შაბათი, იანვარი 11, 2025

გახარია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას ფულის აღებაში ადანაშაულებს

„ოცნებამ” ფული გადაიხადა, ვიღაც სტუმრებსაც ელოდებოდა, მაგრამ ისინიც ვერ ჩამოვიდნენ, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ, “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უნგრეთისგან ლეგიტიმაციის მიღებას ფასი არ აქვს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ კი ფორმალურად გამოუგზავნა ახალი წლის მისალოცი ბარათი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

“უნგრეთისგან ლეგიტიმაციის მიღებას ხომ ფასი არ აქვს არა? ნატოს ხელმძღვანელმა, როცა ფორმალურად, მიყოლებით აგზავნიან [მისალოცი გამოაგზავნა]. ჩვენ ხომ სერიოზულ თემებზე ვსაუბრობთ?!” – აღნიშნა გახარიამ. წამყვანის თქმით, ქართულმა მხარემ რამშტაინის შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. მის დამაზუსტებელ კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა, გადახდილი ფულით ჩამოდიოდა საქართველოში, გახარიამ უპასუხა: “შემოტყუებით როგორც მინიმუმ”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჯო ბაიდენი მოსახლეობას გამოსამშვიდობებელი სიტყვით 15 იანვარს მიმართავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოსახლეობას 15 იანვარს მიმართავს. ეს იქნება ბაიდენის გამოსამშვიდობებელი სიტყვა. ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია კი 20 იანვარს გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენი მოსახლეობას, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მიმართავს. მანამდე, ჯო ბაიდენმა გააუქმა ევროკავშირში მისი ბოლო ვიზიტი, რომელიც იტალიაში 9-12 იანვარს იყო დაგეგმილი. მიზეზი კალიფორნიაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ხანძრებია.

კოსმოსში ჩარჩენილ ორ ასტრონავტზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

NASA-ს განცხადებით, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) მყოფ ასტრონავტებს, ბუჩ უილმორს და სუნი უილიამსს, დედამიწაზე დაბრუნებისთვის კიდევ უფრო მეტ ხანს მოუწევთ ლოდინი. ბუჩი და სუნი კოსმოსში ივნისში გაფრინდნენ და დედამიწაზე ერთ კვირაში უნდა დაბრუნებულიყვნენ თუმცა, ტექნიკური პრობლემების გამო, მათი მისია გახანგრძლივდა. მათი დაბრუნების თარიღად, თავდაპირველად, 2025 წლის თებერვალი განისაზღვრა, ახლა კი, ახალი კაფსულის გაშვების გადავადების გამო, მათი დაბრუნება 2025 წლის მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისშია მოსალოდნელი. NASA-ს განცხადებით, ჩამოსვლის გადავადება ასტრონავტებისთვის დამატებით რისკებს არ შექმნის. "ნოემბერში, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მარაგით დატვირთული ორი კოსმოსური ხომალდი ჩავიდა, სადაც საკვების, წყლის, ტანსაცმლისა და ჟანგბადის საკმარისი რაოდენობა იყო. მარაგში ასევე შედიოდა სპეციალური ნივთები იმისთვის, რომ ეკიპაჟის წევრებს დღესასწაულები ღირსეულად აღენიშნათ,“ - ნათქვამია NASA-ს განცხადებაში. NASA-ს ინფორმაციით, SpaceX-ის ახალი Dragon კაფსულის მომზადება, რომელიც ეკიპაჟის შეცვლას განახორციელებს, გაჭიანურდა და მისი გაშვება მარტის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. NASA-მ ასევე განიხილა სხვა კაფსულის გამოყენების შესაძლებლობა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა, დაეცადა, რათა მისიების გეგმები არ შეცვლილიყო.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წეროვნის დევნილთა დასახლებაში საქველმოქმედო აქცია გამართა

