სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესისთვის 100 საპრივატიზებო საინვესტიციო შეთავაზების შესახებ დღეს პრეზენტაცია გამართა. საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ერთდროულად 100 საპრივატიზებო ობიექტი გამოვა აუქციონებზე და დაახლოებით, 2 500 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
გახარია: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ძლიერი ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს
„ყველაფერში პირველი! ჩემი ლუკა…“ – მსახიობ თინი გალდავას ძმა გარდაეცვალა
მსახიობ თინი გალდავას ძმა გარდაეცვალა. სამწუხარო ინფორმაცია თავდაპირველად, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიამ გაავრცელა.ამავე ეკლესიის წინამძღვარი, მამა ალექსანდრე გალდავა გარდაცვლილის მამაა.„ყველაფერში პირველი! ჩემი ლუკა...გთხოვთ მოიხსენიოთ ახალშესვენებული ლუკა“, - წერს თინი გალდავა სოციალურ ქსელში.ლუკა გალდავას ტაძარში ხვალ, 24 დეკემბერს, 16:00 საათზე გადაასვენებენ. გასვენება ხუთშაბათს, 25 დეკემბერს 14:00 საათზე, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრიდან.
ჩვენ პატარა, მაგრამ ამბიციური და ნიჭიერი ერი ვართ, არ არსებობს სპორტის სახეობა, სადაც გამორჩეული სპორტსმენი არ გვყავდეს – მიხეილ ყაველაშვილი
ჩვენ პატარა, მაგრამ ამბიციური და ნიჭიერი ერი ვართ, არ არსებობს სპორტის სახეობა, სადაც გამორჩეული სპორტსმენი არ გვყავდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა.ყაველაშვილის თქმით, წლიდან წლამდე უმჯობესდება ქვეყნის სპორტული შედეგები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.„ჩვენმა სპორტსმენებმა გვასახელეს 2025 წელს მათი თავდაუზოგავი შრომით, მათი ძალისხმევით კიდევ ერთხელ აჟღერდა ჩვენი ჰიმნი და ასახელეს მთელი ერი, მადლობა მათ. ასევე, მინდა, მადლობა ვუთხრა მათ ოჯახის წევრებს, მწვრთნელებს, ყველას, ვინც დაეხმარა ამ წარმატებაში. წლიდან წლამდე უმჯობესდება ჩვენი სპორტული შედეგები და მართლაც ენით აღუწერელია ის სტატისტიკა, რომელსაც ბოლო წლებში მიაღწია ქვეყანამ. ეს ჩვენი სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომის შედეგია, მაგრამ რომ არა ჩვენი სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი, მიზანმიმართული ქმედება სპორტის დახმარების, ეს შედეგები ვერ იქნებოდა. ამითაც განებივრებული ვარ, რომ გვყავს პრემიერი, რომელიც ძალიან დიდი გულშემატკივარია სპორტის, ესეც ფუფუნებაა, ქალაქის მერი გვყავს სპორტსმენი. ამ რამდენიმე წლის მანძილზე ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც ემსახურება სპორტის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. დავინახეთ, რამხელა სიხარული მოტანა შეუძლია სპორტს მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ყაველაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სპორტული ინფრასტრუქტურა რეგიონებში ხელმისაწვდომი იყოს.„დაგეგმილია, რომ ყველა რეგიონში გაკეთდება მრავალფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა. ყველას ექნება შესაძლებლობა, დაკავდეს სპორტით. ჩვენ ამბიციური ერი ვართ, პატარა, მაგრამ ნიჭიერი. არ არსებობს სპორტის სახეობა, სადაც გამორჩეული სპორტსმენი არ გვყავდეს. ეს ამბიცია იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ჯანსაღი, ჯანმრთელი ერი და სპორტის გარეშე ეს შეუძლებელია. განათლების რეფორმა დაორგანიზდა და აქაც განსაკუთრებული როლი ექნება სასკოლო ინფრასტრუქტურას, სადაც ჩვენი სტუდენტები და მოსწავლეები დაკავებულები იქნებიან სპორტით. გვინდა, რომ ყველას ჰქონდეს შესაბამისი გარემო, დაკავდეს სპორტით. გვინდა, სამოყვარულო სპორტი იყოს მაღალ დონეზე. ამას უნდა მივცეთ სისტემატიზაცია, რომ არ შეფერხდეს ჩვენი სპორტსმენების აღზრდა და წარმატების მიღწევა. ეს არის ჩვენი ჩანაფიქრი და აუცილებლად მივაღწევთ. ვიცი, სპორტი რა არის და რამხელა სიხარულის მოტანა შეუძლია. სპორტი უნდა იყოს ყველა სფეროში“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილი: ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც პირდაპირ ემსახურება სპორტის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში – ჩვენ უნდა ვიყოთ ჯანსაღი, ჯანმრთელი ერი და...
