კვირა, ივლისი 6, 2025

გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში საფეხბურთო მოედნის რეკონსტრუქცია განხორციელდა

გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში საფეხბურთო მოედნის რეკონსტრუქცია განხორციელდა. სპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარი დაეგო. გაკეთდა ლითონის ღობე და დამონტაჟდა განათება, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რეაბილიტირებული საფეხბურთო მოედანი იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან და დაწესებულების ადმინისტრაციასთან ერთად დაათვალიერა.

სპორტული მოედნების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია წელს რუსთავის მე-17, ქსნის მე-15 და ქალთა მე-5 დაწესებულებებშიც განხორციელდა. შედეგად მოძველებული ინფრასტრუქტურა ახალი, თანამედროვე და უსაფრთხო საფეხბურთო მოედნებით ჩანაცვლდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ისტორიაში პირველად, გენური თერაპიით 24 წლის ბიჭს სმენა აღუდგინეს

შვედეთის კაროლინსკის უნივერსიტეტისა და ჩინური სამედიცინო ცენტრების კოლაბორაციის ფარგლებში ახალი კვლევა ჩატარდა, რომელსაც ძალიან საინტერესო შედეგები ჰქონდა. გაირკვა, რომ გენურ თერაპიას არამარტო ბავშვებში, არამედ თინეიჯერებსა და ზრდასრულებშიც შეუძლია გენეტიკურად თანდაყოლილი სმენის დაქვეითების განკურნება.კვლევას დოქტორი მაოლი დუანი ხელმძღვანელობდა და მისი თქმით, ეს არის რევოლუციური მეთოდი, რომელიც უამრავი ბავშვისა და ახლა უკვე ზრდასრულის ცხოვრებასაც შეცვლის.კვლევა მთავარ აქცენტს იშვიათი ტიპის თანდაყოლილ სმენით დაქვეითებაზე აკეთებდა, რომელსაც OTOF-ის სახელით ცნობილი გენის მუტაცია იწვევს. ეს გენი ცილა ოტოფერლინისგამოყოფას უზრუნველყოფს, რაც ყურიდან ტვინამდე ნეირონული კავშირის დამყარებისთვის აუცილებელია. ამ ცილის გარეშე ადამიანებს სმენა უბრალოდ არ გვექნებოდა.ჯანმრთელი OTOF გენის მისაწოდებლად, მკვლევრებმა სინთეზური ადენო-ასოცირებული ვირუსი გამოიყენეს. ეს ვირუსი მემბრანის გავლით შიდა ყურის ძირითად ნაწილში შეიყვანეს და მიღებული ეფექტი თითქმის მყისიერი იყო. პაციენტების უმეტესობამ სმენის აღდგენის ნიშნები დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გამოავლინა.ექვსი თვის პერიოდში, კვლევაში მონაწილე ათივე პაციენტს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მდგომარეობა. ხმის საშუალო დონე, რომელზეც მათ ბგერის გარჩევა შეეძლოთ, 106 დეციბელიდან 52-მდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ სმენის დაქვეითება პრაქტიკულად გაქრა.კვლევის მონაწილეთა ასაკი 1-დან 24 წლამდე მერყეობდა და მათ ხუთ სხვადასხვა საავადმყოფოში მკურნალობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებში წარმატებული შედეგები წინა კვლევებშიც დაფიქსირდა, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ თერაპიით მოზრდილებმაც ისარგებლეს.დუანმა აღნიშნა, რომ ყველაზე საყურადღებო შედეგები ხუთიდან რვა წლამდე ასაკის ბავშვებში შეინიშნებოდა. შვიდი წლის გოგონამ თითქმის სრულად აღიდგინა სმენა და ოთხ თვეში დედასთან უკვე ყოველდღიურად საუბრობდა. დუანის თქმით, გოგონამ დედას უთხრა, რომ თერაპიის შემდეგ წვიმის ხმა ცხოვრებაში პირველად გაიგონა.იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი მკვლევარი ამ ფაქტს შეუძლებლად მიიჩნევდა, მკვეთრი გაუმჯობესება უფრო მოზრდილ მონაწილეებშიც დაფიქსირდა.თერაპია ყველა მონაწილემ კარგად გადაიტანა და მას რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტი არ მოჰყოლია. ერთადერთი მსუბუქი რეაქცია ნეიტროფილების დროებითი შემცირება იყო.დუანი და მისი გუნდი პაციენტებზე დაკვირვების გაგრძელებას აპირებენ, რათა თერაპიის გრძელვადიან პერსპექტივაში შეფასება შეძლონ. მიუხედავად იმისა, რომ OTOF-თან დაკავშირებული სმენის დაქვეითების თერაპია ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია, ამ კვლევის დამსახურებით, უახლოეს მომავალში მის კლინიკურ გამოყენებასაც უნდა ველოდოთ.

არავითარი განხსვავებული აზრი და პოზიცია ფსევდო დემოკრატიიული ოპოზიციისთვის არ არსებობს. ოპოზიციის რადიკალურობა ოპოზიციური ამომრჩევლისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა – ცოტნე ანანიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის შესახებ წერს.„არავითარი განხსვავებული აზრი და პოზიცია ფსევდო დემოკრატიიული ოპოზიციისთვის არ არსებობს. ოპოზიციის რადიკალურობა ოპოზიციური ამომრჩევლისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა", - წერს ცოტნე ანანიძე.

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, ტეხასში წყალდიდობას სულ მცირე 51 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 15 ბავშვია.ასობით ადამიანი ეძებს უგზო-უკვლოდ დაკარგულ 27 ბავშვს, რომლებიც წყალდიდობის დაწყებამდე მდინარე გუადალუპესთან ბანაკში იმყოფებოდნენ. ამ დრომდე მაშველებმა დაახლოებით 850 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.მოულოდნელი წყალდიდობა პარასკევს, მდინარე გუადალუპეს გასწვრივ ძლიერი წვიმის შემდეგ დაიწყო.

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მასკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ონლაინ გამოკითხვა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. გამოკითხვაში უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის იდეას.„თქვენ გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია და მიიღებთ კიდეც! როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ, არა დემოკრატიაში. დღეს ამერიკული პარტია შეიქმნება იმისთვის, რომ თქვენი თავისუფლება დაგიბრუნოთ“, – წერს მასკი X-ზე. 

ტრაგედია უცხოეთში – გიორგი ჯობავა საავადმყოფოშია! 30 000 დოლარის აპარატურა მოპარულია

ეკვადორში, ვლოგერი გიორგი ჯობავა საავადმყოფოში გადაიყვანეს.ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე სალომე წვერავა ავრცელებს.„სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ეკვადორში გიო გაძარცვეს, 30 000 დოლარის ტექნიკა არის გატანილი მისი სახლიდან.. გიო კლინიკაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას ახლა საფრთხე არ ემუქრება...მთავარია ცოცხალია! მთავარია კარგად არის! დანარჩენს ეშველება!მე განადგურებული ვარ… იმედი მაქვს და მჯერა რომ ყველაფერი იქნება კარგად… მთავარია ჯანმრთელად დაბრუნდეს ჩემთან, რომ ჩავეხუტო და კიდევ ერთხელ ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება!!! რომ ყველაფერი რამაც გაგვყო დროებითია, და არ არსებობს არაფერი რაც არ გამოვა...რადგან ამ ამბის დასასრული გამარჯვებაა,რადგან ამ ამბის დასასრულიც დასაწყისია…! - წერს გიორგი ჯობავას მეუღლე და ვიდეო მიმართავს ავრცელებს.

ბოლო სიახლეები