ამ მადლს ჩვენი ოჯახები ვერ დაივიწყებენ. არის შემთხვევები, როცა გვეხმარებიან, მაგრამ საგანმანათლებლო სივრციდან არავის გამოუხატავს ემპათია. თქვენ ხართ პირველები და მადლობა ძღვენისთვის, გულისხმიერებისა და სიყვარულისთვის, - ასე გადაუხადა მადლობა ქველმოქმედებისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, წეროვნის დასახლებაში მცხოვრებმა, ახალგორიდან დევნილმა ნინო კახურაშვილმა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, შობა-ახალიწლის ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ, დეკანის მოადგილეებმა, პროფესორებმა ლილი პეტრიაშვილმა, ნონა ოთხოზორიამ და ამავე ფაკულტეტის სტუდენტებმა თამარ ქოზაშვილმა და რომა კასაბურმა, ასევე, სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ წეროვანის დევნილთა დასახლებაში ორ მრავალშვილიან ოჯახს პირველადი დახმარების, პირადი ჰიგიენის ნივთები და პროდუქტი გადასცეს. როგორც სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნაზი კუციავამ აღნიშნა, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი „ქალთა ასოციაციასთან“ ერთად, შობა-ახალი წლის ღონისძიებების ფარგლებში, საქველმოქმედო აქციებს ატარებს. „დეკემბერ-იანვრის თვეში, წინა საახალწლო და საშობაო ღონისძიებათა ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საქველმოქმედო აქცია გავმართეთ გორისა და თბილისის, კერძოდ, გორის ხანდაზმულთა სახლში - “შენი თბილი კერა”, თბილისში, პანსიონატ „იმედის“ და გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცთა და უძლურთა სახლის მოხუცთა თავშესაფარში. ბენეფიციარებს გადავეცით მათთვის აუცილებელი პირველადი დახმარების და პირადი ჰიგიენის ნივთები, ასევე, საკვები. კალანდას წინა დღეებში კი წეროვანში ჩავედით, სადაც სოციალურად დაუცველთა ცეზარ და ავთანდილ ჟამურელების მრავალშვილიან ოჯახებს ჩავუტანეთ ნობათი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაცია“ და ფაკულტეტები, რექტორის ინიციატივის ხორცშესხმის მიზნით, კვლავ გააგრძელებს საქველმოქმედო აქციათა ციკლს“, - აცხადებს ნაზი კუციავა. სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, საქველმოქმედო აქციათა ციკლში ჩართულნი არიან როგორც პედაგოგები, ასევე, სტუდენტები. „მორიგი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში გადავწყვიტეთ წეროვანის დასახლებაში მრავალშვილიან ორ ოჯახს დავხმარებოდით. ძმებ ჟამურელების ოჯახებში 10 არასრულწლოვანი იზრდება. ისინი 2008 წლიდან ახალგორში ცხოვრობენ. ავთანდილ ჟამურელის და ნინო კახურაშვილის 5 შვილიდან უფროსი 16 წლისაა, უმცროსები, ტყუპები - სამის, ხოლო ცეზარისა და გვანცა კაპარაშვილის ოჯახის უფროსი შვილი 14-ის, უმცროსი კი 5 წლისაა. ამ ბავშვების თვალებში აღბეჭდილი სიხარულისთვის მინდა რექტორს, თითოეულ კოლეგას, სტუდენტს, „ქალთა ასოციაციას“ მადლობა გადაგიხადო, მათ გარეშე ნამდვილად ვერ შევძლებდით საქველმოქმედო აქციათა ციკლის განხორციელებას“, - განაცხადა თალიკო ჟვანიამ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უნივერსიტეტი რეგულარულად ზრუნავს ჩვენი საზოგადოების ისეთ მოწყვლად ჯგუფებზე, როგორიც არიან მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები თუ სოციალურად დაუცველი ოჯახები.

აშშ-ის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც „ქართული კოშმარის არაღიარების აქტის“ სახელითაა ცნობილი

აშშ-ის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში უკვე დარეგისტრირდა რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონისა და დემოკრატი კონგრესმენის, სტივ კოენის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც „ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” სახელითაა ცნობილი. კანონპროექტი კრძალავს ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან. კანონპროექტი წარდგენილია და ის გადაეგზავნა საგარეო საქმეთა და იურიდიულ კომიტეტებს განსახილველად. კომიტეტები შეისწავლიან კანონპროექტის იმ ნაწილებს, რომლებიც მათ კომპეტენციაში შედის.

The New York Times-მა ქუთაისი 2025 წელს მოგზაურობისთვის ერთ-ერთ სასურველ ადგილად დაასახელა

ამერიკული გამოცემა The New Yor Times-ის ვერსიით, საქართველო, კერძოდ, ქუთაისი ერთ-ერთი ადგილია, რომელიც ტურიზმის მოყვარულმა ადამიანმა 2025 წელს უნდა მოინახულოს. „ქუთაისი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქია მსოფლიოში, სავსეა მდიდარი ისტორიით და გარშემორტყმულია საქართველოს ბუნებრივი სილამაზით. ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიებმა ევროპის და ათობით სხვა ქალაქიდან პირდაპირი ფრენების შესრულება დაიწყეს, ქალაქი მოგზაურებისთვის უფრო მიმზიდველი გახდა“, – ნათქვამია The New York Times-ის სტატიაში. როგორც გამოცემა წერს, მიმდინარე წლის დასაწყისში ქუთაისში ახალი ციფრული ინტერაქციული მუზეუმი გაიხსნება, რომელიც ყოფილ სამეფო რეზიდენციაში განთავსდება და ქალაქის 3500-წლიან ისტორიას ხაზს გაუსვამს. „ახალ კულტურულ ცენტრში სახალხო საღამოები ტრადიციული ქართული ცეკვებითა და პოლიფონიური სიმღერებით მოეწყობა. ქუთაისი, აგრეთვე, არის იდეალური ადგილი კავკასიის მთებისა და შავი ზღვის სანაპიროს, მღვიმეების, სასახლეებისა და სოფლების დათვალიერების დასაწყებად. თუმცა ტურისტებს შეუძლიათ უბრალოდ დარჩნენ ქალაქში და მისი ისტორიული ცენტრი დაათვალიერონ, მათ შორის ცნობილი „მწვანე ბაზარი“, კაფეები, ბარები, რესტორნები და ძველი ეკლესიები“, – წერს სტატიის ავტორი. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ბოლო სიახლეები