აგვისტოს, მოსახლეობა გაფრთხილებული არ იყო, ყოველდღიურად ელოდებოდნენ, რომ ვიღაც რაღაცას ეტყოდა

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გელა შერმადინს უსმენენ.

შერმადინმა კომისიის სხდომაზე 14-15 აგვისტოს ახალგორში განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

„როგორც მოგეხსენებათ, ახალგორში აბსოლუტურად არანაირი საბრძოლო მოქმედებები არ განვითარებულა, ტყვიაც არ გავარდნილა, კონფლიქტი არ მომხდარა ოსსა და ქართველს შორის, არც რამე სამხედრო დანაყოფები იყო შემოსული. უბრალოდ, 9-10 აგვისტოს ჩვენი სამხედრო დანაყოფები შემოვიდნენ ხეობაში, ალბათ მოსახლეობის დაცვის მიზნით, რომ ვიღაცები მთებიდან არ გადმოსულიყვნენ. ახალგორში, ზაფხულის პერიოდში ქსნის ხეობა სავსე იყო დამსვენებლებით. ქაოსური, ქაოტური სიტუაცია იყო, რადგან მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული, რა მოხდებოდა, ახალგორში შემოვიდოდნენ რუსები, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. მოსახლეობა ერთი კვირის განმავლობაში, ფაქტობრივად, 8 აგვისტოდან 15 აგვისტომდე პერიოდში ღამე გადიოდა ტყეებში, მინდვრებში გაჰყავდათ მოხუცები, ბავშვები, იქ აფარებდნენ თავს, რათა უცებ ღამე არ მომხდარიყო შემოსვლა. ახალგორში, ფაქტობრივად, რუსები შემოვიდნენ 14-15 აგვისტოს, როდესაც უკვე გადაწყვეტილება იყო მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ჩვენ არც გვეგონა, რომ შემოვიდოდნენ და დაიკავებდნენ ჩვენს ტერიტორიას. მოსახლეობა არავინ გააფრთხილა, არც ევაკუაცია განხორციელებულა, არაფერი. ტელევიზიით ცნობილი ფაქტია, რომ იგოეთთან ჩვენს საპოლიციო მანქანებს გადაკეტილი ჰქონდათ ტერიტორია და ბეტეერმა გაარღვიეს და წამოვიდნენ, გამოიარეს სოფელი ლამისყანა, ახმაჯი, შემოვიდნენ ეგრეთ წოდებულ ახალგორში. სოფელ ოძისში განთავსდნენ რუსები. ანუ შესასვლელი დაიკავეს მთლიანად რუსებმა, აკონტროლებდნენ შესასვლელ-გამოსასვლელებს. შემდეგ აბრევის მხრიდან ნელ-ნელა შემოიყვანეს მძიმე ტექნიკაც“, – განაცხადა გელა შერმადინმა.

კომისიის წევრმა, სოზარ სუბარმა გელა შერმადინს მიმართა კითხვით,  ზუსტად რომელ რიცხვებში ხდებოდა ეს, რაზეც შერმადინმა აღნიშნა:

„როგორც ვიცი, დაახლოებით 14-15 აგვისტოა. ასე მახსოვს, როცა იგოეთში ბეტეერმა გამოარღვია პიკაპები, გადაყარა აქეთ-იქით. ჩვენთან ხეობაში იყო შემოსული პატარა დანაყოფები, ხალხი გამორბოდა. მეც, ჩემი ოჯახით ზუსტად ამ დროს წამოვედით ბავშვებით. გამოვასწარით, მაგრამ ყველამ ვერ გამოასწრო. უკან დარჩა მოსახლეობა, რახან რუსებმა გადაკეტეს გამოსასვლელი. სხვათა შორის, ჩვენ უკან მოდიოდნენ პოლიციელები და უკან დააბრუნეს. ახალგორში როდესაც შევიდნენ, როგორც ვიცი, ბრძანება ჰქონდათ, რომ უნდა ყოფილიყვნენ პოლიციის შენობაში. შემდეგ რუსის ჯარებს შემოყვნენ ოსური ბანდფორმირებები და მათ დააკავეს ეს პოლიციელები. 10-15 ქართველი პოლიციელი ჰყავდათ დაკავებული ეგრეთ წოდებულ ოსურ ბანდფორმირებებს თუ საჯარისო ნაწილებს“.

სოზარ სუბარმა კიდევ ერთი კითხვა დაუსვა გელა შერმადინს: „ომის დაწყებიდან გასულია შვიდი დღე. გაფრთხილებული იყო თუ არა მოსახლეობა, რომ საფრთხე არსებობდა, პოლიციის რაზმი უნდა გამოსულიყო, რაზეც შერმადინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამის შესახებ მოსახლეობა გაფრთხილებული არ იყო.

