პარასკევი, მაისი 9, 2025

გედევან ფოფხაძე: კონსტიტუციის ფარგლებში „ოცნებას“ ვაიძულებთ ქართველ ხალხს ემსახუროს და არა ივანიშვილს

კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა „ქართული ოცნების“ გარშემო ისეთი კრიზისი შეიქმნას, რომ იძულებული გახდეს, ერთი პირის მიმართ სამსახური შეწყვიტოს და ქართველ ხალხს ემსახუროს , – ამის შესახებ პოლიტიკოსმა, გედევან ფოფხაძემ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილის მიერ 24 თებერვალს დაგეგმილ, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციაზე საუბრისას განაცხადა.

„ამისთვის ყველა საშუალებას გამოვიყენებთ. ჩვენ ძალიან ბევრი რესურსი და კონკრეტული მიზანი გვაქვს, რომ საქართველოს ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება არა ბიძინა ივანიშვილს და მის კერძო ინტერებს, არამედ ქართველ ხალხს და მის ევროპულ არჩევანს.

24 თებერვალი, ეს არ არის პოლიტიკოსების ცალმხრივი ურთიერთობა ხალხთან. ეს უნდა იყოს დიდი ეროვნული გაერთიანება. ერთმანეთთან ბევრი რამ დავთმეთ, განსხვავებები დავთმეთ, წარსულს გადავუსვით ხაზი. ჩვენ დავდგებით ერთად, რადგან ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. ჩვენთვის მთავარია, რომ წლის ბოლოს გარანტირებულად ვიცოდეთ, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არა ივანიშვილს ემსახურება, არამედ ქართველ ხალხს და მის პოლიტიკურ შეკვეთას ასრულებს. ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. რუსთაველიდან დანახული საქართველო უნდა დაინახოს მსოფლიომ, ევროპამ და უკრაინამ. სხვა საქართველო არსებობს და რეალურად ეს საქართველო წყვეტს ამ ქვეყნის მომავალს.

ისინი არიან პუტინისტები, ისინი არიან პუტინის საქმის მსახურები და საქართველოს ისინი არ სჭირდება, ეს განცდა უნდა გაჩნდეს. სრული ფრუსტრაცია „ქართულ ოცნებას“ უნდა დაემართოს და არა ქართველ ხალხს. ხელისუფლებამ, რომელმაც 24 თებერვალს, ისტორიულად არასწორი არჩევანი გააკეთა, ისტორიის ბოროტ მხარეს დადგა და დღეს ამაზე პასუხი უნდა აგოს. ხელისუფლებას 24 თებერვალს განაჩენს გამოვუტანთ“, – განაცხადა ფოფხაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ქუთაისში, რიონში, 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარეში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.19 წლის გოგოს ძებნა გუშინ, ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო და ძებნა მიმდებარე პერიმეტრზე გაგრძელდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

ბოლო სიახლეები