სამშაბათი, ოქტომბერი 28, 2025

გელა დაიაური-კუნწულიკო… შენი დაბადების დღე გათენდება… სულ გულში ხარ… სუუულ… წმინდა ნინოს მადლიანი კალთა გფარავდეთ მანდ…. ❤️❤️❤️

❤️❤️❤️…კუნწულიკო… შენი დაბადების დღე გათენდება… სულ გულში ხარ… სუუულ… წმინდა ნინოს მადლიანი კალთა გფარავდეთ მანდ…. ❤️❤️❤️ წერს  – გელა დაიაური

დღეს, თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი 39 წლის გახდებოდა.

2010 წლის 22 ივ­ლისს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა და და­ამ­წუხ­რა მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ – „ჯი­პის” მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც 10 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და, ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ 7 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის – 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. მათ შორის იყო პოეტ გელა დაიაურის ოჯახიც. ტრაგედიის შედეგად დაიაურმა ოჯახის წევრები დაკარგა..და­ი­ღუპ­ნენ პოეტ გელა და­ი­ა­უ­რის მე­უღ­ლე, ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი და პო­ე­ტი თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი ვაჟი – დე­მეტ­რე და ჯარ­ჯი, თე­ო­ნას და – ნა­თია, გელა და­ი­ა­უ­რის მეჯ­ვა­რე ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე სოფო ღო­ღო­ბე­რი­ძე და მათი ვაჟი – მა­მუ­კა. სა­უ­ბე­დუ­როდ, დე­მეტ­რე და­ი­ა­უ­რი და მა­მუ­კა არა­ბუ­ლი ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე არ­ღუნ­მა გა­ი­ტა­ცა ვერ იპოვ­ნეს. თვი­თონ გელა და­ი­ა­უ­რი, თე­ო­ნას ძმა თორ­ნი­კე ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და და­ი­ა­უ­რე­ბი­სა და არა­ბუ­ლე­ბის მე­გო­ბა­რი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი გა­დარ­ჩნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პარიზში, 170 ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული ბანერი განთავსდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, კამპანიის ფარგლებში, პარიზის მეტროს სადგურებთან, 170 ლოკაციაზე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს შესახებ ბანერები დამონტაჟდა.„ბანერებზე საქართველოს ტურისტულად საინტერესო ადგილებია ასახული. მეტროს მგზავრებსა და გამვლელებს  შეუძლიათ, გაეცნონ საქართველოს ბუნებას, კულტურასა და ისტორიულ ქალაქებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გახარიას პარტიის წევრები საპარლამენტო საქმიანობას დღეს იწყებენ

გიორგი გახარიას პარტიის წევრები საპარლამენტო საქმიანობას დღეს იწყებენ - ერთი წლის შემდეგ, როცა პარტიამ აღიარა დაშვებული შეცდომები, მათ შორის მანდატებზე უარის თქმაც.ამის მიუხედავად, ისინი კვლავ ცდილობენ ახსნა მოუძებნონ საკუთარ განცხადებებს, რომლებიც პარლამენტის არალეგიტიმურობას ეხებოდა.პარლამენტში შესვლამდე ერთი დღით ადრე, პარტია რუსუდან თევზაძემ დატოვა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ გახარიას პარტიას არ ჰქონდა საფუძველი მსგავსი ბრალდებებისთვის.როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, პარლამენტში ყოფნით, გახარიას პარტიას ახლა მაინც შეეძლება საკუთარი მხარდამჭერების ხმა რეალურად გამოხატოს და არ აჰყვნენ უცხო ქვეყნის დაკვეთას.

თურქეთში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში, 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ სინდირგისთან მდებარეობდა. ბიძგები რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის სტამბოლშიც, იგრძნობოდა. ამ დროისთვის უცნობია, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა.

გაფრთხილება მათ, ვინც სამგზავრო ბარათით სარგებლობს – თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს და ამით თაღლითური სქემის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.„ვებგვერდზე, კერძოდ კი profilefeeler.com-ზე, ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი სუხიტაშვილი-იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა… ეს “მხარეები” აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება…

,,საუბედუროდ ამ ქვეყანაში, სიკვდილით სასჯის მომხრე ბევრია (მათთვის სასურველია წამებით მოხდეს ეს), უბრალოდ ბერ ბედავენ ამის თქმას რადგან არ იციან "ვისიანი"აღასრულებს ამას...იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა...ეს "მხარეები" აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება...''-წერს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი.

ბოლო სიახლეები