„ასეთი გაფრთხილება არ იყო. ყოველდღიურად ელოდებოდ მოსახლეობა, რომ ვიღაც რაღაცას ეტყოდა. მეც არ ვიცოდი, რა მდგომარეობა იყო“, – განაცხადა გელა შერმადინმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„დედა“ – ვცდილობთ ყველაზე ტკბილი და სანატრელი სიტყვა ვთქვათ…“ – ტყუპების მამა, რომელსაც მეუღლე დაეღუპა, ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს

ორსული, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანდა, რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალი ზესტაფონში მცხოვრები შორენა ონიანი იყო, მან ორი ტყუპი გააჩინა, ხოლო პოსტსამშობიარო გართულების შემდგომ ისე დაიღუპა, შვილების ნახვაც ვერ მოასწრო.გარდაცვლილის მეუღლემ გიგა ცხელიშვილმა სოციალურ ქსელში ტყუპების კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს როგორ ასწავლის სიტყვის „დედა“ წარმოთქმას:„დედა“ – ვცდილობთ ყველაზე ტკბილი სიტყვა და სანატრელი ვთქვათ“, – წერს გიგა ცხელიშვილი.

ირაკლი კობახიძე – საქართველოში კარგად გვესმის, რა ფასად მოდის ომი, ვიცით მშვიდობის ფასიც, ამიტომ 2012 წლიდან ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის შესანარჩუნებლად

ჩვენ საქართველოში კარგად გვესმის, რა ფასად მოდის ომი. შესაბამისად, ვიცით მშვიდობის ფასიც. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის შესანარჩუნებლად ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.პრემიერის თქმით, საქართველომ აირჩია მშვიდობა ომის ნაცვლად და სტაბილურობა ქაოსის ნაცვლად.„ბოლო სამი წლის განმავლობაში მსოფლიო შეესწრო საშინელ ტრაგედიას უკრაინაში. დასაწყისშივე ჩვენი ხელისუფლება აფრთხილებდა საერთაშორისო საზოგადოებას მოსალოდნელ შედეგებზე. სამწუხაროდ, ეს გაფრთხილებები იგნორირებულ იქნა. ჩვენ საქართველოში კარგად გვესმის, რა ფასად მოდის ომი. შესაბამისად, ვიცით მშვიდობის ფასიც. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის შესანარჩუნებლად ჩვენს ქვეყანაში. უკრაინის ომის დაწყებიდან ჩვენ გავუძელით უზარმაზარ ზეწოლას როგორც გარედან, ისე შიგნიდან იმ ძალებისგან, ვისაც სურთ, საქართველო კვლავ გადაიქცეს საბრძოლო პოლიგონად. ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ – მშვიდობის გზა ომის ნაცვლად და სტაბილურობა ქაოსის ნაცვლად. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მშვიდობის მხარეს იდგება, მაგრამ მშვიდობა ყოველთვის მოწყვლადია, თუ მას სიმართლე არ იცავს. წლების განმავლობაში გავლენიანმა საერთაშორისო მედიასაშუალებებმა კოორდინირებული შეტევები განახორციელეს საქართველოში, მათი სიცრუეზე აგებული ნარატივი მიზნად ისახავდა საქართველოს დასჯას იმისთვის, რომ ომში ჩართვაზე უარი ვთქვით, სუვერენიტეტი ავირჩიეთ და ეროვნული ინტერესები დავაყენეთ უპირველეს ყოვლისა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ვიმედოვნებ, პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით შეასუსტებს „დიფ სთეითს“ და ეს დადებითად აისახება აშშ-სა და ევროკავშირთან საქართველოს უერთიერთობების გაუმჯობესებაზე

მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ბრძოლა გამოუცხადეს „დიფ სთეითს“. ახალი ადმინისტრაციის განცხადებები და კონკრეტული ნაბიჯები იმედის მომცემია, თუმცა ეს საკმარისი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.კობახიძის თქმით, როგორც ჩანს, „დიფ სთეითი“ ჯერ კიდევ ღრმად არის ფესვგადგმული ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ნათლად ჩანს საქართველოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებში.„საქართველომ როდესაც გაატარა ინიციატივა, რომელიც სუვერენიტეტის დაცვასა და არასამთავრობოების გამჭვირვალობას ემსახურება, ამას მუქარით და სანქციებით შეხვდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ გავბედეთ და ვთქვით: „დავიცვათ საქართველო, დაე, საქართველომ გადაწყვიტოს თავად ეს ყველაფერი“. ყველა ზემოთ ხსენებული შემაშფოთებელი მოვლენა, მსოფლიო მშვიდობის რღვევა, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა, ბრძოლა ეროვნული და რელიგიური იდენტობისთვის, გენდერული და ლგბტ პროპაგანდა, ოჯახური ღირებულებების შეზღუდვის მცდელობა, მედიის თავისუფლების გლობალური რღვევა და ცენზურა, ლიბერალური ფაშიზმი – ერთი ცენტრიდან არის კოორდინირებული. ჩვენ ამ ცენტრს 2022 წლიდან გლობალური ომის პარტიას ვეძახით, ხოლო აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მას „დიფ სთეითად“ მოიხსენიებს.მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ „დიფ სთეითს“ ბრძოლა გამოუცხადეს. უცხოური ინტერვენციების ცნობილი ინსტრუმენტები, როგორებიცაა USAID-ი და NED-ი, რომელთა მეშვეობითაც „დიფ სთეითი“ ცდილობდა საქართველოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ოთხი რევოლუციის მოწყობას, ორივე გაუქმებულია. ახალი ადმინისტრაციის განცხადებები და კონკრეტული ნაბიჯები იმედის მომცემია, თუმცა ეს საკმარისი არ არის. როგორც ჩანს, „დიფ სთეითი“ ჯერ კიდევ ღრმადაა ფესვგადგმული ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ნათლად ჩანს საქართველოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებში. ამის მაგალითია ევროპარლამენტის მიერ მიღებული ექვსი უსამართლო რეზოლუცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. აგრეთვე, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი, ე.წ. მეგობარი აქტი, რომელიც ასევე უსამართლოა და ქართველ ხალხზე თავდასხმას წარმოადგენს. იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით შეასუსტებს „დიფ სთეითს“ და ეს დადებითად აისახება აშშ-სა და ევროკავშირთან საქართველოს უერთიერთობების გაუმჯობესებაზე. წარმატებას ვუსურვებთ ახალ ადმინისტრაციას ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში.დასასრულ, მსურს, წარმატება და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო მსოფლიოს ყველა ლიდერს, ვინც მტკიცედ დგას რადიკალური მემარცხენე ლიბერალიზმის და „დიფ სთეითის“ გავლენის წინააღმდეგ, ვინც იცავს ეროვნულ სუვერენიტეტს, ტრადიციულ ღირებულებებს და თავისი ხალხის ნებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – წლებია, საქართველო იბრძვის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოების, მედიის დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ ჩვენი ღირებულებების გადაკეთებას

წლების განმავლობაში გავლენიანმა საერთაშორისო მედიასაშუალებებმა კოორდინირებული შეტევები განახორციელა საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.კობახიძის თქმით, წლებია, საქართველო იბრძვის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოების და მედიასაშუალებების დეზინფორმაციის წინააღმდეგ.„მათი სიცრუეზე აგებული ნარატივი მიზნად ისახავდა საქართველოს დასჯას, რათა ომში ჩართვაზე უარი ვთქვით, სუვერენიტეტი ავარჩიეთ და ეროვნული ინტერესები დავაყენეთ პირველ ადგილას.  წლებია, საქართველო იბრძვის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოების და მედიასაშუალებების დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომლებიც პროგრესს კი არ ემსახურებიან, არამედ ცდილობენ ჩვენი ღირებულებების გადაკეთებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – გვეამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად, რადგან ვიცით, როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას, ის კარგავს საკუთარ...

გვეამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად, რადგან ვიცით, როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას, ის კარგავს საკუთარ თავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.კობახიძის თქმით, საქართველომ მრავალ ომს გაუძლო და მაინც დარჩა გაუტეხელი.„ჩემთვის დიდი პატივია, ვიდგე დღეს თქვენ წინაშე უნგრეთში, ქვეყანაში, რომელმაც მტკიცედ დაიცვა თავისი სუვერენიტეტი და იდენტობა. ყველა უნდა ადიდებდეს უნგრეთის გამორჩეულ პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მამაცობისა და უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც უნგრეთის თავისუფლების და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართა. ჩვენ, ქართველები, განსაკუთრებით ვაფასებთ მას იმ ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს და ჩვენი ერის ევროპული გზის მიმართ გამოხატა. თქვენთან მოვიტანე საქართველოს ხმა, ხმა იმ ქვეყნისა, რომელიც სამი ათას წელზე მეტია, იმპერიების გზაჯვარედინზე დგას. ქვეყნისა, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ერი გახდა მსოფლიოში. საქართველომ მრავალ ომსა და საუკუნეების განმავლობაში არსებულ ოკუპაციებს გაუძლო და მაინც დავრჩით გაუტეხელნი, ქართველებად დავრჩით. გვეამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად, რადგან ვიცით, როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას, ის კარგავს საკუთარ თავს“, – განაცხადა კობახიძემ.

ბოლო სიახლეები