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიაზე გამოსვლისას სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ და დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელთა მიზანი სპორტის განვითარება და ყველა მოქალაქისთვის სპორტული აქტივობის შესაძლებლობის შექმნაა.„ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც პირდაპირ ემსახურება სპორტის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. დავინახეთ, რამხელა სიხარულის მოტანა შეუძლია სპორტს თითოეული მოქალაქისთვის. როგორც სპორტის მინისტრმა ბრძანა, დაგეგმილია, რომ ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში გაკეთდება მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა. ეს მოგვცემს იმას, რომ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ბავშვებს ექნება შესაძლებლობა, რომ დაკავდნენ სპორტით. ჩვენ ამბიციური ერი ვართ - პატარა, მაგრამ ნიჭიერები. არ არსებობს სპორტის სახეობა, რომელშიც გამორჩეული სპორტსმენი არ გვყავდეს და წარმატება არ გვქონდეს. ეს ამბიცია იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ჯანსაღი, ჯანმრთელი ერი და სპორტის გარეშე ეს შეუძლებელია. ამიტომ ეს ინფრასტრუქტურა რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს მოემსახურება”, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმის ფარგლებში სასკოლო და საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის როლზეც, სადაც მოსწავლეები და სტუდენტები სპორტით იქნებიან დაკავებული.„ჩვენ გვინდა, რომ ყველა ადამიანს, ყველა მოქალაქეს ჰქონდეს შესაბამისი გარემო, რომ დაკავდეს სპორტით. გარდა იმისა, რომ თითქმის ყველა სახეობაში გვყავს მაგარი სპორტსმენები, ჩვენ გვინდა, რომ სამოყვარულო სპორტი მაღალ დონეზე იყოს და ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ სპორტით დაკავდეს. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი გეგმა და ამბიცია. რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ამის სისტემატიზაცია, რომ არ შეფერხდეს ჩვენი სპორტსმენების აღზრდა. ეს ინფრასტრუქტურა ჩვენს ფედერაციებს, სასპორტო სკოლებს მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენი ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდა და წარმატების მიღწევა შეუქცევადი იყოს. ეს არის ჩვენი ჩანაფიქრი და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მივაღწევთ.მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო წარმატება ჩვენს გამორჩეულ სპორტსმენებს. ვამაყობ, რა თქმა უნდა, მეც ყოფილი სპორტსმენი ვარ და ვიცი, სპორტის ფასი რა არის და ვიცი, როგორც მოქალაქემ და გულშემატკივარმა, რამხელა სიხარულის მოტანა შეუძლია სპორტს. ჩემო ძვირფასებო, ყველა ვემსახუროთ სპორტს. სპორტი უნდა იყოს ყველა სფეროში. მინდა, წარმატება ვუსურვო და დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო ჩვენს გამორჩეულ სპორტსმენებს, თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ეთერ ლიპარტელიანი – ვეცდებით, კიდევ ბევრჯერ ავაჟღეროთ საქართველოს ჰიმნი და დავწეროთ ქართული სპორტის ისტორია
სპორტის სამინისტორს ორგანიზებით გამართულ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ქალ სპორტმენად ეთერ ლიპარტელიანი დაასახელეს, რომელიც პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიო ჩემიონის ტიტული მოიპოვა.„საქართველოს წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად დასახელება დიდი პატივია, რამდენიმე დღის წინ იგივე ჯილდო ოლიმპიურმა კომიტეტმაც გადმომცა. ეს აღიარებები ჩემთვის დიდი მოტივაციაა და შევეცდები, მომავალში შედეგები კიდევ უფრო გავაუმჯობესო – იმედია, ახალი წელი კიდევ უფრო უკეთესი იქნება.ძალიან სასიხარულოა, რომ 2025 წელს საქართველოს ნაკრები ძიუდოს გუნდურ შეჯიბრში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მადლობა მთელ გუნდს ამისთვის. ჩვენ ერთად მოვიპოვეთ მსოფლიო ჩემპიონობა და შევეცდებით, კიდევ ბევრჯერ ავაჟღეროთ საქართველოს ჰიმნი და დავწეროთ ქართული სპორტის ისტორია“, – განაცხადა ეთერ ლიპარტელიანი.
სპორტის სამინისტროს ვერსიით, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დასახელდნენ
23 დეკემბერს, თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში, სპორტის სამინისტორს ორგანიზებით, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.ღონისძიებაზე საუკეთესოები რვა ნომინიაციაში გამოვლინდნენ.სპორტის სამინისტროს ვერსიით, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად მოფარიკავე სანდრო ბაზაძე დასახელდა, ხოლო საუკეთესო ქალი სპორტსმენი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები:წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – ვახტანგ ლოლუა (ბერძნულ/რომაული ჭიდაობა)წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი – ანა ჯაფარიძე (პარატაეკვონდო)წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი – გიორგი ქალდანი (პარაძიუდო)წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში – თემურ სამხარაძე (ძალისმიერი სამჭიდი)წლის საუკეთესო გუნდური სახეობა – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრებიწლის საუკეთესო გუნდი – საქართველოს ძიუდოს ნაკრებიწლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი – ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტმენი – სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა)
