სამშაბათი, თებერვალი 25, 2025

გარდაცვლილი 107 წლის ქალის შვილთაშვილი: უმორჩილესად გთხოვთ ყველას, თავის შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. ჩემი დიდი ბებია ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა

უმორჩილესად გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. ჩემი დიდი ბებია ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა, – განაცხადა გურიაში გარდაცვლილი 107 წლის ქალის შვილთაშვილმა შორენა გურგენიძემ.

„მთელ საქართველოში და განსაკუთრებით გურიის რეგიონში ძალიან ძლიერი სტიქია მძვინვარებს. ხალხი და ხელისუფლება ერთობლივი ძალებით 24 საათი მუშაობენ იმისთვის, რომ არსებული მძიმე მდგომარეობა მოგვარდეს. ამ დროს ჩვენს ოპოზიციასა და მათ მედიებს დრო რჩებათ იმისთვის, რომ მოიფიქრონ და გაავრცელონ ბინძური ტყუილი. კერძოდ, საუბარი მაქვს ახლა ჩემს დიდ ბებიაზე, რომელიც 107 წლის ასაკში ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა. ის ბოლო რამდენიმე დღე ავადმყოფობდა. ძალიან უმორჩილესად გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. ჩემი აზრით, ასეთ დროს პოლიტიკური ქულების დაწერა ამორალურია“, – აღნიშნა გურგენიძემ ვიდეომიმართვაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სოფელ ჯუმათში თოვლში მოყოლილი მცირეწლოვანი და მისი ოჯახი სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოიყვანეს

სოფელ ჯუმათში თოვლში მოყოლილი მცირეწლოვანი და მისი ოჯახი სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოიყვანეს, - ამის შესახებ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განაცხადეს.როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, დაზარალებული ოჯახი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა გამოიყვანეს.„მცირეწლოვანი ბავშვი და მისი ოჯახი გამოყვანილია. ყველა მათგანი უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს“, - განაცხადეს რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

შსს – სამაშველო სამუშაოებში, 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული – მაშველებმა ამ დროისთვის, ურთულეს რელიეფურ პირობებში ათეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების ყველა შესაბამისი დანაყოფი დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამაშველო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის თოვლის ბურანები.„მეხანძრე-მაშველებმა ამ დროისთვის, ურთულეს რელიეფურ პირობებში ათეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება და აჭარისა და გურიის სხვადასხვა სოფლიდან, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს მოხუცები, ბავშვები და ის პირები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდნენ. ასევე, უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს, თოვლსა და ნამქერში ჩარჩენილი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დიდთოვლობისა და ამინდის გაუარესების გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ში შემოსულ შეტყობინებებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ეტაპობრივად ახორციელებენ რეაგირებას. საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ავტომანქანებისა და მგზავრთა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, სხვადასხვა უწყების შესაბამის სამსახურთან ერთად, მობილიზებული არიან, როგორც ცენტრალურ მაგისტრალებზე, ასევე, შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას სხვა შესაბამის უწყებასთან ერთად“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მოხდა ის, რაც თვეების წინ წარმოუდგენელი გვეგონა“ | რას წერს AS-ი მამარდაზე

ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ, AS-მა გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. მისი ავტორი, ხულიან ბურგოსი „მამარდას“ ბოლოდროინდელ ასპარეზობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოხდა ის, რაც თვეების წინ, ყველას წარმოუდგენელი ეგონა.„ის, რაც რამდენიმე თვის წინ წარმოუდგენელი ჩანდა, რეალობად იქცა. დებატებია დაწყებული თუ ვინ უნდა იყოს, ვალენსიას ძირითადი გოლკიპერი. მეკარე სასწაული, გიორგი მამარდაშვილი, მიწაზე დაეშვა. ბოლო შეხვედრებში, დაუშვა შეცდომები, რომლებიც ადრე მისგან წარმოუდგენელი იყო სევილიასთან, მამარდაშვილის მიერ ბოლო წამზე დაშვებული შეცდომის გამო, ვალენსიამ ორი ქულა დაკარგა. ვილიარეალისა და ატლეტიკოსგან გაშვებული გოლებისას, შეეძლო, მეტი გაეკეთებინა. აშკარა შეცდომების გარდა, სტატისტიკაც მის წინააღმდეგაა და რამდენიმე დღის წინ, ლა ლიგის მეკარეთა შორის, სეივების რაოდენობით ბოლო ადგილს იკავებდა...“

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:„შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.სამაშველო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის თოვლის ბურანები.მეხანძრე-მაშველებმა ამ დროისთვის, ურთულეს რელიეფურ პირობებში ათეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება და აჭარისა და გურიის სხვადასხვა სოფლიდან, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს მოხუცები, ბავშვები და ის პირები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდნენ.ასევე, უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს, თოვლსა და ნამქერში ჩარჩენილი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დიდთოვლობისა და ამინდის გაუარესების გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ში შემოსულ შეტყობინებებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ეტაპობრივად ახორციელებენ რეაგირებას.საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ავტომანქანებისა და მგზავრთა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, სხვადასხვა უწყების შესაბამის სამსახურთან ერთად, მობილიზებული არიან, როგორც ცენტრალურ მაგისტრალებზე, ასევე, შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე.შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას სხვა შესაბამის უწყებასთან ერთად“, - ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვის ძალები დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ერთვება

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ერთვება. შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების მოგვარებასა და მოსახლეობის დახმარებას სპეციალური ტექნიკით დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები უკვე ახორციელებენ.თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალებიდან გამოყოფილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების ქვედანაყოფები და სპეციალური ტექნიკური საშუალებები.

ბოლო სიახლეები